ბორჯღალოსნები

19:17 | 16.05.2019 | ნანახია 1874 - ჯერ

საქართველო XV | ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან

ქართული რაგბის ქომაგები, 7 და 11 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში საერთაშორისო თამაშებს იხილავენ.

ერთი წლის განმავლობაში საქართველო XV (საქართველოს მეორე ნაკრები) მესამედ შეიკრიბება და ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ორ მატჩიან სერიას გამართავს.

შარშან ზაფხულში საქართველოXV-მა „ზაფხულის თასზე“ არგენტინის XVდა ბრაზილიის ნაკრებებთან, წელს მარტში კი რუსეთის „ა“ ნაკრებთან სტუმრად ითამაშა.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ამჯერად საქართველო XV-ში ლეგიონერებიც იქნებიან გამოძახებული. გაფართოებული შემადგენლობა მომავალ კვირაში დასახელდება, გუნდი კი წინასამატჩო შეკრებაზე 1 ივნისს, ქუთაისში შევა და ინგლისის საგრაფოებთან პირველ შეხვედრას „აია არენაზე“, 7 ივნისს გამართავს.

ბესიკ ხამაშურიძის შეგირდები მეორე მატჩისთვის მზადებას ქუთაისში გააგრძელებენ, ინგლისის საგრაფოების ნაკრებს კი მეორედ 11 ივნისს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე შეხვდებიან.

სერიის ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია.

rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:30 | 17.05.2019
NIKA..01 (335)

მშვენიერია...ოღონდ ღორისტანი აღარ გაგვაგონოთ რა...

13:41 | 17.05.2019
გორდა (250)

ეს უკვე მომწონს. იმედია საქართველო 15-ი ყოველწლიურად მინიმუმ 4 საერთაშორის მატჩს ითამაშებს (2 ზაფხული, 2 შემოდგომა).
იმასაც ვემხრობი, რომ მასში არა მხოლოდ დიდი 10 -ის მოთამაშეები, არამედ ლეგიონერებიც იყვნენ მიწვეულნი (დაახლობით 50-50-ზე).
კარგი იქნება თუ ცალკე ა ნაკრებიც გვეყოლება. ამ შემთხვევაში შეიძლება ა ნაკრებში ძირითადის მიღმა დარჩენილ ყველა უძლიერეს ვუხმოთ შიდა ჩემპიონატიდან თუ უცხოეთიდან და საქართველო 15 მხოლოდ დიდი 10-ის მოთამაშშეები შევკრიბოთ. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ გვეყოლება ცალკე ა ნაკრები.

0.08432