ბორჯღალოსნები

15:10 | 29.01.2019 | ნანახია 3739 - ჯერ

სერჯიო პარისე: “იტალია საქართველოზე ერთი თავით მაღლა დგას”

იტალიის მორაგბეთა ეროვნული გუნდის კაპიტანმა სერჯიო პარისემ საქართველოს ნაკრების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და არც ამჯერად გაუშვა შანსი “ბორჯღალოსნები” დაემცირებინა.
პარისე ჟურნალისტთა წინაშე ექვსი ერის მოახლოებული გათამაშების წინ მოწყობილი ფოტოსესიის შემდეგ წარსდგა, ერთ-ერთი კითხვა კი ქართველ მორაგბეებს ეხებოდათ.
“საქართველო თავის დონეზე მართლაც ძალიან კარგად თამაშობს, თუმცა, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ერთი თავით მაღლა ვდგავართ. ისტორიას პატივისცემით უნდა მოვეპყრათ. იტალია ექვს ერში შემთხვევით არ მიუღიათ. ჩვენ უბრალოდ კი არ გვითქვამს: “გამარჯობა, ჩვენ იტალია ვართ, ტურნირში თამაშის უფლებას ხომ არ მოგვცემდით?”. არა, ჩვენ ეს არაერთი ძლიერი მეტოქის დამარცხებით დავიმსახურეთ”.
შეგახსენებთ, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, იტალიისა და საქართველოს ნაკრებებმა პირველად შარშან ფლორენციაში ითამაშეს და მაშინ “აძურიმ” 28:17 იმარჯვა.


კომენტარები (22)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:07 | 31.01.2019
გუგა80 (177)

ვეთანხმები 100%-ით მათ ვინც დიდწილად (ან თუნდაც თანაბრად) სხვა ფაქტორებთან ერთად ფედერაციის ბრალეულობას ხედავს.
ვეთანხმები:
* ეს იყო ათწლეულის თამაში;
* ეს არ იყო უბრალოდ პირველი დონის გუნდთან მორიგი ტესტი;
* მიდგომა იყო საპირისპირო ვიდრე ზემოთა ნათქვამი;
არ ვეთანხმები:
* "როგორც ჩვენ გვინდა ეგრე არაა", თუ მოინდომებ დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოვა. კარგი მომლაპარაკებელია საჭირო. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს ფედერაციაში არ არის კარგი მომლაპარაკებელი. თუ ვცდები, მაშინ გამოაქვეყნონ დეტალურად, ვინ, როგორ, როდის, ვისთან და რამდენი ძალისხმევა დახარჯა, რა საკითხებზე? და თუ გამოჩნდა რომ ვცდები ბოდიშსაც მოვიხდი.
და ბოლოს, მივმართავ მეგობრებს ქვემოთ ვისი არგუმენტიცაა, რომ თუ იტალიას მოვთხოვდით "იმას და ამას" უარს გვეტყოდნენ თამაშზე.
და შედეგი რა მივიღეთ მეგობარო??? შედეგი?
ამ შედეგს არ ჯობდა, რომ ისევ უარი ეთქვათ, როგორც ამას ბოლო 10 წელია ამბობდენ???
როგორც მინიმუმ სალაპარაკო ხომ მაინც აღარ ექნებოდათ იმის რასაც ლაპარაკობენ?


მეგობრებს ვინც აპელირებენ იმაზე, რომ

13:23 | 31.01.2019
NIKA..01 (335)

არანაირად არ ჯობდა...ქვემოთაც დავწერე,გვეთამაშონ ყოველ წელს და როცა მათ ენდომებათ იმ დროს ვეთამაშებით.იტალიელები რას ლაპარაკობენ მაგით არ წყდება ჩვენთან რაგბის განვითარების ბედი.რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია რაც შეიძლება მეტი თამაში 1 დონის გუნდებთან.ვაბშე მკიდია იტალიელები რას ამბობენ,ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.სხვათაშორის სულაც არ იყო გადამწყვეტი თამაში 6 ერში ჩვენი მიღება არმიღების გადაწყვეტის კუთხით,იყო პრინციპული მატჩი ემოციურ დონეზე და არა პრაქტიკული შედეგის მიღების კუთხით.ასე ვთქვათ "სალაპარაკო" ვის მიეცემოდა ჩვენ თუ იტალიელებს ეგ წყდებოდა.სხვა მხრივ თუ არ ვცდები ჯერ კიდე 2017 წელს გაზაფხულზე თუ ზაფხულის 1 თვეს დამტკიცდა 6 ერის განრიგი 2019 წლის ჩათვლით,ასე რომ სულაც არ ფიქრობდნენ 6 ერის ბოსები,თუ საქართველო მოუგებს რომელიმე 1 დონის გუნდს მივიღოთ 6 ერშიო.ბევრჯერ დამიწერია,წელიწადში 4-5 მატჩი გვქონდეს 1 დონის გუნდებთან და ტ...ში გაიკეთონ 6 ერი (ჯერჯერობით რა თქმა უნდა ) მთავარი ამ ეტაპზე ჩვენი რაგბის განვითარების გაგრძელებისთვის არის ფინანსების მოზიდვა,ბავშვთა რაგბის და ინფრასტრუქტურის განვითარება,საკლუბო რაგბის განვითარება(სტაბილური დაფინანსების საშუალების მოძიება) და ერთ-ერთ მთავარ მიზნად მე მესახება ფრანჩიზის შექმნა,რაც ძალიან წაგვადგება,რომ ჩვენმა მორაგბეებმა,რომლებიც დიდ 10-ში თამაშობენ საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ.აი ესაა მთავარი და არა ის პარისე რას იტყვის ინტერვიუში.

