უცხოური

18:14 | 26.11.2018 | ნანახია 1584 - ჯერ

ირლანდიელთა ტრიუმფი წლის საუკეთესოთა დაჯილდოვებაზე (+VIDEO)

მონაკოში გამართულ სპეციალურ ცერემიონიალზე სარაგბო სამყაროში რჩეულთა ვინაობა დასახელდა. ცხადია, ყველაზე საინტერესო ის იყო, ვის ერგებოდა წლის საუკეთესო მორაგბის ტიტული.
გამარჯვებულად ირლანდიის ნაკრების ლიდერი ჯონათან სექსტონი გამოცხადდა, რომელმაც ფაფ დე კლერკს, მალკოლმ მარქსსა და რიკი იოანეს აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ჯონათანი ირლანდიის ნაკრებთან ერთად 2018 წლის ექვსი ერის გათამაშების გამარჯვებული გახდა, “ლეინსტერში” კი ჩემპიონთა თასი და პრო-14 მოიგო.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ 6 ერის დიდი სლემით მომგები ირლანდია წლის საუკეთესო გუნდად დასახელდა. შმიდტის შეგირდებმა უკან ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა მოიტოვეს.
თავის მხრივ, წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ჯო შმიდტი. ახალი ზელანდიელი სპეციალისტის ხელში, ირლანდიელები საოცარ დონეზე გავიდნენ, ზაფხულში ავსტრალიური ტურნე წარმატებით დაასრულეს, სილ ცოტა ხნის წინ კი, ახალი ზელანდიის კიდევ ერთხელ დაჯაბვნაც შესძლეს.
53 წლის შმიდტი, რომელიც “სამყურებს” 2013 წლიდან ავარჯიშებს და 62-დან 46 თამაში მოგებულ აქვს, 2019 წლის მსოფლიო თასის მერე, თანამდებობის დატოვებას აპირებს. გამოკითხვაში მან “ოლ ბლექსის” დამრიგებელ სტივ ჰანსენსა და სამხრეთ აფრიკის ნაკრების თავკაც რასი ერასმუსს აჯობა.
დასასრულ წლის საუკეთესო ლელოს ავტორზეც ვთქვათ. ის ზელანდიელი ბროდი რეტალიკი გახლავთ, რომელმაც თავი ავსტრალიასთან მატჩში გამოიჩინა. რეტალიკის კონკურენტები ბიოდენ ბარეტი, შონ მეითლენდი და სი ჯეი სტენდერი იყვნენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075602