ბორჯღალოსნები

23:27 | 17.04.2019 | ნანახია 3074 - ჯერ

18 წლამდელები: საქართველო 64:10 რუსეთი
მასპინძელთა ძლევით, ფინალში ესპანეთთან

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა, კალინინგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელ რუსეთს 10 ლელო გაუტანა, 64:10 დაამარცხა და ფინალში ტიტულს ესპანეთთან დაიცავს.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. დავით ჩავლეიშვილის შეგირდები პირველ ტაიმში უმეტესად ძალისმიერ სტილში თამაშობდნენ, მეორეში კი ბურთი გაშალეს და შედეგი ფაქტობრივად ერთნაირი დადგა - თითო ტაიმში 5-5 ლელო გავიდა.

ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა. შერკინების შემდეგ ბურთი მარჯვენა ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა, ლაშა კაკაურიძე მცველს ერთი-ერთზე გასცდა და ბურთი ლელოს ალამთან მიაწვდინა. დაჩი პაპუნაშვილის გარდასახვა ძელმა აისხლიტა. მე-17 წუთამდე მასპინძლები დაცვას ახერხებდნენ, მერე ლუკა მატკავამ მცველები შეცდომაზე დაიჭირა, ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში ბურთი ლუკა ივანიშვილს შეაყოლა. თამაში განახლდა თუ არა მატკავამ ერთხელაც გაჭრა ხაზი და ბურთი ტატო გვიმრაძეს გაატანა, რომელმაც ლელოში თორნიკე ზაქარიაძე შეუშვა. პაპუნაშვილმა ორივე გარდასახა - 19:0.

მალე საქართველომ ნაცად ხერხს მიმართა, დერეფნიდან მოლი დააყენა და გვიმრაძემ ლელო გაიტანა. ამაზე რუსეთმა ჯარიმით გვიპასუხა, თუმცა შესვენებამდე ბოლო სიტყვა კვლავ საქართველოსი იყო. ამჯერადაც მატკავამ გაიბრწყინა, რომელმაც ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციიდან თავის დაძვრენა მოახერხა, მოკლე დისტანციაზე სამ მბოჭავს დაუსხლტა და მის ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა - 31:3.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ დააყენა მოლი, დაახლოებით 15 მეტრი დაფარა და ლუკა პეტრიაშვილმა ჩვენი გუნდის მეექვსე ლელო გაიტანა. გარკვეული დროით თამაში გათანაბრდა და მასპინძლებმა ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ ერთი საპასუხო ლელო გაიტანეს, რამაც უმცროსი ბორჯღალოსნები გამოაფხიზლა და დასკვნით 12 წუთში კიდევ ოთხი ქართული ლელო გავიდა.

ზაურ ლუტიძემ ხაზი 59-ე წუთზე გაჭრა, ორ მბოჭავს გაექცა და ლელო გაიტანა. ტემპის მატებასთან ერთად მეტოქის დაცვაში სივრცეები გაჩნდა, თემურ კოხოძემ მარცხენა ფრთაზე ხაზი გაჭრა, ბურთი საპირისპირო ფრთაზე ჩათამაშდა და ლევან ქუშაშვილმა ლელო გაიტანა. კიდევ ორ წუთში ლუტიძემ, კოხოძემ და ნინიაშვილმა ხელით კარგად გაითამაშეს ბურთი და ამ უკანასკნელმა მორიგი ლელო გაიტანა. მერე გიორგი ყუფარაძემ გაჭრა ხაზი და მეათე ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა დაახლოებით ერთ წუთში ფრთაზე ჩათამაშდა ბურთი და მიზანს კოხოძე მიყვა. პაპუნაშვილმა ხუთიდან ოთხი გარდასახვა გაიტანა და საქართველომ რუსეთი 64:10 დაამარცხა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი საქართველო, ტიტულს ფინალურ მატჩში ესპანეთთან მატჩში დაიცავს, რომელმაც ნახევარფინალში პორტუგალიას 20:5 აჯობა. შეხვედრა 20 აპრილს, საქართველოს დროით 20 საათზე დაიწყება.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, კალინინგრადი (რუსეთი)

ნახევარფინალები. 17 აპრილი

ესპანეთი - პორტუგალია 20:5

საქართველო - რუსეთი 64:10

საქართველო: 15. დათო ნინიაშვილი (ხვამლი), 14. ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), 13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 12. გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი), 11. ლევან ბრაგვაძე (არმაზი), 10. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 9. ლუკა მატკავა (არმაზი); 1. დათო აბდუშელიშვილი (ლელო), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. რობი ნერსეზაშვილი (ლელო), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 6. ლუკა ივანიშვილი (წიქარა), 7. ლუკა ჩქარეული (ლელო), 8. გიორგი ქობალია (ლელო).