00:04 | 31.01.2019
არჩილ სოხუმელი (484)

ადრე იტალიას ვგულვშემატკივრობდი 6 ერზე, მინდოდა ინტრიგა ქონოდა თამაშებს და დაემარცხებინა 6 ერის სხვა ნაკრები. მას შემდეგ რაც საქართველოს მიმართ გამოხატეს უარყოფითი დამოკიდებულება აწი სულ იტალიის წინააღმდეგ ვიგულშემატკივრებ, თანაც ისე მინდა დამარცხდნენ რასაც განადგურება ჰქვია რაგბიში. ერთადერთი მაშინ ვიქნები იტალიის მხარეზე, თუ რუსეთის ნაკრებს შეხვდებიან. ველოდები, რომ ამ 6 ერის გათამაშებაზე ხის კოვზს ვერავინ ვერ შეეცილებიან, მაგრამ მე მინდა, რომ დიდი ანგარიშებით წააგონ ყველა თამაში.

23:48 | 30.01.2019
არჩილ სოხუმელი (484)

2015 წლის მსოფლიო თასზე ან მერე, რომ შევხვედროდით იტალიელებს მგონია დავამარცხებდით.

23:38 | 30.01.2019
არჩილ სოხუმელი (484)

იტალიელები ალბად ელოდნენ როდის წავიდოდა ნაკრებიდან გორგოძე. ჩემი აზრით იტალიელებივით უძლიერეს ნაკრებთან თამაშის საშუალება, რომ გვქონოდა დღეს იტალიებზე მაღლა ვიქნებოდით თამაშის ხარისხით. უფრო ძლიერი ნაკრები, რომ გავხდეთ და 6 ერის დონეზე რეალურად ვიყოთ, ამისთვის საჭიროა ძლიერი ეკონომიკა და დემოგრაფიული სიტუაციაც გამოსასწორებელია. რაც შეეხება პარისეს მას არ უთქვამს, რომ იტალია საქართველოზე ერთი თავით მაღლა დგას, მან უფრო იმის თქმა უნდოდa, რომ იტალიელებმა დაიმსახურეს ადგილი 6 ერში და მათ არა ერთი ძლიერი გუნდი ყავთ დამარცხებული (რომელი გუნდები ყავდა მხედველობაში არ ვიცი, მგონი შოტლანდიელები ყავთ დამარცხებული). იტალიის გამოსვლას სტაბილურად თვლის, როგორც მიაჩნია 6 ერის გუნდებს ტოლსწორად ეთამაშებიან. თანაც ვაღიაროთ, რომ დღეისათვის გვჯობია იტალიის ნაკრები. იტალია და საქართველო, რომ ერთმანეთს შეხვდნენ 10 თამაშიდან მგონი 1 ან 2 თამაში იქნება ჩვენი. არ ვიცი როგორ იქნება მომავალში, ახლა კი ძირითადი მოთამაშეების ჩანაცვლება ძაან გვიჭირს. ტრავმირებულების არ ყოლა ძაან ეტყობა საქართველოს გუნდს. rugger.info ამ სტატია სათაურად ქონდა - პარისე რაღაც-რაღაცეებისა და საქართველოს შესახებ. ასეთი შედარება, რომ ერთი თავით მაღლა დგანან იტალიელები მხოლოდ ქართულ საიტებზე დაიწერა.

16:30 | 30.01.2019
krasni (587)

მაგენის ადგილზე, საქართველო გაცილებით ანგარიშგასაწევი გუნდი იქნებოდა. სადაც ჩვენ ვასპარეზობთ და რა ტესტებიც გვაქვს, კიდევ ძალიან მაგრები ვართ. საფრანგეთში ჩვენი ლეგიონერები, U20-ი და ქვეყნის პირველობაა ბორჯღალოსნების რიგების მასაზრდოებელი. რა გახდა ერთი გუნდის ფრანჩიზი.

