20-წლამდელები

1:45 | 23.06.2019 | ნანახია 2796 - ჯერ

20 წლამდელები: მეათე ადგილი არგენტინიდან
საქართველო 17:29 იტალია

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულეს. მათ მთავარი ბრძოლა 5 დღის წინ ფიჯისთან, გაწითლებულ დროზე გატანილი ლელოთი მოიგეს და ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ ელიტურ 12 გუნდს შორის.

ილია მაისურაძის შეგირდებს ჰქონდათ შანსი, რომ შარშანდელი შედეგი გაემეორებინათ და ზედიზედ მესამე გამარჯვებით ტურნირი მე-9 ადგილზე დაესრულებინათ, მაგრამ იტალიამ დასკვნით წუთებში მოახერხა მატჩის საკუთარ სასარგებლოდ დასრულება - 17:29.

მთლიანობაში, წლევანდელი 20-წლამდელთა ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან გუნდმა სძლია შოტლანდიას და ფიჯის, რითაც ნომერ პირველი ამოცანა წარმატებით გადაჭრა - ელიტაში დარჩა.

პირველი ტაიმი

პირველი ტაიმი ორივე გუნდისთვის მძიმე გამოდგა. ეს იყო მათთვის მეხუთე მატჩი ამ ტურნირზე და დაღლილობის ფონზე მრავლად იყო შეცდომები. საწყის წუთებში მეტოქემ ჩვენი წნეხში მოქცევა შეძლო, დაახლოებით 15 წუთი ჩვენს ნახევარზე გაატარა და მოლის შემდეგ ლელოც გაიტანა.

ამის შემდეგ ინიციატივა ბორჯღალოსნების ხელში გადავიდა და მე-18 წუთზე ლელოსთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა დაახლოებით 15-მეტრიანი მოლი წითელ ზოლში ჩაიქცა. 34-ე წუთზე რეფერიმ ირაკლი სიმსივე გაასინბინა და იტალიამ ჯარიმა კარში დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა, მერე შეტევაზე გადავიდა, ჯარიმა გამოიმუშავა და თედო აბჟანდაძემ გაწითლებულ დროზე სხვაობა შეამცირა - 3:7.

მეორე ტაიმი

შესვენების შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნები მოედანზე უფრო მობილიზებული გავიდნენ, თავად შეძლეს იტალიელთა წნეხში მოქცევა და ეს მალე ქულებში აისახა. მეტოქის ნახევარზე გატარებული რამდენიმე წუთის განმავლობაში, ჩვენმა შერკინებამ ჯარიმები გამოიმუშავა, თუმცა ჩვენი შეცდომის შემდეგ იტალიელებმა ბურთის ფეხით მოგერიება შეძლეს.

ის ოთარ ლაშხის ნადავლი გახდა და შეუტია, ცენტრალური ხაზის გადაკვეთის შემდეგ მორკინალებმა დაარტყეს, მცველებმა ხაზის სწრაფად აწევა სცადეს, თუმცა აბჟანდაძემ მოსხეპილი პასით თემურ ჭიჭინაძე მოძებნა, რომელმაც ბურთი სიჩქარე აკრეფილ ზურაბ ქავთარაძეს გადააწოდა, რომელიც ფრთაზე გაიქცა და შექცეული პასით ლელოში დემე თაფლაძე შეუშვა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა.

წნეხი კიდე უფრო გაძლიერდა, აბჟანდაძის ფეხით თამაშის შემდეგ, ლაშხმა მეტოქე შებოჭა და აუტისკენ წაიყვანა, მისი შემოგდებული ბურთი კი მიხეილ ალანიამ ჩაჭრა და ლელო აბჟანდაძემ გარდასახა - 17:7.

სამწუხაროდ, ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. იტალიამ შეძლო ტემპის მომატება, ორი ლელოს გატანა და 66-ე წუთზე უპირატესობა დაიბრუნა. მალე მეტოქემ ჯარიმაც გაიტანა და ერთი გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, სულ ბოლოს კი მეოთხე ლელო მივიღეთ - 17:29.

საფრანგეთი ჩემპიონია, შოტლანდია დაქვეითდა

2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული, ზედიზედ მეორედ გახდა საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ავსტრალიას მინიმალური სხვაობით, 24:23 სძლია.

მე-7 ადგილი ახალ ზელანდიას ერგო, რომელმაც ირლანდიას 40:17 სძლია, ხოლო მე-3 ადგილისთვის სამხრეთ აფრიკამ არგენტინა 41:16 დაამარცხა. მე-5 ადგილისთვის ბრიტანული დერბი შედგა და ინგლისმა უელსს 45:26 მოუგო. ამ მატჩში რეფერი ქართველი ნიკა ამაშუკელი იყო.

