ლეგიონერები

21:46 | 14.01.2019 | ნანახია 1649 - ჯერ

ჟვანიამ “ვოსპსთან” კონტრაქტი გააგრძელა

ქართველმა მორაგბე ზურაბ ჟვანიამ ინგლისურ “ვოსპსთან” კონტრაქტი 2020 წლამდე გააგრძელა. შეგახსენებთ, რომ ქოვენთრელებმა ქართველი ბურჯი გასულ ზაფხულს ტრავმირებული მეტ მალენის შემცვლელად აიყვანეს, თუმცა, ჩვენებურმა თავი ისე კარგად წარმოაჩინა, მასთან თანამშრომლობის გაგრძელება ლოგიკური გახლდათ.
“რიკო არენაზე” გადაბარგებამდე, ჟვანია 6 სეზონი ფრანგული “სტად ფრანსეს” ღირსებას იცავდა და პარიზელთა მაისურითჱასზე მეტი მატჩი ჩაატარა, ამასთან, 2015 წელს ტოპ 14 მოიგო, 2017 წელს კი ჩელენჯ ქაფის გამარჯვებული გახდა. ზურაბს “ბორჯღალოსანთა” რიგებში 37 შეხვედრა უგროვდება, აქტივში კი 11 ლელო აქვს.
“ვოსპსში” გატარებული პერიოდით ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ ჩინებული ატმოსფეროა შექმნილი და მეგობრებიც მრავლად გავიჩინე. მოუთმენლად ველი მომავალ შეხვედრებს, რათა კლუბის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო”, - აღნიშნა ჟვანიამ, რომელსაც “ბზიკების” მაისურით უკვე 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ქართველთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გამოეხმაურა “ვოსპსის” დირექტორი დეი იანგიც: “შარშან მალენის ტრავმა დიდი დარტყმა იყო, თუმცა, ზურაბს მოსვლამ ყველაფერი შეცვალა. მან უდიდესი სამუშაო გასწია. ჟვანია ფიზიკურად ჩინებულად მომზადებული მორაგბეა, რომელიც სტაბილურად უმაღლეს დონეზე თამაშობს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ჩვენი შერკინების ერთ-ერთი ლიდერი იქნება”.
ცნობისთვის, ინგლისის პრემიერშიპში მე-6 ადგილზე მყოფ “ბზიკებს” მომდევნო მატჩი თებერვალში ელით, 20 იანვარს კი, ჩემპიონთა თასის ეგიდით ირლანდიურ “ლენსტერს” უმასპინძლებენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:30 | 15.01.2019
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ! ! !

13:08 | 15.01.2019
გორდა (250)

კარგია ზურას წარმატებული თამაში ინგლისში. იმედია ეს მისცემს ბიძგს სხვა ინგლისურ გუნდებს, რომ ქართველი ბურჯები აიყვანონ თავის შემადგენლობაში. ბრეგვაძე და მამუკაშვილი თამაშობდენ ბრიტანულ ტურნირებში თუმცა მაინცადამაინც წარმატებულად ვერ გამოდიოდნენ.
არაუშავრს ფეიქრიშვილის ასზარეზობას, მაგრამ ტრავები ხელს უშლის ძალიან. ნემსაძე ინგლისურ გუნდში ვერ დამკვიდრდა, მაგრამ საკმაოდ ძლიერ უელსურ გუნდში კი გადავიდა მაინც.
ასევე მენაკლებად არაუშავრს ჭეიშვილის ასპარეზობას რანგით მეორე ლიგაში.
იმედია ლომიძე, რომელიც ასევე დაუბრუნდა ინგლისურ ასპარეზს მეორე ლიგაში შეძლებს კარგად ათამაშებას.
არ უნდა დაგვავიწყდეს რაფავა, რომელიც საკმაოდ კარგად ასპარეზობს უმაღლეს ლიგაში, მაგრამ ამ ბურჯს მიზნად ინგლისის ნაკრებში აქვს თამაში დასახული და რას ვიზამთ, ღმერთმა ხელი მოუმართოს.
წარმატებები ქართველ მაგბისტებს.

17:29 | 16.01.2019
zangura (109)

ჭეიშვილი საერთოდ თამაშობს თავის გუნდში?

0.086525