15:28 | 30.01.2019
ოვალური კორბენი (276)

აი სწორედ ამიტომ არ უნდა წააგო ის თამაში, რომელსაც წლობით ელოდები. ელიტარულ რაგბში ისეთი სისტემაა შექმნილი, რომ შანსები იშვიათად მოგეცემა. ამიტომ საკუთარ თავს უნდა გადაახტე, 200 პროცენტით დაიხარჯო, თითის შეყოფის უფლება თუ მოგცეს, შენ იდაყვამდე უნდა სთხარო
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ფლორენციაში არ გამოგვივიდა. ჯერ სამი თვეც არ გასულა და ნათლად გვახსოვს ყველაფერი - საკმაოდ "მორცხვად" და უნდილად ჩავითამაშეთ ათწლეულის ტესტი. არადა, შემდეგ ორ მატჩშიც გამოჩნდა, რომ მომზადება არ გვაკლდა.
ან უბრალოდ იტალია იყო ძლიერი და მაშინ პარისეც მართალია, რასაც ყბედობს.

13:51 | 30.01.2019
qomagi (248)

მართლაც ცუდად იყო დაგეგმილი, პირველივე თამაში იტალიასთან, მაგრამ ალბათ სხვა შანსი არ იყო, ან პირველივე თამაში ან საერთოდ უთამაშებლობა. თუ მართლა ასე იყო, კიდევ რაღაც გამართლება აქვს. მაგრამ ჩვენ ჩვენი თამაშებით და შედეგებით უნდა გავცეთ მაკარონებს პასუხი, პარისეს დონეზე ხომ არ დავეშვებით, ბაღის ტურფასავით რომ მოუღია პირი და დედაკაცივით ჭორიკნობს. ხერხემალით მუხლზე რომ გადავიმტვრევთ მაგათ ან მათთან შეხვედრამდე რომ 1-2 დიდ სენსაციას გამოვაცხობთ, ეს იქნება საკადრისი პასუხი, მუხლის ამორტყმა წელს ქვემოთ მიდამოებში.

13:14 | 30.01.2019
ilarioni (138)

აქ მთავარი არ არის რომელ თამაშს ჩავატარებდით მათთან. მთავარია ჩვენი თამაშის სტილი. მიმაჩნია, რომ დღემდე შებოჭილად ვთამაშობთ ექვსი ერის გუნდებთან. უნდა გავიხსნათ და გვაქხსოვდეს, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. თუნცად მეორე ტაიმში როგორც ვითამაშეთ ისე რომ გვეთამაშა პირველშიც, შედეგი სხვა იქნებოდა. აქ გამოჩნდა, რომ შეგვძლებია, მაგრამ საჭიროა ბოლომდე ვირწმუნოთ და თავდაჯერებულები ვიყოთ ჩვენ შესაძლებლობებში და შედეგიც არ დააყოვნებს. ერთ რამეში სწორია პარიზე და არა მარტო, საქმე ლაპარაკის ნაცვლად. დავამარცხოთ ეს გუნდები და მერე უფრო მეტი საფუძველი გვექნება ექვს ერში თამაშის. არგენტინა,რომ ავიღოთ, არც ერთ ტურნირში არ თამაშობდა და მსოფლიოზე მესამეზე გავიდა. ამიტომ ამდენ ლაპარაკს სჯობს მსგავსი თამაშებიდან (რაც დრო და დრო მატულობს, წელს მაგ. ორი ტესტი გვაქვს სკოტებთან) რეალურად ვისწავლოთ რამე. მსგავს თამაშებზე უნდა გახვიდე, რომ მაქსიმალურად სცადო ყველაფერი და მოსინჯო მათთან შენი შესაძლებლობები, გაიგო რეალურად სად ხარ და გამოასწორო ნაკლოვანებები და არა გახვიდე იმ განწყობით, რომ მოიგო ნებისმიერ ფასად. მე თუნდაც მსგავსი მოგება გრძელვადიან პერსპექტივაში არაფრისმომტანად მიმაჩნია, თუ მოიგებ უნდა მოიგო ისე, რომ მეტოქეს რეალურად აჯობო რიგ ძირითად კომპონენტებში. ეს არის სწორი განვითარება და მოგებები თავისთავად მოვა. თუ არ მივეჩვიეთ ასე თამაშს, სწორი რაგბის თამაშს ვერასდროს ვისწავლით.

05:15 | 30.01.2019
გზავნილი (81)

მეტის ღირსი ვართ, უარესი დავიმსახხურეთ!!!
ეს საიტიც და სპორტალიც რაგბის კავშირისთვის "მცრელის დამხმარის" პოსტზე მუშაობენ... ბუზს არ უფრრენენ სვანიძეს!
4 დღის უკან მივწერე ფედერაციას: "გამარჯობა, საინტერესოა რატომ არ აკეთებთ განცხადებას ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატიდან საფრანგეთის გასვლასთან დაკავშირებით? სადამდე უნდა გაგრძელდეს თქვენი უმოქმედობა?! არ დაიწყოთ ახლა 6 ერის კომერციულობის მომიზეზება... რა კომერციული დატვირთვა აქვს მას 18 და 20 წლამდელების ასაკში. როდემდე უნდა გააგრძელოთ ასე უმოქმედობა და რატომ გგონიათ რომ თუ ყოველდღე არ აუტალახებთ კარს 6 ერის მამებს კეთილ ნებას თვითონ არასდროს გამოხატავენ... რატომ არ შეგიძლიათ საინფორმაციო ომი გამოუცხადოთ მათ თუნდაც სოციალურ ქსელებში? განა რა დაჯდება რამდენიმე ლობისტი ბრიტანელი ჟურნალისტის დაქირვება რომელიც ჩვენ გასაჭირს მიიტანს 6 ერის გულშემატკივრამდე, მით უმეტეს რომ მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები საკმაოდ იზრდება? იმას ვერ ხვდებით რომ რაც დრო გადის 6 ერისგან იზოლაცია იზრდება? რა იქნება შემდეგი ნაბიჯი მათი მხრიდან? სადამდე უნდა გააგრძელოთ ასე??? - როგორ გგონიათ რა მიპასუხეს? - არაფერი!
... კიდია სვანიძეს ქართული რაგბი! ქოცების მოთრეული ტიპიური ქოცია თვითონაც - ასე გონია რომ მათ გასაკეთებელს ვინმე გააკეთებს, თავისით მიგვიღებენ 6 ერში... ბოლოს როდის იყო ბრიტანეთში, ან რა გააკეთა? რა იღონა იმისთვის რომ თუნდაც ფრანგები არ წასულიყვნენ ? ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ 20 წლამდელთა წლევანდელ ჩემპიონატში უდიდესი ზეწოლა იქნება ჩვენზე რომ ელიტიდან გაგვაგდონ. ყველას ყელში ამოუვიდა დინებაზე მიშვებული ქართული რაგბი. უცხოურ წერილებზე პოზიტიურ პოსტებს ნაკლებად ნახავთ აღარაა საქართველო საინტერესო.
თქვენ კი პატივცემულო რედაქციავ, დამბლოკეთ, ვითომ ყველაზე ბილწი მე ვიყავი აქ

21:06 | 30.01.2019
NIKA..01 (335)

მასეთი წერილი თუ მიწერე სწორი უქნიათ,რომ არ გიპასუხეს )) რა შუაშია კავშირი საფრანგეთის U18-ის ევროპის ჩემპიდან გასვლასთან?ან ამ ჩემპთან 6 ერის კომერციულობის საკითხი რა კავშირშია?თან საკუთარ მოსაზრებას ეწინააღმდეგები და რატომ: მოსაზრება 1)განა რა დაჯდება რამდენიმე ლობისტი ბრიტანელი ჟურნალისტის დაქირვება რომელიც ჩვენ გასაჭირს მიიტანს 6 ერის გულშემატკივრამდე, მით უმეტეს რომ მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები საკმაოდ იზრდება?; მოსაზრება 2:ყველას ყელში ამოუვიდა დინებაზე მიშვებული ქართული რაგბი. უცხოურ წერილებზე პოზიტიურ პოსტებს ნაკლებად ნახავთ აღარაა საქართველო საინტერესო.
უცხოელ გულშემატკივრებში ჩვენი მხარდაჭერა იზრდება და ამავდროულად საინტერესო აღარ ვართ?
ფრანგებამდე წავიდნენ იტალია,ირლანდია,შოტლანდია და როგორ წარმოგიდგენია რანაირად უნდა შევუშალოთ ამაში ხელი?ან თუნდაც მსოფლიო რაგბმა,როგორ უნდა აიძულოს ტურნირში მონაწილეობა? პოლიტიკას,რომ ვრევთ მიუხედავად იმისა არის თუ არა პოლიტიკის ადგილი ეგ ცალკე თემაა.ფედერაციას მოვთხოვოთ სპონსორების მოძიება,კლუბებისთვის ხელის შეწყობა კომპეტენციის ფარგლებში,ბორჯღალოსნების და ასაკობრივი ნაკრებების საჭიროებათა უზრუნველყოფა,ძალიან კარგი იქნება ფრანჩიზის ჩამოყალიბება და რომელიმე ტურნირში ჩართვა და ამის გაკეთებისკენ მოვუწოდოთ კავშირს.საფრანგეთი სად ითამაშებს და სად არა მაგას კავშირი ვერანაირად გადაწყვეტს.

01:18 | 30.01.2019
dominici99 (94)

11 ქულით მოგება რამდენად ნიშნავს ერთი თავით მაღლა დგომას? აქ პარისეში არაა საქმე, მთლიანად ე.წ. პირველი ეშელონი ასე გვიყურებს და სულ ასე იქნება, სანამ არ მოვუგებთ. სანამ პირველ მოგებას არ გამოვაცხობთ პირველი ეშელონის გუნდებთან და მერე უკვე მოგებას არ დავიწყებთ რეგულარულად. თამაშის არასწორად დაგეგმვაში ვერ დაგეთანხმებით. კაცმა არ იცის ვინ როგორ ფორმაში იქნება და შეთავაზებაზე უარის თქმა არ შეიძლება. დიდი ამბავი! რა მოხდა რომ? არაა ეს ტრაგედია. მე მჯერა, რომ პოტენციაში ვჯობივართ იტალიას და 2-3 წელიწადში ამას დავამტკიცებთ კიდეც, როდესაც ახალი თაობა მოიკიდებს ფეხს. ასეთი თამაშები გვჭირდება. რაც შეიძლება მეტი. სულ რომ გავნადგურდეთ, არა უშავს, სხვანაირად წინ ვერ წავალთ. ისე რა გიკვირთ? უსამართლობა? ჩვენზე ამბობს ვჯობივართო და კაი, ჯანდაბას! ფიჯი და სამოა მეორე დონის გუნდებია და იტალია პირველი? იმათ რაღა თქვან? რამდენჯერაა იტალია მსოფლიოზე მეოთხედფინალში ნამყოფი? 0! განსხვავებით ფიჯისა და სამოასგან, რომლებიც 2-2 ჯერ იყვნენ იქ.

20:40 | 29.01.2019
dinamo222 (692)

ისე შენი დედაააც @ გვყოლოდა ერთი თქწვენსავით ყველა ძირითადი და თუნდაც ნეიტრალურ მინდორზე შევხვედროდით მერე ნახავდით თქვენი დეების მოკუპრვას @@

20:13 | 29.01.2019
NIKA..01 (335)

აგვისტო/სექტემბერში შოტლანდიასთან გვაქვს ტესტი დაგეგმილი და ვინმემ იცის რა ფორმაში და რა შემადგენლობით ვიქნებით იმ დროს?

23:04 | 29.01.2019
federer (17) (469)

მეც ვერ ვხედავ ფედერაციის ბრალეულობას, რადგანაც წარმოუდგენელია იმის განსაზღვრა თუ როდის ვინ მიიღებს ტრავმას და როდის შეკრავ უკეთეს გუნდს, ფაქტი ერთია რომ იღბალი არ იYო ჩვენს მხარეს და ვერ შევხვდით ოპტიმალური ფორმით ამ თამაშს და ამის გამო ყურების ჩამოყრა არ ღირს და პირიქით ასეთი თამაშებით უნდა გავიზარდოთ.

22:26 | 29.01.2019
jora84 (183)

აბა შენ ეგ თქვი, თან მანამდე რუსეთს ეთამაშებიან. მსოფლიომდე ამდენი თამაში გაგონილა? ძირს კავშირი

00:30 | 30.01.2019
NIKA..01 (335)

ძალიან მაგარია მსოფლიომდე შოტლანდიასთან ტესტების გამართვა.მითუმეტეს თუ მაგ მატჩებში წარმატებით ვითამაშეთ თავდაჯერება და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამაღლდება გუნდში,რაც მსოფლიოზე წაგვეხმარება

19:57 | 29.01.2019
თორღვა პანკელი (387)

მეც ჩვენი ფედერაციის უთაობას ვაბრალებ ამას რომ ენა აქვს წაგდებული! იტალიელებმა როგორც კი ისეთი მომენტი დაიგულეს რომ ყველაფერი თავიანთ სასარგებლოდ იყო, არც დააყოვნეს, იმ წუთში გამოგვიწვიეს, რას გავდა საერთოდ ჩვენი შემადგენლობა, ხომ უნდა დაფიქრდე და აწონდაწონო ყველაფერი ასეთ მნიშვნელოვან თამაშზე რომ თანხმდები.

20:10 | 29.01.2019
NIKA..01 (335)

არ გაქვს ინფორმაცია,როგორ ხდება დაგეგმვა ტესტ-მატჩების.ეგ თამაში 1 წლით ადრე დაიგეგმა და შემადგენლობის,თუ მოთამაშეთა ფორმის განსაზღვრა შეუძლებელი იქნებოდა.ფედერაცია რა შუაშია?ასე კი არაა,როცა ჩვენ გაგვისწორდება მაშინ გვეთამაშებიან უმაღლესი დონის გუნდები.წელიწადში 1-2 შეხვედრის დაგეგმვაზეც კი რამდენი დრო და მუშაობა გახდა საჭირო და ახლა კიდე დაგეგმილი შეხვედრის დროსა და რიგითობაზე,რომ დავუწყოთ კამათი მოხდება ის,რომ აღარ დაგთანხმდება ტესტ-მატჩზე ის გუნდი.იტალიას ნამდვილად არ უჭირს ტესტებისთვის სასურველი მეტოქეების დათანხმება ჩვენგან განსხვავებით.ტესტ-მატჩები მინიმუმ 1 წლით ადრე უკვე გაწერილია,ხოლმე და შეთანხმების დროს ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე,პრეტენზიები რომ წავუყენოთ ასეთ დეტალებზე 1 დონის გუნდებს მარტივად გვეტყვიან "არა"-ს )),მოგვიწევს შემდეგ ისევ კანადა/ამერიკასთან თამაში

14:24 | 30.01.2019
თორღვა პანკელი (387)

რა შუაშია რა ინფორმაცია მაქვს და როგორ ვარ ინფორმირებული ჯიგარო, გულშემატკივარი ვარ და ლოგიკური თვალით ვუყურებ, კარგად დავინახე რაც მოხდა და აქედან გამომდინარე ვაფასებ მოვლენებს, მე პირადად სულაც არ ვთვლი უტოპიად, თუნდაც ერთი წლით ადრე რაღაც რაღაცეები წინასწარ განსაძღვრო, ფაქტია რაღაც მხრივ ძალიან მოხერხებულად თუ ეშმაკურად, ეს ყველაფერი იტალიელებმა ძალიან პროფესიონალურად შეგვისრულეს, სათვალავი ამერია იმდენჯერ ვეხვეწეთ იტალიას წლების განმავლობაში, მაგრამ ყოველთვის უარით გვისტუმრებდნენ, არც ვამტყუნებ, ლოგიკურად აფასებდნენ ძალებს და იმის მიხედვით გვეუბნებოდნენ ცივ უარს, ჩვენც მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვყოფილიყავით და უნდა წაგვეკითხა ეს სიტუაცია, რაც ვერ ან არ გავაკეთეთ. პანიკაში ჩავარდნას ახლა აზრი არააქვს, წავაგეთ და წავაგეთ! მაგრამ მომავალში ამ მწარე გაკვეთილიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, პირველ რიგში სწორედ ფედერაციამ.

20:50 | 30.01.2019
NIKA..01 (335)

ჩვენს ნება სურვილზე ძალიან ცოტა რამაა დამოკიდებული.ეგ თამაში დაახლოებით იმ პერიოდში დაიგეგმა,როდესაც უელსთან ვითამაშეთ 13-6 და სულ ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებამდე.რაც მოხდა იმის მიზეზი მატჩის დაგეგმვაში ნამდვილად არაა,ნეტა მრავალი მსგავსი მატჩი გვქონდეს წლის განმავლობაში და რა დროსაც უნდათ იმ დროს ვითამაშოთ ყველა სიამოვნებით დავთანხმდებით.არ ვართ იმ პოზიციაში,რომ მსოფლიო რაგბს და ბობოლებს პირობები ვუკარნახოთ

21:46 | 29.01.2019
miriani (151)

იტალია ძმაკაც არაა უბრალო საპერნიკი, ეგ პრინციპული თამაში იყო და თუ შენ ამბობ რო 1 წლით ადრე იგეგმება ეგეთი მატჩები , მაშინ ჩვენებს არ ქონდა დანარჩენი 2 თამაში დაგეგმილი წინასწარ? და ყველაფერზე დათანხმება ასეთ ნაბო.. ბთან პრინციპულ თამაშში სწორია???
მე ვთვლი რო ეს წაგება სწორედაც რო ფედერაციის კისერზეა!

00:25 | 30.01.2019
NIKA..01 (335)

ასეთ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ აღარ შემდგარიყო მატჩი(რა თქმა უნდა ვარაუდია,მარა ისიც ვარაუდია,რომ შეეძლო კავშირს მატჩების რიგითობის არჩევა)

19:27 | 29.01.2019
NIKA..01 (335)

თუმცა მიუხედავად ამისა,რეალურად ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე მათთან შედარებით მეტი პროგრესი არაფერს ნიშნავს,თუ არ მივაშველეთ და არ განვავითარეთ სწორედ ის შესაძლებლობები,რაშიც მათ აქვთ დიდი უპირატესობა.გაცილებით მეტი დაფინანსებაა საჭირო რაგბში,იქნება ეს სანაკრებო,საბავშვო,საკლუბო,ინფრასტრუქტურული თუ სხვა.აბსოლიტურად ყველა სფეროშია საჭირო ფინანსების მოზიდვა.გასაგებია,რომ ჩვენი ეკონომიკური დონიდან გამომდინარე,ეს ძალიან რთულად სესასრულებელია,მაგრამ ამის გარეშე 1 დონის გუნდებთან გათანაბრება ძალიან გაგვიჭირდება(თითქმის შეუძლებელიც კი იქნება).შესაძლოა რაღაც მომენტში ისეთი თაობა მოვიდეს,რომ სანაკრებო დონეზე რომელიმე ტიერ 1 გუნდზე ძლიერიც ვიყოთ,შესაძლოა უმაღლეს დონესაც მივაღწიოთ და წამყვან ქვეყნებს გავუთანაბრდეთ მთავარი ნაკრების სათამაშო დონით,მარა რომც მივაღწიოთ უმაღლეს დონეს,შემდეგ შესაბამისი ხელშეწყობის გარეშე ხანგრძლივი დროით უმაღლეს დონეს ვერ შევინარჩუნებთ.ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი არა მიმდინარე ან შემდეგ წელს სანაკრებო დონეზე,რომელიმე გრანდის დამარცხება უნდა იყოს,არამედ სწორედ რაგბის საერთო დონის ამაღლების და შენარჩუნებისთვის საჭირო საშუალებების განვითარება.სტაბილური და სტაბილურად მზარდი დაფინანსება ყველა ეტაპზე,ინფრასტრუქტურის განვიტარება,მწვრთნელთა განათლების ამაღლება,სამედიცინო ცენტრი და ა.შ. უამრავი რამაა საჭირო,რომ მივაღწიოთ მდგრად,სტაბილურ განვიტარებას და პროგრესს.მხოლოდ ერთი მიმართულების განვითარება ვერ უზრუნველყოფს მაღალი დონის მიღწევას და მითუმეტეს შენარჩუნებას მიღწეული დონის.

