უცხოური

1:48 | 24.11.2018 | ნანახია 2268 - ჯერ

ბოლო საგზური კანადისაა

2019 წლის მსოფლიოს თასის ბოლო მონაწილის ვინაობა დღეს საფრანგეთის ქალაქ მარსელში გაირკვა, სადაც რეპეშაჟში ნანატრი საგზურისთვის კანადა, გერმანია, ჰონგ კონგი და კენია იბრძოდნენ.
მინი ტურნირის ფავორიტებად თავიდანვე კანადელები მოიაზრებოდნენ და მათ ქომაგებს იმედები არ გაუცრუეს. ჩრდილოამერიკელებმა სამივე მეტოქეს სძლიეს: კენიას – 65:19, გერმანიას – 29:10, ხოლო ჰონგ კონგს – 27:10.
ამგვარად, გაისად დაგეგმილ მსოფლიო თასზე კანადის ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, იტალია და ნამიბია ეყოლება.

რეპეშაჟის ყველა მატჩი
კანადა – კენია 65:19
ჰონგ კონგი – გერმანია 9:26
ჰონგ კონგი – კენია 42:17
კანადა – გერმანია 29:10
კენია – გერმანია 6:43
ჰონგ კონგი – კანადა 10:27


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:03 | 24.11.2018
გორდა (250)

შემთხვევითობაა თუ რაიმე სხვა, როდესაც იტალიას რაგბიში, ხოლო რუსეთს ფეხბურთში კენჭისყრა ყოველთვის "სწყალობთ"?!

0.079938