საქართველოს ნაკრების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი, რომელიც მიმდინარე სეზონიდან ფრანგული “გრენობლის” ღირსებას იცავს, ტოპ 14-ს სიმბოლურ ნაკრებში უკვე მეორედ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე “გრენობლელებმა“ “ბორდოს” 28:25 სძლიეს, ქართველი მორაგბე კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65 წუთის განმავლობაში მასპინძლებს დიდი სარგებელი მოუტანა.
საინტერესოა, რომ დუდუს აღნიშნულ მატჩში დაპირისპირება სამ თანამემამულესთან მოუწია. ბორდოელთა მაისურით ლექსო ყაულაშვილმა და ბექა გორგაძემ, მინდორზე შესაბამისად, 56 და 73 წუთი გაატარეს, პირველი კი ხსენებულ დროს ლაშა ტაბიძემ შეცვალა.
ფრანგული “ეკიპის” მიერ შედგენილი სიმბოლური თხუთმეტეულის სრულ ვერსიას ფოტოს სახით გაეცნობით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1
ქუბრიაშვილი და ნარიაშვილი თუ გვეყოლება იტალიასთან, რაღაცას მაინც როგორ ვერ ვიჩალიჩებთ?
იტალიელთა პირველხაზელებს "დავჭეჭყავთ"
შერკინებაში მოპოვებული უპირატესობა უნდა გახდეს აძურის განეიტრალების და ჩვენი "კომფორტის" წინაპირობა
რა ცუდ ადგილზე წაუვლიათ ხელი ნეტა თუ არ ტკივა