საერთაშორისო

17:30 | 31.01.2019 | ნანახია 2712 - ჯერ

2019 წლის ექვსი ერი სტარტს ხვალ აიღებს

ხვალ ღამით პარიზულ “სტად ფრანსეზე” სტარტს აიღებს ექვსი ერის 2019 წლის გათამაშება, რომლის უმთავრეს ფავორიტად კვლავაც ირლანდიის ნაკრები მოიაზრება.
მითუმეტეს, “სამყურები” უმთავრეს კონკურენტ ინგლისს უკვე პირველივე ტურში შინ დაუხვდებიან და წარმატების შემთხვევაში, მორიგი ტიტულისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ.
აღნიშნული შეხვედრა კვირას, 2 თებერვალს, დუბლინის “ავივა სთედიუმზე” დანიშნული, ხვალ კი, როგორც აღვნიშნეთ, ტურნირის გახსნაა. თბილისის დროთ 24:00 საათიდან საფრანგეთი უელსს დაუხვდება და ეცდება, მოგებით ფავორიტთა მარაქაში გაერიოს.
ცნობისთვის, უმთავრესი ევროპული სანაკრებო ტურნირი 125-ედ იმართება, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი კი ირლანდია გახლავთ, რომელსაც ბოლო ხუთ სეზონში ჩემპიონობა 3-ჯერ უზეიმია.
აქვე ერთი სასიამოვნო სიახლეც. ტურნირის ყველა მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ქართული ტელეკომპანია “მესამე” გეგმავს, თამაშებს კი სარაგბო სამყაროში კარგად ცნობილი ზაალ გიგინეიშვილი გაუძღვება.

ექვსი ერი 2019. განრიგი თბილისის დროით
01/02 24.00 საფრანგეთი – უელსი
02/02 18.15 შოტლანდია – იტალია
02/02 20.45 ირლანდია – ინგლისი

09/02 18.15 შოტლანდია – ირლანდია
09/02 20.45 იტალია – უელსი
10/02 19.00 ინგლისი – საფრანგეთი

23/02 18.15 საფრანგეთი – შოტლანდია
23/02 20.45 უელსი – ინგლისი
24/02 19.00 იტალია – ირლანდია

09/03 18.15 შოტლანდია – უელსი
09/03 20.45 ინგლისი – იტალია
10/03 19.00 ირლანდია – საფრანგეთი

16/03 16.30 იტალია – საფრანგეთი
16/03 18.45 უელსი – ირლანდია
16/03 21.00 ინგლისი – შოტლანდია


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:03 | 01.02.2019
dinamo222 (692)

ახალი ძალიან ამბავი რომ მოხდა ჩვენი 6 ერში შესვლასთან დაკავშირებით მაგაზე რატომ არაფერს არ წერთ ??

22:24 | 02.02.2019
არჩილ სოხუმელი (484)

რა ამბავია? თუ შეგიძლიათ ლინკი მომაწოდოთ?

15:33 | 01.02.2019
პანტელეიმონი (1218)

+1

0.101471