ბორჯღალოსნები

20:05 | 17.11.2018 | ნანახია 3386 - ჯერ

გამარჯვება შესანიშნავ სტილში

თიბისი რაგბის სერიების ნოემბრის ტესტების ეგიდით საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეორე შეხვედრა გამართა და სამოა ბრწყინვალე სტილში დაამარცხა. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ „ბორჯღალოსნების“ გამარჯვება ძნელად სავარაუდო იყო, მაგრამ მეორე ნახევარში მასპნძლებმა 17:0 იმარჯვეს, რაც საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი გამოდგა.

პირველ ნახევარში სამოა ფლობდა უპირატესობას და ქართველთა თამაშში ბევრი ხარვეზი იყო. თუმცა, ანგარიში, მეორე წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმით გახსნა. აი, შემდეგ 25 წუთის განმავლობაშ ქულებს მხოლოდ სამოელები აგროვებდნენ.

ვიდოუმ, პაულომ და ტუალამ სამი ლელო გაიტანეს, ხოლო პისიმ ორი მათგანი ზუსტად გარდასახა და სერიოზული უპირატესობაც მოიპოვეს - 19:3.

საქართველომ ჩამორჩენა 30-ე წუთზე შეამცირა. ვასკა ლობჟანიძემ დაალოელვა მეტოქე, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. დარჩელ დროში არაფერი შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

აი, მეორე ტაიმში მილტონ ჰეიგმა რამდენიმე შეცვლა განახორციელა და „ბორჯღალოსნების“ თამაში ძირფესვიანად შეიცვალა. სამოა ვეღარ ახერხებდა ჩვენს ნახევარზე დამკვიდრებას და პირიქით, საქართველო უფრო მეტად აძლიერებდა ზეწოლას.

შედეგად, მეორე ნახევარში ქულები მხოლოდ მასპინძლებმა მიითვალეს. გიორგაძემ და აფრასიძემ ორჯერ დაალელოვეს მოწინააღმდეგე, ხოლო აბჟანდაძემ ორივე ზუსტად გარდასახა, რასაც ერთი ჯარიმაც დაუმატა და საბოლოოდ - 27:19.

ეს იყო, თიბისი რაგბის სერიების ნოემბრის ტესტებში საქართველოს პირველი გამარჯვება. მილტონ ჰეიგის გუნდი მორიგი შეხვედრას ერთი კვირის თავზე, „მიხეილ მესხზე“ ტონგასთან გამართავს.

საქართველო - სამოას ვრცელ მიმოხილვას კი ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:17 | 18.11.2018
krasni (587)

კარგი იყო, ყოჩაღ ბიჭებს.

20:17 | 17.11.2018
dinamo222 (692)

ძალიან მაგარი თაობა მოდისაფრასიზე ანჟანდაძე გიგაშვილი გოგიჩაშვილი და სხვებიც ეს ორნი რომ გამოვიდნენ დაგვიბრუნეს დიდი უპირატესობა შერკინებაშიც და მოლშიც მაგრა გამოასწორეს ეს რა ქნეს რა თამაში შემოატრიალეს !! ასეთი ქამბექი მგონი არ გვქონია ისტორიაში არადა რა პანიკაში ვიყავი პირველი ტაიმის მერე დიდი ანგარიშით არ გავნადგურდეთ მეთქი !

20:31 | 17.11.2018
miriani (151)

ვერ დაგეთანხმები ძმა...წაგებული პირველი ტაიმი და შემობრუნებული თამაში მეორე ტაიმში ჩვენი ძველი სტილი იყო..;-)

0.077104