უცხოური

17:50 | 25.11.2018 | ნანახია 2743 - ჯერ

ფიჯელთა ისტორიული გამარჯვება საფრანგეთში

ნოემბრის ტესტების უმთავრესი სენსაცია სენ დენიში დაფიქსირდა, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე ფიჯი საფრანგეთს ესტუმრა და 21:14 სძლია.
საინტერესოა, რომ ფიჯელებმა ტესტ-სერიის პირველ შეხვედრაში შოტლანდიაში 17:54 წააგეს, შემდეგ ურუგვაი 68:7 გაანადგურეს, გუშინ კი, “მამლების” დამარცხება ისტორიაში პირველად მოახერხეს.
საინტერესოა, რომ კუნძულელებმა ფავორიტად მიჩნეულ მეტოქეს ბევრ კომპონენტში აჯობეს, უფრო მეტსაც უტევდნენ, მე-2 ტაიმში მასპინძლებს ქულაც კი არ ააღებინეს და სრულიად ლოგიკური შედეგი დააფიქსირეს.
ფიჯელთაგან ლელოები რადრადრამა და ტუისოვამ დადეს, ფრანგების მხრიდან კი გირადო გამოირჩეოდა, თუმცა, მისი დუბლი ფრანგებს არაფერში გამოადგათ.
წარმატებული დღე ჰქონდა “ბორჯღალოსანთა” კიდევ ერთ მომავალ მეტოქე უელსს, რომელმაც გადაჭედილ “მილენიუმზე” სამხრეთ აფრიკას 20:11 სძლია.
ბრიტანელებმა მძლავრად დაიწყეს და ტომას ფრენსისისა და ლიამ უილიამსის ლელოების ხარჯზე 14:0 დაწინაურდნენ.
ერასმუსის ხელში ოდნავ მოფერიანებული “ქურციკები” მე-2 ტაიმშიღა გამოცოცხლდნენ და ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანეს (ლელო ჯესი კრიელმა დადო), თუმცა, დენ ბიგარმა სამ წუთში 2 ჯარიმა შეაგდო და ყველაფერი დასრულდა.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ბუქარესტში, სადაც მსოფლიოს თასის D ჯგუფში ასევე ქართველთა მოწინააღმდეგე ურუგვაი ჩავიდა და 27:20 იმარჯვა.
პირველ ტაიმში მეტოქეებმა ორ-ორი ლელო გაცვალეს, სამხრეთამერიკელთა გამარჯვება კი ზედ ბოლო წუთზე გაფორმდა, როდესაც ორმაეჩეამ ლელო დადო, ბერჩესიმ კი გარდასახვა შეაგდო.
მოულოდნელი იყო, რომ ურუგვაელები ფიზიკურად მძლავრ “მუხის ფოთლებს” შერკინებასა და მოლში სჯაბნიდნენ და ამით მასპინძლებს არაერთი ჯარიმა აჰკიდეს.
ერთადერთი ნაკრები, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში იქნება და ამ უქმეებზე მარცხი განიცადა, ავსტრალიაა.
“ვოლაბები” ლონდონში ჩავიდნენ და “თვიქნემზე” ინგლისთან 18:37 წააგეს. “ვარდების” უპირატესობა მთელი შეხვედრის განმავლობაში აშკარა იყო, თუმცა, ეს, შედეგში მე-2 ტაიმში გარდაისახა, რომელიც მასპინძლებმა 24:5 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ფარელმა 22 ქულა (ლელო, 4 გარდასახვა, 3 ჯარიმა) გამოიმუშავა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი მე-3 ლელოს ავტორი – 21 წლის ჯო კოკანასიგა აღიარეს, რომელსაც ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა.

უქმეების ყველა მატჩი
რუმინეთი – ურუგვაი (ბუქარესტი) 20:27


საქართველო – ტონგა (თბილისი) 20:9
იტალია – ახალი ზელანდია (რომი) 3:66


იაპონია – რუსეთი (გლოსთერი, ინგლისი) 32:27


შოტლანდია – არგენტინა (ედინბურგი) 14:9


ესპანეთი – სამოა (მადრიდი) 10:28


ინგლისი – ავსტრალია (ლონდონი) 37:18


პორტუგალია – ნამიბია (კოიმბრა) 23:29
უელსი – სამხრეთ აფრიკა (კარდიფი) 20:11


ირლანდია – აშშ (დუბლინი) 57:14


საფრანგეთი – ფიჯი (პარიზი) 14:21


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:13 | 26.11.2018
sabonis (74)

ზოგიერთს რომ კითხო იტალიამ მესამედ მოგვიგო და უნდა შევეშვათ თურმე მათ დამარცხებაზე ოცნებას, ჯერ- ერთი სახლში ჯერ არ გვითამაშია იტალიელებთან და მეორეც აგერ ბატონო სამხრეთ აფრიკას ზედიზედ 9 ჯერ ქონდა თავიდან უელსთან მოგება, მარა ეხლა უკვე უელსმა მოუგო ზედიზედ მეოთხედ, ასე რომ ხელი არასოდეს არ უნდა ჩამოუშვათ.

23:21 | 25.11.2018
გორდა (250)

ფიჯის თამაში, როდესაც მისდის რთულია მათთან გამკლავება, მაგრამ ტოპ გუნდებისგან (ჩვენი არ იყოს) განსხვავებთ ხშირად უშვებენ შეცდომებს.
იმედია 2019-ის მსოფლიოზე, ჩვენები უკეთ შეძლებენ ძლიერი მხარეების გამოყენებას!
მჯერა, რომ ჩვენს ლომებს შეუძლიათ ფიჯის მსოფლიოზე დამარცხება და ამას ყველა ერთად ვიზეიმებთ!

23:02 | 25.11.2018
ogafa (407)

ჩვენ ფიჯი აუცილებლად უნდა დავამარცხოთ

13:03 | 26.11.2018
GiorgiG83 (525)

აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ესპანეთი, ურუგვაი, ნამიბია - აი ფიჯი... "_

11:04 | 26.11.2018
GiorgiG83 (525)

აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ესპანეთი, ურუგვაი, ნამიბია - აი ფიჯი... "_

18:54 | 25.11.2018
federer (17) (469)

ნამდვილად დიდი მოულოდნელობაა და თან ცოტა სასიამოვნოც, რადგანაც ფიჯისთან დიდი სხვაობით წაგება მარტო ჩვენი ცუდი ფორმის ბრალი არ ყოფილა და ფიჯიც ძალიან ძლიერი გუნდი ყოფილა რასაც საფრანგეთში მოგებაც მეტყველებს.

11:03 | 26.11.2018
GiorgiG83 (525)

ეს ახალია?

21:49 | 25.11.2018
თორღვა პანკელი (387)

რათქმაუნდა! ამას ბევრი ვერ ხვდება.

0.095612