ლეგიონერები

16:00 | 16.10.2018 | ნანახია 1126 - ჯერ

გაჩეჩილაძე “ჩელენჯ ქაფის” სიმბოლურ ნაკრებში

საქართველოს ნაკრებისა და “ენისეის” მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე “ჩელენჯ ქაფის” პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი ლეგიონერი AllRugby.com-მა გამოარჩია და ეს, მით უფრო სასიამოვნოა, რომ საწყის შეხვედრაში გაჩეჩილაძის “ენიესის” თითქმის არაფერი გამოუვიდა, ჩვენებურმა კი, თავის გამოჩენა მაინც მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე კრასნოიარსკული გუნდი ფრანგულ “ლა როშელთან” 21:82 განადგურდა, მიხეილი კი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და პირველ ტაიმში ლელოს დადება შესძლო.
აღნიშნული ვებ-გვერდის გამოკითხვაში 27 წლის გაჩეჩილაძემ თავის პოზიციაზე (6 ნომერი) 258.09 ქულა მიიღო და ინგლისურ “ჰარლიქვინზის” ფიჯელ ლეგიონერ სემი კუნატანისა (246.18) და “ვუსტერის” წევრ ტედ ჰილს (203.37) აჯობა.
ქართველი მორაგბის “ენისეის” ევროასპარეზზე მომდევნო მატჩი 19 ოქტომბერს ელის, როდესაც იმავე “ლა როშელს” საფრანგეთში გაეჯიბრება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.12849