ბორჯღალოსნები

17:41 | 18.03.2019 | ნანახია 4001 - ჯერ

“ბორჯღალოსნებმა” იაპონიასთან ჩამორჩენა შეამცირეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კრასნოდარში რუსებთან 16-ქულიანი გამარჯვების წყალობით, მსოფლიო რეიტინგში 0.49 ქულა შეიმატა და მართალია, ისევ მე-12 ადგილზე რჩება, იაპონიასთან ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამცირა.
ახლა, “ბორჯღალოსანთა” მონაგარი 74.42 ქულაა და მე-11 პოზიციაზე მყოფ აზიელებთან სხვაობა მხოლოდ 0.82 ქულაღაა. სათქმელია ისიც, რომ ქართველი მორაგბეები უახლოეს კონკურენტებს – ტონგასა და იტალიას, შესაბამისად, 1.4 და 2.38 ქულით უსწრებენ.
კლასიფიკაციაში მისთვის ისტორიულ მე-2 საფეხურს უწია უელსის ნაკრებმა, რომელიც მომავალ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.
უორენ გეთლენდის შეგირდებმა 6 ერის დასკვნით ტურში ირლანდიას 25:7 სძლიეს და ტურნირი დიდი სლემით მოიგეს. “წითელი ურჩხულები”, რომელთაც მიჯრით მე-14 ტესტი მოიგეს, ბოლოს, აღნიშნულ პოზიციაზე 2015 წლის სექტემბერში იმყოფებოდნენ.
რეიტინგის მოწინავე ოცეულში აღარაფერი შეიცვლება ზაფხულამდე, სანამ მსოფლიო თასის მონაწილე ნაკრებები ტესტ-მატჩებს არ დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე 3 თამაში ელით: 24 აგვისტოს, თბილისში, რუსეთთან და 31 აგვისტოსა და 7 სექტემბერს, მიმოსვლითი სისტემით – შოტლანდიასთან.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:38 | 22.03.2019
გორდა (250)

rugger.info-ზე დაიწერა, რომ მომდევნო სეზონიდან იაპონური ფრანჩიზა დატოვებს სამხრეთულ საკლუბო ელიტას.
0?'>https://rugger.info/news/page3/24698':'>https://rugger.info/news/page3/24698'))
როგორც ჩანს ეკონომიკურად (რადგან იქაც ჯერ ამ საკითხს აქცევენ ყურადღებას) და სპორტულადაც არ გაამართლა ამ პროექტმა.
იქნებ აფრიკული ფრანჩიზები დააბრუნონ (თუმცა ამაზე ჯერ არაფერი დაწერილა) და ამით გინეს პრო ლიგაში გამოთავისუფლებული ადგილით ჩვენც ვისარგებლოთ.
ჩემის აზრით პირველ რიგში რაგბის კავშირმა უნდა იზრუნოს საკლუბო დონეზე ფრანჩიზის შექმნაზე და მის მოწინავე (ამ ეტაპზე ჩვენთვის ალბათ ყველაზე კარგი იქნება გინეს პრო ლიგა) ლიგაში ჩართვაზე;
ამის შემდგომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს 18 და 20 წლამდელთა მომზადებებს და მათთვის მაღალი დონის ტურნირებში და სპარინგებში მონაწილეობას, რადგან როგორც ჩანს ეროვნული ნაკრების დონეზე ზევით ასვლას "რეტროკრატების" ხელში კიდევ დიდი დრო დასჭირდება.

21:40 | 21.03.2019
NIKA..01 (335)

სრული უაზრობაა რუსებთან ტესტების გამართვა,არაფრის მომცემი მატჩი ღორებთან....

