20 ივნისს, 17 საათზე (თავდაპირველად დაგეგმილი იყო 29 მაისს), ფიზ.მომზადების ჯგუფის ხელმძღვანელი და ბორჯღალოსნების მწვრთნელი ირაკლი ჭყონია, ქართული კლუბების მწვრთნელებს 2-საათიან, თეორიულ და პრაქტიკულ მასტერ-კლასს ჩაუტარებს.
რაგბის ფიზ-მომზადება სპეციფიურია და არის ფიზიკური მზადება რაგბის ელემენტებისა და სათამაშო ეპიზოდებისთვის. მაგალითად: რაქის ელემენტები, კონტაქტი, ბოჭვა და ა.შ.
მასტერ კლასი შედგება: 1. 1 საათი პრეზენტაციის სახის სწავლება; 2. 1 საათი პრაქტიკული სწავლება კონკრეტული ვარჯიშების გამოყენებით.
სემინარის თეორიული ნაწილი 17 საათზე, „შევარდენის“ ბაზაზე ნაკრების შეკრებების ოთახში დაიწყება.
სემინარზე დასწრების მსურველები დაგვიკავშირდით:
EMAIL - s.maisuradze@rugby.ge
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია