ბორჯღალოსნები

13:02 | 10.11.2018 | ნანახია 2433 - ჯერ

ერთად, “ბორჯღალოსნებისთვის”: 5000 ქართველი ფლორენციაში, უფრო მეტნი – რესპუბლიკის მოედანზე

ისტორიულ სარაგბო მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება. თბილისის დროით 18:00 საათზე ფლორენციის სტადიონ “არტემიო ფრანკიზე” საქართველოს ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება და კიდევ ერთხელ ეცდება, ევროპული რაგბის ბობოლებს ექვს ერში “ბორჯღალოსანთა” საჭიროება დაუმტკიცოს.
სასიხარულოა, რომ ქართველ მორაგბეებს უშუალოდ ტრიბუნებიდან 5000-ზე მეტი ქომაგი გაამხნევებს, რაც ნამდვილად გამორჩეული მოვლენაა. ამას გარდა, “ბორჯღალოსნების” გასაგონად თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი! პრინციპული მატჩის წინ, აღნიშნული, ეროვნულ ნაკრებს წარმატებისათვის აუცილებელ მუხტს მისცემს.
რესპუბლიკის მოედანზე ეროვნულ ჰიმნს ანსამბლებთან (“შვიდკაცა“ და “ჰერიო“) ერთად, გულშემატკივრები შეასრულებენ. ქომაგებს საშუალება ექნებათ, მოახლოებულ შერკინებას თვალი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე მიადევნონ.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:19 | 10.11.2018
erovnuli-nakrebi (224)

აი დღევანდელი 20 წლამდელები რომ თამაშობენ რაგს, ისე რომ ითამაშებს ეროვნული ნაკრები, მაშინ უკვე ძან მაგარი გუნდი ვიქნებით

15:18 | 10.11.2018
erovnuli-nakrebi (224)

ისედაც იკარგება ექვსი ერის მუხტი და ჩვენი მიღებით უფრო კარგი ტურნირი გახდება

15:18 | 10.11.2018
erovnuli-nakrebi (224)

აქეთ უნდა გვეხვეწონ მიღებაზე

15:17 | 10.11.2018
erovnuli-nakrebi (224)

იტალიას 6 ერის თამაშები არ აქვს ასე საინტერესო

13:14 | 10.11.2018
McCaw (168)

დღეს ჩამოინგრევა 6 ერის კარიბჭე და კედელი

17:25 | 10.11.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე ! ! !

0.117463