13:48 | 19.03.2019
tengocie (60)

ჩვენ არ აგვირჩევია.
რუსეთი მსოფლიოზე რომ მოხვდა მაგის გამო მისცეს საქართველოსთან ტესტი(თორე მაგ დროს შეხვდებოდა ჰონ კონგს ან ნამიბიას) მსოფლიოს გასახურებლად

21:39 | 21.03.2019
NIKA..01 (335)

გუნდების თანხმობის გარეშე არ ხდება ტესტების ჩანიშვნა,მითუმეტეს რუსებთან ტესტი შოტლანდიასთან ტესტებთან შედარებით მოგვიანებით ჩაინიშნა

15:34 | 20.03.2019
პანტელეიმონი (1218)

თუ რუსების და სვანიძის გარიგებით არ ჩაინიშნა ეს შეხვედრა, მაშინ თავისუფლად შეიძლება "მსოფლიო რაგბი"-ის ბოსების დარწმუნება და უამრავი ფაქტობრივი მასალის მიწოდება მათთვის გამოუცხადებელი ომის შესახებ რუსეთთან და ამ მატჩის გაუქმება.
გოჩა სვანიძეს მოვუწოდებ, ნუ აიღებს პასუხისმგებლობას ამ მატჩის ორგანიზებაზე და გამწარებულ ხალხის პროვოცირებას ნუ მოახდენს ! ! !
წინააღმდეგ შემთხვევაში გაბრაზებულ ატოცელებს, ხურვალეთელებს, ცხინვალელებს, გალელებს, სოხუმელებს ... მიიღებთ პლაკატებით ტრიბუნებზე თბილისელ რაგბის მოყვარულებთან ერთად ! ! !

02:08 | 19.03.2019
ზებე (86)

რატომ არ გესმით და ესმის ხალხს რომ რაგბის ფედერაციაშიც და მთავრობაშიც ჩვენი(ქართველი ხალხის) მტერი რუსეთის მლოკველები ზიან.ათასჯერ მითქვამს კიდევ მილიონჯერ ვიტყვი რომ რუსებს არათუ ამხანაგურად ოფიციალურადაც არუნდა ვხვდებოდეთ შინ და გარეთ პრინციპით(იმიტომ რომ ჩვენ ეხლაც საომარ მდგომარეობაში ვართ,ვისაც არ სჯერა ჩადით საზღვრისპირა სოფლებში და ნახავთ რაც ხდება)ესენი კიდევ აქეთ ეპატიჟებიან,ხალხის გაღიზიანება უნდათ.არანაირად არ მესმის რატომ ვეთამაშებით სახლი გასვლა პრინციპით ოკუპანტ სახელმწიფოს,როდესაც შეგვიძლია თავიდან აცილება და არ ვიცილებთ!ამაზე პასუხი აქვს ჩვენს ფედერაციას ან ხელისუფლებას?მაგრამ ვის აინტერესებს გულშემატკივრის აზრი,მთავარია "მოძმე" ერს ულოკონ

21:06 | 18.03.2019
+++Dinamo Tbilisi+++ (44)

რამდენიც არ უნდა ვეფეროთ,რუსეთი მაინც ჩვენს მტრად დარჩება.დავანებოთ თავი არ შეიძლება.ზედმეტად რატომ ვეთამაშებით, ვერ ვხვდები.მოვა ოფიციალური მატჩების დრო კი ბატონო, ისე რა ჯანდაბად გვინდა???

20:53 | 18.03.2019
+++Dinamo Tbilisi+++ (44)

არა რა... რა უნდა იფიქროს ქართველმა გულშემატკივარმა, როცა ღორის დაგდებულების მაგივრად სხვა ნაკრები რომ ვერ ნახეს ტესტ- მატჩისთვის???

19:17 | 18.03.2019
გორდა (250)

რუსეთის მაგივრად ისევ ესპანეთს ვამჯობინებდი, უკეთეს შემთხვევაში, აშშ-ს, ტონგას ან სამოას.

21:01 | 18.03.2019
+++Dinamo Tbilisi+++ (44)

ან კანადას მაინც

19:36 | 18.03.2019
პანტელეიმონი (1218)

+1

18:23 | 18.03.2019
miriani (151)

არა, ვინმემ ამიხსნას რა ჩემს შაშაკოლად გვინდა რუსეთთან ტესტ მატჩი??? უფრო რეალური ძალის გუნდი ვერ მონახა ფედერაციამ? თუ დაიწყეს უკვე მანდაც სრაკში შეძრომის პოლიტიკა???

0.096324