საერთაშორისო

1:10 | 23.03.2019 | ნანახია 1351 - ჯერ

ექვს ერზე ალუნ ვინ ჯონსი გამოარჩიეს

6 ერის 2019 წლის გათამაშების საუკეთესო მორაგბედ უელსის ნაკრების კაპიტანი ალუნ უინ ჯონსი აღიარეს.
საინტერესოა, რომ ტიტულის პრეტენდენტთა შორის “წითელი ურჩხულების” კიდევ 3 წევრი – ჯოშ ადამსი, ლიამ უილიამსი და ჰედლი პარკსი იყო, ჯონი მეი და ტომ ქარი კი ინგლისს წარმოადგენდნენ.
ჯონსი მხოლოდ მე-5 უელსელი მორაგბეა, რომელიც 6 ერის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მისი წინამორბედები მარტინ უილიამსი, დენ ლიდიეტი, შეინ უილიამსი და ლი ჰალფპენი იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ ალუნ ვინ ჯონსის კაპიტნობით უელსელებმა 2012 წლის შემდეგ პირველი დიდი სლემი შეასრულეს. “წითელი ურჩხულების” კაპიტანს ეროვნული გუნდის მაისურით 134 მატჩი აქვს ჩატარებული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074843