ბორჯღალოსნები

17:59 | 9.02.2019 | ნანახია 2420 - ჯერ

საქართველომ რაგბი ევროპა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2019 წლის გათამაშება წარმატებით დაიწყო. მილტონ ჰეიგის გუნდი კლუჟში, რუმინეთის ნაკრებს ესტუმრა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა რუმინელთა უპირატესობით დაიწყო და ფლორიან ვლაიკუს ორი ზუსტი ჯარიმის შემდგე 6:0 დაწინაურდნენ. „ბორჯღალოსნებმა“ პირველ ტაიმში მხოლოდ ის შეძლეს, რომ თედო აბჟანდაძემ ერთი ჯარიმა გაიტანა და შესვენებაზე მასპინძლები სამქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. „ბორჯღალოსნებმა“ უპირატესობა ორ ლელოში გარდასახეს, რომელთაგანაც ერთი ბექა გორგაძემ შესანიშნავ სტილში დაამიწა, ხოლო მანამდე ტექნიკური ლელო ჩაგვითვალეს. ამას დაემატა აბჟანდაძის ზუსტი ჯარიმა. საპასუხოდ, ვლაიკუმ ერთადერთი ჯარიმა გაიტანა და შედეგად, საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში 18:9 მოიგო.

გარდა ამისა, "ბორჯღალოსნებს" „ანთიმოზ ივერიელის თასი“ გადაეცათ, რომელიც ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში თამაშდება გამარჯვებულის საკუთრება ხდება.

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის გათამაშებაში მომდევნო მატჩს 17 თებერვალს, თბილისში, ესპანეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

რუმინეთი - საქართველო 9:18 (6:3)

ქულები: ვლაიკუ (8, ჯარიმა), ვლაიკუ (27, ჯარიმა) აბჟანდაძე (39, ჯარიმა), ტექნიკური ლელო (გარდასახვა, 46), გორგაძე (ლელო, 65), ვლაიკუ (ჯარიმა 72), აბჟანდაძე (80, ჯარიმა)


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
07:21 | 12.02.2019
გორდა (250)

ვულოცავ ბორჯღალოსნებს და ქომაგებს ამ გამარჯვებას!

18:44 | 09.02.2019
maxo_65 (458)

იქნებ ხმა ამოვიღოთ მსაჯების გამო, ასე არ შეიძლება...რაგბის კავშირო!!!

18:41 | 09.02.2019
maxo_65 (458)

ეს მსაჯობა კიდევ რა გახდა..ნუთუ არ შეიძლება პასუხი მოეთხოვოს..საღინაძემ პირველი ტაიმის ბოლოს ძალიან ცუდად ითამაშა ბოლო პასი რომ არ გაუშვა,უეჭველი ლელო უნდა დაგვედო..

18:37 | 09.02.2019
krasni (587)

ვერც მსაჯმა უშველა რუმინეთს.

18:26 | 09.02.2019
qomagi (248)

სანამდე უნდა გაგრძელდეს მსაჯების მიკერძოებულობა თუ არაპრფესიონალიზმი? მართლაც ხმა არის ამოსაღები, რუმინეთთან გაგბივიდა და იგივე ფიჯისთან და უელსთან თუ ასე აჩუქა ბურთი მსაჯმა მოწინააღმდეგეს, მოგების შანსი არც გვექნება

18:14 | 09.02.2019
alfadhirhaiti (110)

პირველ რიგში, მსაჯის დედას შევც მეტ-ნაკლებად! რაგბის კავშირიიი, ამოიღეთ ხმა, როდემდე ბიჭო?

0.139253