მარქაფა: 16. ნუგზარ სომხიშვილი (არმია), 17. საბა ხონელიძე (აია), 18. ირაკლი მჭედლიძე (ლელო), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო); 21. ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), 22. ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი), 24. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), 25. თემურ კოხოძე (აია), 26. ლევან ქუშაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

www.rugby.ge


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:03 | 20.04.2019
dinamo222 (692)

აქ მარტო წვერულვაშში არაა საქმე ! 18 კი არა 16 წლის ბიჭსაც შეუძლია წვერულვაში დაიყენოს(არსენასი არ იყოს--16 წლის რომ შეიქნა წვერულვაში დაიყენა DD) მაგრამ სად 16-18 წლის ბიჭის ღინღლი და სად 23-25 წლის კაცისც დაყენებული ხშირი წვერულვაში! თამაში ყველამ ვნახეთ და მითხარით მაგალითად ჩვენი 13 ნომერი (გვარი დამავიწყდა)გავდა 18 წლის ბიჭს ? თანაც უკვე სიმელოტე შეპარულიცაა ! მე ამას ნიშნისმოგებით კი არ ვამბობ იმიტომ ვამბობ რომ ადრე ჩვენ ბავშთა ფეხბურთში იყო ისეთი მანე ტენდენცია რომ 14-15-16 წლის საბავშვო ტურნირებზე 2-3-4 წლით უფროსებს ათამაშებდნენ ოღონდ ტურნირი მოეგოთ და მერე რაც დაემართა ჩვენ ფეხბურთს ყველამ ვნახეთ და არ მინდა რაგბშიც იგივე განმეორდეს და ვაი თუ ეს ამბავი გასკდეს და მართლა გადაზრდილი მოთამაშეები გამოგვიჩხრიკონ მერე ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა სირცხვილში და სკანდალში გავეხვევით @ სულაც არაა საჭირო რაღაცა მაქინაციები მითუმეტეს ჩვენ ნამდვილად გვყავს 17-18 წლის მართლას მაგარი ბიჭები და გადაზრდილი მოთამაშეების გარეშეც ადვილად მოვიგებდით ამ ჩემპიონატს !

13:09 | 20.04.2019
beeq.777 (63)

ჩვენს ნაკრებში მოთამაშე ყველა მორაგბე წლოვანებით იმხელაა რაც U18 უნდა აკმაყოფილებდეს და შეხედულებას და წვერს რაცშეეხება რაგიკვირთ ან რატომ, მე 16 წლისას უკვე მოშვებული მქონდა წვერი) ისე ეს ნაკრები ცოდოა ამ ტურნირის სათამაშოთ და სხვა გუნდებიც ცოდოები არიან იმ გაგებით რომ რომარა ჩვენ ყველა გუნდს მეტი შანსი ექნებოდა ტურნირის მოგების და მოტივაციაც. ჩვენ კი მეტი მოტივაციით ვითამაშებდით 6 ერის იგივე ასაკის გუნდებთან რომარა მათი სიმხდალე და სრულიად გაუგებარი, აბსურდული და სამარცხინო გაქცევა. მათთან თამაშით და თუნდაც წაგებით მეტს ვისწავლით და გამოგვადგება ვიდრე რუსეთი გერმანია ესპანეთის ამოტენვით.

19:13 | 19.04.2019
krasni (587)

ხო, რუსებს შეიძლება გაუკვირდეთ 18 წლის ვაჟკაცის წვერი. მაგრამ ქართველებს რა გაგიკვირდათ, ჩვენ ბავშვობაში მეერვე კლასიდან ბიჭები ულვაშებს იყენებდნენ.

16:51 | 19.04.2019
არჩილ სოხუმელი (484)

ესპანელები ნახეთ რას იტყვიან, როცა წააგებენ ჩვენს ნაკრებთან. ისე ესპანეთთან უფრო მობილუზებულები და დისციპლინირებულები უნდა ვიყოთ. ესპანელები პროვოკაციებსაც არ მოერიდებიან.

