იტალიის სარაგბო ნაკრების ირლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ქონორ ო’შიმ შემადგენლობა დაასახელა 10 ნოემბერს (თბილისის დროით 18:00 საათიდან), ფლორენციაში, საქართველოსთან დაგეგმილი მატჩისთვის.
იმ რაზმისგან განსხვავებით, რომელიც გასულ უქმეებზე ჩიკაგოში ირლანდიასთან განადგურდა (7:54), 10 ცვლილებაა. ძირითად თხუთმეტეულში ადგილები შეუნარჩუნდათ გარემარბ მატეა ბელინის, შუამარბ მიკელე კამპანიაროს, 9 ნომერ ტიტო ტებალდის, მესამეხაზელ აბრაჰამ სტეინსა და ფულბექ ლუკა სპერანდიოს.
საინტერესოა, რომ ნაკრების განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა “აძურის” ერთ-ერთი ლიდერი, კაპიტანი სერჯიო პარისე, რომელიც სასურველ ფორმაში არ იმყოფება. მისი და ანდრეა ლოვოტის არყოფნაში, მასპინძლებს კაპიტნის რანგში ფრანგული “ტულუზას” კვაჭი ლეონარდო გირალდინი წარუძღვება, რომელსაც ზურგს 96 სანაკრებო კეპი უმაგრებს.
ამ მხრივ, ყველაზე გამოცდილი “ბენეტონის” მეორეხაზელი ალესანდრო ძანია, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურით 106 თამაში აქვს ჩატარებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენეტონელებს ნაკრებში ერთბაშად 14 წარმომადგენელი (9 სასტარტო რაზმში) ჰყავს, 6 მორაგბე კი ნატურალიზებული მორაგბის სტატუსს ატარებს.
“მატჩის მნიშვნელობა ძალიან კარგად გვესმის. აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ, რეაბლიტიაცია მოვახერხეთ და საქართველოსთან შერკინებისთვის მზად ვართ. ეს, ფიზიკურად ძალიან რთული შეხვედრა იქნება. გვსურს, 80 წუთის განმავლობაში ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ”, - აღნიშნა ო’შიმ.
იტალიის ნაკრების შემადგენლობა “ბორჯღალოსნებთან” მატჩისთვის
15. ლუკა სპერანდიო (“ბენეტონი”, 3 კეპი), 14. ტომასო ბენვენუტი (“ბეენტონი”, 52), 13. მიკელე კამპანიარო (უგუნდოდ, 35), 12. ტომასო კასტელო (“ძებრე”, 12), 11. მატია ბელინი (“ძებრე”, 15), 10. ტომასო ალანი (“ბენეტონი”, 40), 9. ტიტო ტებალდი (“ბენეტონი”, 26), 8. აბრაჰამ სტეინი (“ბენეტონი”, 22), 7. ჯეიკ პოლედრი (“გლოსტერი”, ინგლისი, 3), 6. სებასტიან ნეგრი (“ბენეტონი”, 9), 5. დინ ბადი (“ბენეტონი”, 13), 4. ალესანდრო ძანი (“ბენეტონი”, 106), 3. სიმონე ფერარი (“ბენეტონი”, 14), 2. ლეონარდო გირალდინი (კაპ. “ტულუზა”, საფრანგეთი, 96), 1. ანდრეა ლოვოტი (“ძებრე”, 27).
მარქაფა: 16. ლუკა ბიჯი (“ბენეტონი”, 12), 17. ჩერიფ ტრაორე (“ბენეტონი”, 2), 18. ტიციანო პასკუალი (“ბენეტონი”, 10), 19. მარკო ფუსერი (“ბენეტონი”, 30), 20. იოჰან მეიერი (“ძებრე”, 1), 21. გულიელმო პალაცანი (“ძებრე”, 25), 22. კარლო კანა (“ძებრე”, 30), 23. ლუკა მორისი (“ბენეტონი”, 17).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემი აზრით სავარაუდოდ ამ შემადგენლობას გამოიყვანს კონორ ოში შერკინება:1 ლოვოტი 2 გირალდინი 3 ფერარი 4 ძანი 5 ბადი 6 ნეგრი 7 პოლედრი 8 პარისე (კაპ) ბექები: 15 სპერანდიო 14 ბენვენუტი 11 ბელინი 12 კასტელო 13 კამპანიარო 9 პალაცინი 10 ალანი სავარაუდოდ ეს სასტავი იქნება, ისე 9 ნომერზე პრობლემა აქვთ იტალილებს ძირითადი 9 ნომერი ვიოლი დამტვრეულია და გორი რატომ არ გამოიძახა ოშიმ რა პონტში ამჯობინა ტებალდი და პალაცინი ვერ მივხდი, შერკინებაში ბევრს ვერაფერს გვიზამენ მაგრამ უკანა ხაზი ბენვენუტი ბელინი კამპანიარო ალანი ჩვენს უკანახაზელებს დაჩაგრავენ სამწუხაროდ კიდევ კარგი მინოძი და ვიოლი რომ არ ყავთ.
: კაროჩე იტალიის შემადგენლობა 90 პროცენტით გამოვიცანი მხოლოდ 9 ნომერ პალაცინიში და 8 ნომერ პარისეში შევცდი ნუ თავიდან ტიტო ტებალდს ვფიქრობდი მაგარამ ბოლოს გადავიფიქრე პალაცინის ამჯობინებს თქო მაგრამ ტებალდი დატოვა ნუ პარისეში ყველა ვარიანტში ვცდებოდი სვა მის ადგილას არ განმიხილავს საერთოდ მართლა მიკვირს კონორ ოშის ესეთი არასასურველ ფორმაში როგორააა მარქაფაშიც რომ ვერ მოხდააა