ლეგიონერები

15:50 | 7.12.2018 | ნანახია 7516 - ჯერ

“თუკი ის გადაწყვეტს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ბურჯი იყოს, ეს ასეც იქნება”
გურამ გოგიჩაშვილის საოცარმა პროგრესმა ფრანგული სარაგბო სამყარო შეძრა

ფრანგულმა სარაგბო პორტალმა Rugbyrama.fr სტატია მიუძღვნა ახალგაზრდა ქართველ ბურჯ გურამ გოგიჩაშვილს, რომელსაც ბოლო პერიოდში საოცარი პროგრესი აქვს.
20 წლის პირველხაზელი ფრანგული ტოპ 14-ს ბინადარ “რასინგში” მიმდინარე სეზონის წინ ჩაირიცხა, თუმცა, უმოკლეს დროში გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა, რომელსაც დიდ იმედებს უკავშირებენ.
გურამის გარჯა შეუმჩნეველი არც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დარჩენია და მას ნოემბრის ტესტებზეც უხმეს. გოგიჩაშვილმა უფროსი “ბორჯღალოსნების” რიგებში პირველი მატჩი სამოასთან ჩაატარა, რომელიც ჩვენმა გუნდმა 27:19 მოიგო.
Rugbyrama.fr-ს პუბლიკაციას საინტერესო სათაური აქვს: გურამ გოგიჩაშვილი – მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ბურჯი?
“გურამ გოგიჩაშვილი რასინგელთა რიგებს მხოლოდ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, თუმცა, მოკლე ხანში გუნდის როტაციაში მყარად ჩაჯდა. “რასინგის” ხელმძღვანელობაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს ბიჭი თავის პოზიციაზე თავის სიტყვას მსოფლიო დონეზე იტყვის.
არადა, რამდენმა ადამიანმა იცოდა გურამის შესახებ ტოპ 14-ს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე? ცხადია, მას იცნობდნენ საქართველოში და თვალყურს ადევნებდნენ ახალგაზრდული ნაკრებების დონეზე. ახლა კი, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, მასზე ვარსკვლავებით სავსე ფრანგულ ლიგაში საუბრობენ. ტოპ 14-ს 11 ტურის თავზე გოგიჩაშვილის აქტივში 9 მატჩია (6 სასტარტო რაზმში) და ეს, მხოლოდ 20 წლის ასაკში და თანაც ბურჯის ურთულეს პოზიციაზე.
“ეს ის მოთამაშეა, რომელზე აქტიური დაკვირვებაც 20-წლამდელთა მსოფლიო პირველობის დროს დავიწყეთ. გურამთან კონტრაქტი სწორედ ამ ტურნირის მიმდინარეობისას გაფორმდა, ყველაზე დიდი სამუშაო კი მისივე სამშობლოში გავწიეთ, სადაც “რასინგმა” წინასასეზონო შეკრება გაიარა. ამან გოგიჩაშვილზე ძალიან კარგად იმოქმედა. მშობლიურ კედლებში მყოფმა ადაპტაცია სწრაფად გაიარა და გუნდთან მორგება არ გასჭირვებია” – აცხადებს რასინგელთა ფორვარდების მწვრთნელი ლორენ ტრავერი.
გურამის უსწრაფესი პროგრესი მით უფრო გასაკვირია იმ ფონზე, როდესაც ის მხოლოდ ქართულ ენაზე საუბრობს. ამჟამად, გურამს კონტაქტი მხოლოდ თანამემამულე ვასულ კაკოვინთან შეუძლია, თუმცა, ეს ხელს არ უშლის, რომ თანაგუნდელეთან ჰარმონიულად იმოქმედოს და მოედანზე ერთ-ერთი შესამჩნევუ ფიგურა იყოს.
“გარდა იმისა, რომ თავის საქმეში, სტატიკაში, უძლიერესია, ბურთთან შენობითაა. თამაშის წაკითხვა კარგად ეხერხება და ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით – დაცვაში თამაშისას”, - ეს სიტყვები “რასინგის” გამოცდილ კაპიტან დმიტრი შარჟევსკის ეკუთვნის.
საინტერესოა, რომ ფრანგული გუნდის სამწვრთნელო შტაბი გოგიჩაშვილს დიდ ნდობას უცხადებს პრესტიჟულ ჩემპიონთა თასზეც, სადაც მან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა როგორც უელსურ “სკარლეტსთან”, ასევე – ირლანდიურ “ალსტერთან”. აღნიშნულ ტურნირში მე-3 ტური კვირას, 9 დეკემერს შედგება და გურამი ინგლისურ “ლესტერთან” მატჩის განაცხადშიცაა შეყვანილი.
ქართველ ლეგიონერზე აღმატებით ხარისხში საუბრობს რასინგელთა სპორტული დირექტორი იანიკ ნიანგაც, რომელსაც საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით 46 მატჩი აქვს ჩატარებული, 2007 წლის მსოფლიო თასზე კი, საქართველოს ნაკრებიც ჰყავს დალელოვებული.
“ნათელია, რომ გოგიჩაშვილს უდიდესი პოტენციალი აქვს. როდესაც ვხედავთ, რისი კეთება შეუძლია 20 წლის ასაკში... გურამი რომ ახალზელანდიელი იყოს, მასზე ალბათ კიდევ უფრო ბევრს ისაუბრებდნენ. გოგიჩაშვილი ძალიან მაგრად ვითარდება და მტკიცედ შემიძლია განვაცხადო: თუკი ის გადაწყვეტს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ბურჯი იყოს, ეს ასეც იქნება”.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:57 | 08.12.2018
გორდა (250)

გააგრძელე შრომა გურამ და უფრო მეტად განავითარე ტექნიკა.
არ ჩათვალო თავი ვარსკვლავად, მაგას ცუდის მეტი არაფერი მოაქვს

20:59 | 07.12.2018
temuchin (431)

თვითნაბადი ოქროები ჩვევია პროვინციებს და ამ ხაშურელი ბიჭივით ვინ იცის რამხელა საგანძურს მალავენ ჩვენი რეგიონები და რამდენი ნიჭი იკარგება. წარმატებები გურამ, მეამაყები როგორც ერთ რიგით ქართველს.

20:05 | 07.12.2018
maxo_65 (458)

ყოჩაღ გურამს , წარმატებებს ვუსურვებ, არ მახსენდება, პირველხაზელს, 20 წლის ასაკში ასეთ დონეზე ეთამაშოს..

20:01 | 07.12.2018
dinamo222 (692)

სამოასთან ზუსტად მაგის გამოსვლის მერე შეიცვალა თამაში ჩვენ სასარგებლოდ !

17:30 | 07.12.2018
გიორგი16 (34)

მაგარი ბიჭია ძალიან გოგიჩა, ზაფხულში რომ გადავიდა მეთქი ესეც "ესპუარებში" იქნება და ვერ გაიზრდება ისე როგორც საჭიროათქო, მაგრამ ჯერ კაკოვინი ამოაგდო ძირითადიდან თამაშ თამაშზე თამაშობს თან სულ კარგი შედეგი აქვს და მონპელიესთან გასვლით თამაშში სადაც ბორჯღალოსნების და მსოფლიოს დონის ბურჯები თამაშობენ ნარიაშვილი და ჩილაჩავა, ტოლი არ დაუდო ჩილაჩავას კი არა დაჯაბნა კიდეც და რასიგმა ის თამაში მოიგო კიდეც, მსოფლიოზე აცილებლად გვინდა გოგიჩა

16:18 | 07.12.2018
tengocie (60)

+1

0.10837