ამბები

9:15 | 4.07.2014 | ნანახია 6849 - ჯერ

4 ივლისს, 19 საათზე, “შევარდენზე” - გულშემატკივრების შეხვედრა ნიჟარაძესთან

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის - გიორგი ნიჟარაძის სურვილმა Worldsport.ge-ს რაგბის განყოფილების ფორუმში მპოსტავ გულშემატკივრებს შეხვედროდა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

უკვე უმრავლესობისთვის ცნობილია, მაგრამ საჭიროდ ვთვლით კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ შეხვედრის დეტალები უკვე შეთანხმებულია და ის პარასკევს, 4 ივლისს, საღამოს 19 საათზე “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შედგება. დრო შეირჩა გულშემატკივრების აზრის გათვალისწინებით, სამუშაო საათების დასრულებიდან 1 საათში, რათა ყველა მსურველმა დროულად მოახერხოს შეხვედრაზე მოსვლა.

ვინც საქართველოს ჩემპიონატის საშინაო თამაშებს ესწრება, მათთვის ეს ადგილი ცნობილია. “შევარდენი” მდებარეობს ბოგდან ხმელინცკის 40-ში (ამ ლინკით შეგიძლიათ რუქაზე ნახოთ -  http://wikimapia.org/13748265/ka/), არმისული 31-ე ქარხანასთან. ისნის მეტროს მოპირდაპირე მხრიდან მიდის მიკროავტობუსი 105. ტრანსპორტის გამოცვლის გარეშე, იქ მოხვედრა შესაძლებელია დიდუბიდან და თავისუფლების მოედნიდან.

შეხვედრა გაიმართება არაოფიციალურ, უშუალო გარემოში. გულშემატკივრები ნებისმიერ კითხვაზე მიიღებენ ამომწურავ პასუხს, ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი მოსაზრება თუ იდეა, პირადად გააცნოს ბატონ გიას. ეს შეხვედრა კარგია იმითაც, რომ Worldsport.ge-ს რაგბის განყოფილების ფორუმში მპოსტავი გულშემატკივრები პირადად გავიცნობთ ერთმანეთს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.10605