16:48 | 19.04.2019
არჩილ სოხუმელი (484)

რუსულ სოციალურ ქსელ ვკონტაკტეში არის რუსული რაგბის ჯგუფი სადაც მიმდინარეობდა პირდაპირი რეპორტაჟი. ყველა ვინც კომენტარს წერდა კითხულობდა ესენი რა 18 წლისანები არიან? ამას კითხულობდნენ სხვადახხვა ფორმით. არავის არ ჯეროდა, რომ 18 წლისანები იყვნენ. ზოგიერთი წერდა, რომ 30 წლისანებიც იყვნენ. მეც ვერ დავიჯერებდი რომ 18 წლისანები იყვნენ ისეთი წვერი ქონდათ. 20 წლიანების ჩემპიონატზე კარგი იქნება თუ წვერს გაიპარსავენ.

15:00 | 19.04.2019
dinamo222 (692)

რუსი კომენტატორი ხშირად ამბობდა რომ აშკარად 18 წელზე დიდად გამოიყურება ზოგი ქართველიო და ისე ჩვენში დარჩეს და ზოგიერთი მართლა გამოიყურებოდა 18 წელზე უფროსად მაგალითად 1 და 13 ნომრები ნამდვილად არ გავდნენ 18 წლისებს D ეს თუ მართლა ასეა და 22-23-25 წლის მოთამაშეები ჩართეს საქმეში ძალიან ცუდია !

14:46 | 19.04.2019
dinamo222 (692)

მერე უკვირთ რატომ გვაგინებს ყველაო ის დედააფეთქებულები ვერ არიან თავის მატორზე 64 ქულა გაუშვეს 54 ქულის სხვაობით განადგურდნენ და ლამისაა ისიც დააბრეხვეს არაფერში არ ჩამოვრჩებოდით ქართველებსო ! DDD

18:39 | 18.04.2019
არჩილ სოხუმელი (484)

Даниил Суксов: «Команда рубилась до конца!»
Главный тренер сборной России по регби (U18) Сергей Лыско и игрок нашей команды Даниил Суксов поделились своими впечатлениями от полуфинального матча против сборной Грузии с пресс-службой Федерации регби России.
- Сегодня на поле была команда и ребята без боя не сдались, - отметил после матча Сергей Лыско. – Сборная Грузии, совершенно очевидно, сильный соперник. Эта команда играет на другом уровне. Грузины ставили задачу перед этим турниром не пропустить ни одной попытки. Мы не позволили им решить эту задачу, что также очень приятно.
- Можно было совершить чуть меньше ошибок в сегодняшнем матче?
- Безусловно, когда ты пропускаешь попытки, эмоционально подсаживаешься. Этот фактор где-то сработал, мы стали допускать больше ошибок. Но были игровые отрезки в матче, когда ребята сделали то, что от них просили.
- Впереди матч за 3-е место против сборной Португалии. Что ждать от этой встречи?
- Мы обязаны давать бой Португалии. После сегодняшнего матча ребята должны выйти на заключительную игру и бороться за бронзовые медали.
- Впечатления от игры очень хорошие, - сказал после матча нападающий сборной России Даниил Суксов. – Команда рубилась до конца! В каких-то моментах мы проседали, не успевали в защите перестраиваться за грузинами. Но в защите все равно мы сыграли очень самоотверженно, делали хорошие захваты в ноги.
Сегодня мы показали, что можем достойно выглядеть против серьезного соперника. Уверен, с Португалией команда выйдет еще более собранной, сплоченной и заряженной на победу.
- Согласен, что против Грузии сборная России выглядела лучше, чем в победном матче с Румынией?
- Намного лучше! Сегодня мы сыграли многое из того, что готовили на тренировках. Это относится и к атаке, и к защите.

- Что скажешь о сборной Грузии?
- Главное, в чем нас превзошли грузины – они были быстрее.
- Ты очень активен был сегодня в атаке, постоянно находясь на мяче. Чем это объяснить?
- Не хотелось, чтобы после игры было стыдно смотреть в глаза болельщикам, команде, родным. Самому себе в конце концов.

Пресс-служба Федерации регби России
0?'>http://rugby.ru/news/daniil-suksov-komanda-rubilas-do-kontsa-/':'>http://rugby.ru/news/daniil-suksov-komanda-rubilas-do-kontsa-/'))

18:40 | 18.04.2019
არჩილ სოხუმელი (484)

Грузины ставили задачу перед этим турниром не пропустить ни одной попытки. Мы не позволили им решить эту задачу, что также очень приятно.

