სიახლეები

0:23 | 28.05.2019 | ნანახია 1609 - ჯერ

მსოფლიო რაგბი - მაღალი ბოჭვის სამსაჯო ჩარჩოები
გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის მიმდინარეობა

მსოფლიო რაგბმა შეიმუშავა სახელმძღვანელო წესები, რათა თამაშში ჩართული ყველა მხარისთვის ნათელი გახდეს მაღალი და მხრით ბოჭვების ბოჭვების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცედურა. წყარო WORLD RUGBY

საერთაშორისო ფედერაციებმა გადაწყვიტეს შეემუშავებინათ ახლებური მიდგომა და ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებს ტვინის შერყევის შემთხვევების შემცირებასიმ ფაქტებისა და სტატისტიკების გათვალისწინებით, რომლებიც ეყრდნობა მათი წარმომადგენლების, მოთამაშეების, მსაჯების, მწვრთნელებისა და ექიმების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს.

ჩარჩოს მიზანია: გააუმჯობესოს სანქციის ხედვა და თანმიმდევრულობა, განასხვავოს სახიფათო თამაში - რომელია მხოლოდ ჯარიმა, ყვითელი ბარათი, ან წითელი ბარათი.

დაიცვას ორივე მოთამაშის: მბოჭავისა და ბურთის წამღების თავის არე თანმიმდევრული და ზუსტი სანქცირებით, იმ სახიფათო ბოჭვებისას, რომლებიც შეიცავს ტრავმის მაღალ რისკს.

კვლევამ გვიჩვენა, რომ ტვინის შერყევის 76% მოდის ბოჭვის დროს, 72% კი სწორედ მბოჭავზე. თავის ტრავმის საშიშროება 4.5 ჯერ მეტია, როდესაც მბოჭავი არის ტანით გამართულ მდგომარეობაში. ჩარჩო ითვალისწინებს მოთამაშეთა ქცევის შეცვლას ამ პრიორიტეტულ არეში ნაკლებ ხიფათიანი ბოჭვის ტექნიკის დანერგვით.


ამ სტატიით მსოფლიო რაგბი მოუწოდებს მსაჯებს იყვნენ ფოკუსირებული და თანმიმდევრულნი სანქციების დაწესებისას, მოთამაშეები კი უფრო მეტად ფრთხილები, რადგან მათი პასუხისმგებლობაა საკუთარი თუ მეტოქის უსაფრთხოება.

მსოფლიო რაგბი იუწყება, რომ თითოეული სახიფათო ბოჭვას მიენიჭება კლასიფიკაცია, რაც განსაზღვრავს სანქციის სიმძიმეს, რა იქნება მხოლოდ ჯარიმა, ყვითელი, ან წითელი ბარათი:
სად არის ბოჭვის კონტაქტი? (ყელი/კისერი/თავი )

სხეულის რა ნაწილით კეთდება ბოჭვა? (მხრით თუ ხელით)

როგორია ხიფათის ხარისხი? (რა ძალითა და სისწრაფით ხდება შეჯახება?)

ამ კრიტერიუმების განსაზღვრის შემდგომ, შესაბამისი სანქცია უნდა დაფიქსირდეს, თუ მაგალითად:
მაღალი ბოჭვა არის თავის არეში, მხრით,დიდი ძალით და სისწრაფით,ეს ნიშნავს წითელ ბარათს.
მაღალი ბოჭვა არის კისრის არეში, ხელის შემოხვევით, სისწრაფე და ძალა საშუალოა, მაშინ ეს იქნება ყვითელი ბარათი.
მაღალი ბოჭვა არის კისრის არეში, პატარა ძალითა და უხიფათოდ, მაშინ ეს იქნება მხოლოდ ჯარიმა.

ჩარჩო ემსახურება ცნობიერების ამაღლებას მოთამაშეთა კეთილდღეობის შესახებ. მაღალ ბოჭვათა სანქცია ეფუძნება პროცესს, სადაც განსაზღვრულია დამრღვევის კონკრეტული ქმედებები და გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით. რაგბის ფართო აუდიტორიისთვის გასაგები უნდა იყოს სახიფათო ბოჭვათა პრევენციის რეფორმა.

ახალ რეგულაციებს დადებითად აფასებს საერთაშორისო კატეგორიის ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი:

„მსოფლიო რაგბი აქტიურად ატარებს რეფორმებს მოთამაშეთა კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ამაღლებისთვის, რაც მისასალმებელია. კონკრეტული განსაზღვრებები სახიფათო ბოჭვის კლასიფიკაციისა მსაჯს გაუადვილებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას. მაყურებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დღევანდელ რაგბში უსაფრთხოებას ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა, შესაბამისად, მოედანზე სახიფათო თამაშის აღკვეთა ერთობ პრიორიტეტულია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაგბს საკმაოდ ადრეული ასაკიდან თამაშობენ და აუცილებელია ბავშვებისთვის მოედანზე უსაფრთხო გარემოს შექმნა“.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078906