18:58 | 29.01.2019
NIKA..01 (335)

თუმცა მიუხედავად ამისა,რეალურად ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე მათთან შედარებით მეტი პროგრესი არაფერს ნიშნავს,თუ არ მივაშველეთ და არ განვავითარეთ სწორედ ის შესაძლებლობები,რაშიც მათ აქვთ დიდი უპირატესობა.გაცილებით მეტი დაფინანსებაა საჭირო რაგბში,იქნება ეს სანაკრებო,საბავშვო,საკლუბო,ინფრასტრუქტურული თუ სხვა.აბსოლიტურად ყველა სფეროშია საჭირო ფინანსების მოზიდვა.გასაგებია,რომ ჩვენი ეკონომიკური დონიდან გამომდინარე,ეს ძალიან რთულად სესასრულებელია,მაგრამ ამის გარეშე 1 დონის გუნდებთან გათანაბრება ძალიან გაგვიჭირდება(თითქმის შეუძლებელიც კი იქნება).შესაძლოა რაღაც მომენტში ისეთი თაობა მოვიდეს,რომ სანაკრებო დონეზე რომელიმე ტიერ 1 გუნდზე ძლიერიც ვიყოთ,შესაძლოა უმაღლეს დონესაც მივაღწიოთ და წამყვან ქვეყნებს გავუთანაბრდეთ მთავარი ნაკრების სათამაშო დონით,მარა რომც მივაღწიოთ უმაღლეს დონეს,შემდეგ შესაბამისი ხელშეწყობის გარეშე ხანგრძლივი დროით უმაღლეს დონეს ვერ შევინარჩუნებთ.ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი არა მიმდინარე ან შემდეგ წელს სანაკრებო დონეზე,რომელიმე გრანდის დამარცხება უნდა იყოს,არამედ სწორედ რაგბის საერთო დონის ამაღლების და შენარჩუნებისთვის საჭირო საშუალებების განვითარება.სტაბილური და სტაბილურად მზარდი დაფინანსება ყველა ეტაპზე,ინფრასტრუქტურის განვიტარება,მწვრთნელთა განათლების ამაღლება,სამედიცინო ცენტრი და ა.შ. უამრავი რამაა საჭირო,რომ მივაღწიოთ მდგრად,სტაბილურ განვიტარებას და პროგრესს.მხოლოდ ერთი მიმართულების განვითარება ვერ უზრუნველყოფს მაღალი დონის მიღწევას და მითუმეტეს შენარჩუნებას მიღწეული დონის.

18:42 | 29.01.2019
NIKA..01 (335)

საერთო დონით უნდა ვაღიარო,რომ ჩვენზე მაღლა დგას იტალია,თუმცა თუ გავითვალისწინებთ რამდენად მეტი თამაშის ჩატარების შესაძლებლობა აქვთ(და ქონდათ 6 ერში მიღებამდეც) 1 დონის გუნდებთან,რამდენად დიდი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ,როგორც კონკრეტულად რაგბში ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის კუთხით,რამდენად მეტი შესაძლებლობა აქვთ მათ საკლუბო დონეზე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის,თუ შემდეგ ამ ყველაფერს შევაფარდებთ მათ მიერვე დადებულ შედეგებთან და გამოვიყვანთ "შესაძლებლობა/შედეგის" ინდექსს და შევადარებთ ჩვენ შემთხვევაში იგივენაირად გამოყვანილ ინდექსთან დარწმუნებული ვარ დიდ სხვაობას მივიღებთ ჩვენ სასარგებლოდ.

18:16 | 29.01.2019
federer (17) (469)

მამუკასთან მაქვს ერთი თხოვნა როდესაც შეხვდება პარისეს გაწყვიტოს ხერხემალში ეს სპაგეტისჭამია და ცოტა გონზე მოიყვანოს. არ არის კორექტული ამხელა დონის სპორცმენისგან ის კომენტარები რასაც აკეთებს პარისე.
როგორც მორაგბეს უდიდეს პატივს ვცემ პარისეს და ვფიქრობ რომ ერთერთი უძლიერესია თავის პოზიციაზე და ხერარდ პიკესავით ენის ტლიკინი არ შეეფერება მორაგბეს, აქ მეტი ვაჟკაცობაა საჭირო.

