15:53 | 2.11.2018 | ნანახია 1278 - ჯერ

ვარსკვლავური უელსი ისევ ფავორიტია

შოტლანდიისა და უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების თავკაცებმა გრეგორ თაუნსენდმა და უორენ გეთლენდმა რაზმები დაასახელეს შემოდგომის პირველი ტესტისთვის, რომელიც 3 ნოემბერს კარდიფში გახლავთ დაგეგმილი და თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება.
“ნარშავები” ექვს ერზე განცდილი გამანადგურებელი მარცხისთვის (7:34) რევანშის აღებას გრეიგ ლეიდლოუსა და ფინ რასელის გარეშე ეცდებიან, რომლებიც ფრანგულმა კლუბებმა არ გაანთავისუფლეს. ტრავმირებული სტიუარტ ჰოგის ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში ბლეირ კინგჰორნი ითამაშებს.
შოტლანდია: 1. ალან დელი, 2. სტიუარტ მაკკინალი (კაპ.), 3. უილემ ნელი, 4. ბენ ტულისი, 5. ჯონი გრეი, 6. ჯეიმი რიტჩი, 7. ჰემიშ უოტსონი, 8. რაიან უილსონი, 9. ელი პრაისი, 10. ადამ ჰასტინგსი, 11. ლი ჯონსი, 12. ალექს დანბარი, 13. ჰიუ ჯონსი, 14. ტომი სეიმური, 15. ბლეირ კინგჰორნი.
მარქაფა: 16. ფრეიზერ ბრაუნი, 17. ალექს ალანი, 18. საიმონ ბერგანი, 19. გრანტ გილჰრისტი, 20. მეტ ფაგერსონი, 21. ჯორჯ ჰორნი, 22. პიტ ჰორნი, 23. დარსი გრეჰემი.
შეიძლება ითქვას, რომ ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავთ უელსელებს. მათ რიგებში “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების” ერთბაშად 8 მორაგბეა. აღსანიშნავია, რაზმში ჯონათან დევისის დაბრუნება. შემადგენლობაში ერთადერთი ახალბედაა – ლუკ მორგანი.
უელსი: 1. ნიკი სმითი, 2. კენ ოუენსი, 3. დილონ ლუისი, 4. კორი ჰილი, 5. ალუინ ვინ ჯონსი (კაპ.), 6. დენ ლიდიეიტი, 7. ჯასტინ ტიპურიკი, 8. როს მორიარტი, 9. გარეთ დევისი, 10. გარეთ ენსკომბი, 11. ლუკ მორგანი, 12. ჰედლი პარკსი, 13. ჯონათან დევისი, 14. ჯორჯ ნორსი, 15. ლი ჰალფპენი.
მარქაფა: 16. ელიოტ დი, 17. რობ ევანსი, 18. ლეონ ბრაუნი, 19. ადამ ბეარდი, 20. აარონ უეინრაიტი, 21. ტომოს უილიამსი, 22. ჯარედ ევანსი, 23. სტეფან ევანსი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.098664