18:34 | 18.04.2019
არჩილ სოხუმელი (484)

Чемпионат Европы по регби (U18). Сборная России поборется за бронзовые медали
17 АПРЕЛЯ 2019 | NEW
17 апреля в Калининграде прошли матчи второго игрового дня чемпионата Европы по регби (U18). Сборная России в полуфинале встречалась со сборной Грузии и крупно проиграла 10:64.
Обыграв румын в стартовом матче Чемпионата Европы U18, сборная России выполнила половину своей задачи на турнир. Говоря откровенно, было ясно, что со сверстниками из Грузии, которые даже внешне в общей массе смотрятся старше, нашим ребятам пока не справиться, а потому задача на полуфинал выглядела предельно ясно: сыграть как можно достойнее и не наполучать травм.
Забегая вперед, отметим, что подопечные Сергея Лыско смогли показать характер и снова доказали, что готовы биться даже при очень неблагоприятных обстоятельствах. А таковых имелось предостаточно - например, юные «лелос» положили первую попытку уже на исходе шестой минуте. Правда, поначалу казалось, что все не так плохо и есть поводы для осторожного оптимизма, да и мощная поддержка трибун помогает ребятам справляться с волнением. Но уже к середине первого тайма грузины организовали еще одно взятие зачетного поля, причем по центру ворот, и до 26-й минуты результативные действия удавались только им.
Белослудцев точным ударом со штрафного смог размочить счет, однако до перерыва тенденция не изменилась, и стороны ушли отдыхать при счете 31:3. Эти цифры на табло не оставляли никаких иллюзий относительно исхода матча, а главное, вполне убедительно доказывали, насколько иначе сегодня развито регби в Грузии, где игра с овальным мячом год от года все больше приобретает статус дела государственной важности.
На этом фоне особенно приятно было наблюдать за российскими молодыми регбистами, которые вышли на второй тайм настроенными очень по-боевому, и их готовности не охладило даже то, что счет очень быстро стал 38:3. И то, что Байт Саид сумел-таки приземлить мяч в зачетном поле соперников, было вполне логично: уж на один занос наши точно наработали. К слову сказать, это была первая попытка, пропущенная на турнире грузинами, которые перед началом чемпионата Европы очень хотели оставить пространство за своими воротами в неприкосновенности. А Белослудцев добавил и еще два очка с точки - 38:10.
Этот успех вдохновил «медведей» на новую вспышку активности, однако и их соперники, судя по всему, слегка разозлились, и собственные силы стали иссякать: противостояние с настолько сильной командой бесследно не проходит. Так что до конца матча очки набирали только грузинские регбисты, которые снова полностью забрали себе инициативу и в оставшееся время положили еще четыре попытки, доведя окончательный счет до крупного - 64:10.
Тем не менее, нельзя сказать, что сборная России выглядела безнадежно. Просто на сегодняшний день грузинское регби находится на принципиально ином уровне развития, и то, как играет молодежная команда, лишь подчеркивает комплексность и системность осуществляемого подхода. Конечно, интересно посмотреть, насколько серьезное сопротивление окажут в финале испанцы, но есть ощущение, что «лелос» сумеют защитить свой титул чемпионов Старого Света.
Ну а российским регбистам есть повод хорошенько подготовиться к матчу за третье место, где предстоит иметь дело со сверстниками из Португалии, которые в полуфинале проиграли испанцам со счетом 5:20. Думается, бронзовые медали станут для наших игроков хорошим итогом чемпионата Европы на родной земле, но за этот результат предстоит еще побороться.
В полуфиналах за 5-е место Бельгия была сильнее Нидерландов 34:14, а Германия обыграла Румынию 17:13. В матче за 5-е место сыграют Германия и Бельгия, за 7-ю строчку поспорят Румыния и Нидерланды.
Статистика матча
Россия – Грузия – 10:64 (3:31)
Результативные действия сборной России: попытка – Байт Саид; реализация – Белослудцев; штрафной – Белослудцев.
20 апреля сыграют
Матч за 7-е место
Румыния – Нидерланды (12.00 мск)
Матч за 5-е место
Бельгия – Германия (15.00 мск)
Матч за 3-е место
Россия – Португалия (17.00 мск)
Финал
Грузия – Испания (19.00 мск)
Пресс-служба Федерации регби России
0?'>http://rugby.ru/news/chempionat-evropy-po-regbi-u18-sbornaya-rossii-poboretsya-za-bronzovye-medali/':'>http://rugby.ru/news/chempionat-evropy-po-regbi-u18-sbornaya-rossii-poboretsya-za-bronzovye-medali/'))

16:02 | 18.04.2019
krasni (587)

კარგია, ესპანელებიც კარგი ანგარიშით წავაქციოთ. ამ გუნდიდან U20-ის მსოფლიოზე 7-8 მორაგბე წელსვე იმსახურებს თამაშს.

13:49 | 18.04.2019
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბიჭებო, ჩვენი გახარებისთვის ! ! !

11:24 | 18.04.2019
ოტარიდი (4)

გენაცვალეთ

0.106192