გასავარდნ შეხვედრაში ფიჯი შოტლანდიას ეთამაშებოდა, 9 ლელო გაუტანა, თავად 5 გაუშვა და მეტოქე 59:34 დაამარცხა. შედეგად, 20-წლამდელთა ჩემპიონატს შოტლანდია პირველად ემშვიდობება. ის გახდა მეორე გუნდი ტიერ1-ის ქვეყნებიდან (იტალიის შემდეგ), რომელიც 20-წლამდელთა ჩემპიონატს ემშვიდობება. თავის მხრივ, ფიჯი საქართველოს შემდეგ მეორე ნაკრებია, რომელმაც „ალაფიდან“ დაწინაურების შემდეგ, ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

მე-9 ადგილისთის

საქართველო - იტალია 17:29

ხაზი | ბექები: 15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ირაკლი სიმსივე (აია), 11. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);

შერკინება | ფორვარდები: 1. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (ორიაკი), 3. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 6. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 7. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 17. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 18. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 19. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 20. კობა კოლოტაური (ლელო), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ლაშა ლომიძე (აია), 24. გივი ცინცაძე (არმაზი), 25. ზურა ქავთარაძე (ხარები), 26. ბექა ყორიაული (ლელო), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

2 ლელო: თაფლაძე, ალანია

2 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი

ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე

ექიმი: ოდისეი სადოევი

ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი

ჯიპიეს: შავლეგ მახარაშვილი

www.rugby.ge


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:42 | 24.06.2019
krasni (587)

ისე, შოტლანდიის გავარდნა და ჩვენების დამკვიდრება U20-ის მსოფლიოზე, კარგი მესიჯი უნდა იყოს მსოფლიო რაგბისთვის.

13:20 | 24.06.2019
გორდა (250)

მაგათ ნამუსი, რომ გააჩნდეთ აქამდე მიიღებდნენ მაგ გადაწყვეტილებას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ და ზოგადად მეორე დონის გუნდებმა მათზე შეტევა შევწყვიტოთ. ალბათ კიდევ 5 წელი ჩვენები თუ დარჩებიან მაგ დონეზე მოუწევთ ცვლილებების განხორციელება. ისე ერთი-ორგან შემხვდა 20 წლამდელების მსოფლიოზე გუნდების რაოდენობის გაზრდის შესახებ. შორლანდია, თუ ჩარჩება ალაფაზე დიდი ალბათობით 2 წელიწადში რაოდენობას გაზრდიან შოტლნადიის ამოსათრევად.
ჩვენ კი გვჭირდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის იქითაც გვქონდეს სისტემატური თამაშები ბობოლებთან.

10:39 | 24.06.2019
krasni (587)

ბიჭებს, მწვრთნელებს მადლობა შედეგისთვის, თავდადებისთვის. რაგბის კავშირი კი, უკვე უნდა ზრუნავდეს 18 და 20 წლიანების მომზადება, განვითარებაზე.

11:48 | 24.06.2019
გორდა (250)

აი ეგ არის ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი.
ცუდი არ არის რაც ამ ჟამად კეთდება (ჩვენი 20 წლამდელები ბოლო წლებში სულ ეთამაშებიან სამხრეთ აფრიკას და ფრანგების განვითარების გუნდს), მაგრამ საჭირო არის კიდევ მოუმატოთ. ალბათ ერთ-ერთი კარგი რამ იქნებოდა თუნდა 20 არა წლამდელთ ძირითადი გუნდისათვის საქართველოში რეგულარული ტურნირის მოწყობა, თუ მაღალი დონის ტურნირი მოოხერხდა ხომ სულ გადასარევი.
განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობის არის 18 წლამდელების განვითარება, 6 ერის ბოიკოტის შემდგომ.
საჭირო მათთვის სისტემატური თამაშების დაგეგმვა ამ შემთხვევაში სამხრეთულ გუნდებთან.
და ისევ და ისევ საკლუბო რაგბის განვითარება. ამის გარეშე უახლოეს მომავალში სანაკრები რაგბის (ყველა დონეზე) მნიშვნელოვანი წინ სვლა რთული იქნება.

22:07 | 23.06.2019
გორდა (250)

მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის, თავდადებისთვის.
მოწინააღმდეგესაც უნდა დაფასება, ძალიან მოინდომეს.
მიუხედავად იტალიასთან შედეგია, რაც მე დავინახე, სხვაობა თითქმის აღარ არის.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობა, რა გარემოში და პირობებში ვარჯიშობენ, იზრდებიან ევროპელი სპორცმენები და რა პირობებში არიან ჩვენები.

11:51 | 23.06.2019
dominici99 (94)

Azariashvili ratom ar gamoiyvana, vinmem xom ar icit? Saertod cvlilebebma ver gaamartla. Tevdorashvili usustesi burjia+ msajis unamusobas sazgvari ar qonda. Ras qvia- gamoiyene, roca vawvebi? Ratom miklav upiratesobas? Imedia gaisad bevrad kargi gveyoleba.

11:02 | 23.06.2019
ოვალური კორბენი (276)

არა უშავს, მთავარია ელიტას შემოვრჩით. შარშანდელზე უკეთესი გუნდი ნაღდად არ გვყოლია.

09:54 | 23.06.2019
გუგა80 (177)

ტფუი

0.082772