ლეგიონერები

18:23 | 13.12.2018 | ნანახია 1765 - ჯერ

გაჩეჩილაძე საუკეთესო მბოჭავია

რუსული “ენისეის” ქართველი მორაგბე მიხეილ გაჩეჩილაძე “ჩელენჯ ქაფის” 3 ტურის თავზე საუკეთესო მბოჭავთა სიაში პირველ ადგილზე იმყოფება. ამ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ამ დროისთვის ქართველი მესამეხაზელის აქტივში 60 ბოჭვაა, მის გუნდს კი სამივე გასული მატჩი წაგებული აქვს. კრასნოიარსკელები 2-ჯერ ფრანგულ “ლა როშელთან” დამარცხდნენ (21:82, 26:64), ერთხელ კი – იტალიურ “ძებრესთან” (14:31).
შეგახსენებთ, რომ 27 წლის გაჩეჩილაძე “ენისეის” ღირსებას 2016 წლიდან იცავს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 8 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 2 ლელოა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:17 | 14.12.2018
NIKA..01 (335)

ნეტა ეს ბიჭები წავიდოდნენ ღრუსიიდან რა....ან რომელიმე ტოპ ჩემპში ან დიდ 10-ში..საერთოდ კი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ფრანჩიზას შექმნა და ვთქვათ პრო14-ში თამაში..სუპერ კატალიზატორი იქნებოდა ქართული რაგბის განვითარებისთვის....

02:18 | 15.12.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

0.082088