ფრანგული პრო დ2-ს მე-16 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად 2 ქართველი მორაგბე – შალვა სუთიაშვილი და თორნიკე მატარაძე მოხვდა.
სუთიაშვილის “ანგულემი” შინაურ კედლებში “მასის” დაუზავდა (8:8), სუთიაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერი ტურის სიმბოლურ თხუთმეტეულში ზედიზედ მეორედ შეიყვანეს, მისი გუნდი კი 39 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
მატარაძის “ნევერმა” “ვანს” იოლად – 32:6 სძლია, ქართველი ბურჯი კი ასევე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 62 წუთი გაატარა. საინტერესოა, რომ ნევერელებს უკვე 51 ქულა მოუგროვდათ და ერთპიროვნულად ლიდერობენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია