ლეგიონერები

16:30 | 11.02.2019 | ნანახია 2323 - ჯერ

აბჟანდაძემ "ბრივთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
მეშვიდე ქართველი პრო დე2-ის კლუბში

ბორჯღალოსანმა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ, პრო დე2-ის ერთ-ერთ ლიდერ "ბრივთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონს ფრანგულ ელიტაში დაიწყებს.

ქუთაისის ‘აიას’ 19 წლის მორაგბემ სახელი 2017 და 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე გაითქვა. შარშან ნოემბერში მას მილთონ ჰეიგმა უხმო და აბჟანდაძემ სამოასა და ტონგასთან მოგებულ შეხვედრებში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ცოტა ხნის წინ კი, ნაკრებთან ერთად მესამე გამარჯვება იზეიმა, როდესაც კლუჟში რუმინეთი 18:9 დაამარცხა.

თედო მიმდინარე სეზონს ქუთაისის ‘აიაში’ დაასრულებს და ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება. ‘ბრივში’ მას ექვსი ქართველი დახვდება - კარლენ ასიეშვილი, ვასილ ლობჟანიძე, ოთარ გიორგაძე, სოსო ბეკოშვილი, ლუკა გოგინავა და ლუკა ჯაფარიძე. 20 ტურის შემდეგ, ‘ბრივი’ 57 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ ‘ნევერს’ 7 ქულით ჩამორჩება და ტოპ 14-ში აღზევებისთვის იბრძვის.

„გახარებული ვარ ასეთი მაღალი დონის გუნდი რომ გამომიჩნდა. ‘ბრივს’ მომავალი სეზონიდან შევუერთდები და ჩემი შესაძლებლობების დამტკიცებას ვეცდები. კონტრაქტი „ესპუარებისაა“, თუმცა უკვე ვიცი, რომ პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ. შევეცდები უმოკლეს ვადებში შევისწავლო ფრანგული ენა, რათა ამან თამაშში არ შემიშალოს ხელი. კლუბში შემპირდნენ, რომ ფრანგულის მასწავლებელს ამიყვანენ, თუმცა მე სწავლას ახლავე დავიწყებ, რათა იქ ჩასულს გარკვეული საფუძველი მქონდეს. გუნდში ექვსი ქართველი დამხვდება და ისინი ადაპტირებას გამიადვილებენ. ყოველ შემთხვევაში ისე ნამდვილად არ გამიჭირდება, როგორც ირლანდიაში“ - განაცხადა თედო აბჟანდაძემ.

www.rugby.ge


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:48 | 13.02.2019
buratino (480)

გადასარევი ამბავია და ძალიან გამიხარდა! ნამდვილად იმსახურებს თედო მაღალი დონის გუნდში თამაშს და დარწმუნებული ვარ, პროფესიულ ზრდას მიაღწევს

16:39 | 12.02.2019
krasni (587)

კარგი ამბავია, თედო მაგრად მოუმატებს, თან შეთამაშების პრობლემაც ნაკლები იქნება ნაკრებში.

07:43 | 12.02.2019
გორდა (250)

კარგი ამბავია, გამიხარდა!
იმსახურებდა ეს ბიჭი მაღალი დონის ჩემპიონატს და მგონი პრო დ2 და ქართველებით "დახუნძლული" ბრივი ძალიან კარგი ვარიანტი უნდა იყოს მისთვის.
წარმატებები თედოს და ჩვენს მოთამაშეებს!!

21:13 | 11.02.2019
jora84 (183)

7 ქართველი დახვდება, ირაკლი ცხადაძე ბრივში ითამაშებს მომავალ სეზონში.

19:45 | 11.02.2019
dinamo222 (692)

კარგიაა ერთბაშაგ 7 ქაეთველი 1 გუნდში ასეთი არ მახსოვს რომელიმე გუნდში ასეთი ქართული დესანტი რომ ყოფილიყო ფეხბურთს დაალანიას თუ არ ცავთვლით

17:19 | 11.02.2019
deqstera (86)

ვასკასთან ერთად რო იქნება ეს კიდე ერთი ძალიან დიდი პლიუსია, 9-10 ნომრები რო კარგად უგებენ ბევრს ნიშნავს და ნაკრებში გამოჩნდება, პლიუს გიორგაძე )))

17:15 | 11.02.2019
NIKA..01 (335)

ვაა,ძალიან გამიხარდა..ახლა გაათმაგებულად უნდა მოინდომო ვარჯიშებზეც და თამაშშიც,ოჯახის გარდა გადადე ყველაფერი გვერდზე და იფიქრე მხოლოდ რაგბზე ( ისე ვწერ თითქოს წაიკითხავს ) დიდი პოტენციალი აქვს ამ ბიჭს და იმედია გაამართლებს,ახლა უკვე ყველა პირობა აქვს ამისთვის,მთავარია დაუზარლად და მიზანმიმართულად იშრომოს,ბევრი შრომა და ოფლის ღვრაა წარმატების გასაღები.წარმატებები თედოს !

16:40 | 11.02.2019
თორღვა პანკელი (387)

ძალიანაც კარგი! მშვენიერია!! დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები ბრივს მალე დააბრუნებენ ტოპ 14-ში, მერე კი ერთიანად გაიბრწყინებენ იქ ბრივთან ერთად, ან კიდევ უკეთეს გუნდებში, რაგბი ჩვენი თამაშია!

0.088496