20:43 | 29.01.2019
dinamo222 (692)

მართალი ხარ ეს ნაბ..რი პარისე სულ ასე ტრაბახობს და ჩვენზე იდიოტობებს ბაზრობს @ ღირსია მართლა წელში გადამტვრევის @

18:15 | 29.01.2019
test (124)

rugger.info დან თუა გადაკატავებული, დიდი ალბათობით საფანტია ))))

18:26 | 29.01.2019
test (124)

ევასებათ მაგათ გაბერვა და ინტრიგნობა.. ვობშემ ბევრ რამეს კადრულობენ

18:01 | 29.01.2019
buratino (480)

სათაურზე მეც მაგრად გავბრაზდი მაგრამ როცა სტატია წავიკითხე, ჩემს თავს ვკითხე:
"იმ ერთი ფრაზის გარდა, რამე თქვა ამ კაცმა ტყუილი?"
უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ამ ჩვენი რაგბის კავშირის მესვეურთა გადამკიდე გავხდით ასეთი სალაღობო - უშნო დროს შერჩეული (და თანაც პირველივე) ტესტ-მატჩს რომ დათანხმდნენ, თანაც მაშინ როდესაც იტალიის ნაკრებს აღმასვლის პერიოდი ჰქონდა, ჩვენ კი დროებითი ჩავარდნა!
შემდგომ, ამას დაემატა მოთამაშეთა წამყვანი ნაწილის ტრავმები და ამ მაკარონნიკებსაც (პრესას და ყველა დანარჩენს ვგულისხმობ) მიეცათ დიდგულობის საფუძველი. არადა, ჩვენ რომ ამათნაირი სიხშირით ვთამაშობდეთ 1-ლი დონის წამყვან ნაკრებებთან, ახლა გაცილებით წინ ვიქნებოდით. იმისიც მტკიცედ მჯერა, რომ საკუთარ სარბიელზე იტალიელებივით არ გავფარჩაკდებოდით და დროდადრო 1-2 სენსაციას ჩვენც მოვახდენდით. მოკლედ, ამ ინტრიგანებთან დაპირისპირება არ გამოგვადგება, ისევ სჯობს წინ ვიაროთ და ჩვენი საქმით გავცეთ მათ პასუხი მომავალში!

18:04 | 29.01.2019
buratino (480)

ისე კი, მე მაგ თამაშს ცოცხლად ვუყურებდი და შემიძლია ვთქვა, რომ აშკარად ვაჯობეთ 2-ე ტაიმის შუიდან (მაგრად დავღალეთ) და ბოძებული შანსებიდან ერთი მაინც რომ გამოგვეყენებინა,
ბოლო წუთებში არავინ იცის რა მოხდებოდა

15:25 | 29.01.2019
miriani (151)

მეტი შენი დდშვცი მე... ერთი მესამე თამაში გვქონოდა ამათთან შემოდგომის ტესტებზე და რასაც მოიგებდენ მაგასაც ვნახავდი... მარა მაგ საქმეში ფედერაციამაც რო წაიქინძა კარგა ბარაქიანად ხო იასნია, ყველაფერზე რო ამ მაკარონიჭამიების დაკრულზე რო წავიდნენ

16:08 | 29.01.2019
sport..»farther more rugby (86)

++*.

15:35 | 29.01.2019
federer (17) (469)

იტალიასთან თამაშის მეორე ტაიმიდან მოყოლებული, მაგრად მოუმატა ჩვენმა ნაკრებმა და ბოლოს მართლა ისეთ ფორმაში შევიდა გუნდი მაგის მერე იტალიასთან რო გვეთამაშა დარწმუნებული ვარ გადავუვლიდით.

15:16 | 29.01.2019
erovnuli-nakrebi (224)

ჩვენზე ძლიერია, მაგრამ რომელი ძლიერი გუნდები ყავთ ამათ დამარცხებული 6 ერში მიღებამდე?

15:29 | 29.01.2019
federer (17) (469)

ახლა ხო რას ამბობ სტაბილურად ამარცხებენ 6 ერის გუნდებს და განსაკუთრებით სამხრეთელებს. რამდენჯერ აქვთ იმ კოვზით ფეკალიები ნაჭამი, რაც გადაეცემათ ხოლმე სტაბილურად

15:15 | 29.01.2019
federer (17) (469)

იტალია რომ ჩვენზე უკეთესი გუნდია ამაზე საუბარი ზედმეტია,, რადგანაც წელიწადშუ 10 თამაშს მაინც თამაშობს უმაღლესი დონის გუნდებთან და ჩვენ ერთელ მოგვიგდებენ ხოლმე ძლიერ გუნდს და ეგაა. თუმცა ოკეანეთის გუნდებს მაინც რომ ვეთამაშებით ეს მაინც კარგია.
რაც შეეხება ერთი თავით მაღლა ყოფნას აქ ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რადგანაც ჩვენი ნაკრებისთვის ტველაზე ცუდ მომენტში მოგვიწია იტალიასთან ჯახი, ფიჯისთან და იაპონიასთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ და მაინც ვერ დაგვჩაგრეს ისე რიმ ერთი თავით მაგრები ვართო რომ ეთქვათ.

16:06 | 29.01.2019
sport..»farther more rugby (86)

+.. მაქ მე საქართველოს რაგბის კავშირს და იმ მესვეურებს ვაბრალი, ვისაც ამ თამაშების განსაზღვრა და შედგენა ევალებოდა,. რა გააკეთეს : ყველაზე ცუდ მომენტში მოგვიწია მათთან დაპირისპირება! და ეს ერთი თავით მაღლა ვართო რომ ამბობს - მტკნარი ტყუილია.

0.10639