უცხოური

0:15 | 5.10.2018 | ნანახია 1335 - ჯერ

ცვლილებები დასკვნითი ტურისთვის

სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებთა მწვრთნელებმა რაგბი ჩემპიონშიპის 2018 წლის გათამაშების დასკვნითი ტურის მატჩისთვის შემადგენლობები დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა 6 ოქტომბერს თბილისის დროით 19:05 საათზე დაიწყება, მისი მასპინძელი პრეტორიის “ლოფტუს ვერსფილდ სთედიუმი” იქნება, რეფერი კი – ავსტრალიელი ანგუს გარდნერი.
ვთქვათ ისიც, რომ დასკვნითი შეხვედრის წინ, გუნდებს სატურნირო ამოცანები გადასაჭრელი აღარ აქვთ: “ოლ ბლექსი” 21 ქულით ყველა ვარიანტში პირველია, “ქურციკებს” კი 14 ქულით მე-2 ადგილი აქვთ განაღდებული.
მასპინძელთა თავკაცმა რასი ერასმუსმა ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა სტივენ კიტსჰოფი, ფრანსუა ლოუ და დამიან დე ალენდე, ტენდაი მტავარირა და სიკჰუმბუზო ნოტშე კი თადარიგში დარჩნენ. ამჯერად, განაცხადში ადგილი ვერ მოინახა ანდრე ესტერჰოიზენისთვის.
სამხრეთ აფრიკა: 1. სტივენ კიტსჰოფი, 2. მალკოლმ მარქსი, 3. ფრანს მალერბი, 4. ებენ ეტზებეტი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სიია კოლისი (კაპ.), 7. პიტერ-სტეფ დუ ტუი, 8. ფრანსუა ლოუ, 9. ფაფ დე კლერკი, 10. ანდრე პოლარდი, 11. აფივე დიანტი, 12. დამიან დე ალენდე, 13. ჯესი კრილი, 14. ჩესლინ კოლბე, 15. უილი ლე რუ.
მარქაფა: 16. ბონგი მბონამბი, 17. ტენდაი მტავარირა, 18. ვინსენტ კოქსი, 19. ერ-ჯეი სნაიმანი, 20. სიკჰუმბუზო ნოტშე, 21. ემბროუზ პაპიერი, 22. ელტონ იანტისი, 23. დამიან უილემსი.
მოსალოდნელი ცვლილებები განახორციელა ზელანდიელთა დამრიგებელმა სტივ ჰანსენმა. სასტარტო რაზმში ვიხილავთ ოუენ ფრენკსს, ქირან რიდსა და აარონ სმითს. ასევე პირველი წუთიდან იქნება საქმეში ჯეკ გუდჰიუ, რაიან ქროთის კი შეცვლაზე უნდა ველოდეთ.
ახალი ზელანდია: 1. კარლ ტუ’ინკუაფე, 2. კოდი ტეილორი, 3. ოუენ ფრენკსი, 4. სემ უაითლოქი, 5. სკოტ ბარეტი, 6. შენონ ფრაიზელი, 7. სემ ქეინი, 8. ქირან რიდი (კაპ.), 9. აარონ სმითი, 10. ბიოდენ ბარეტი, 11. რიეკო იოანე, 12. სონი ბილ უილიამსი, 13. ჯეკ გუდჰიუ, 14. ვაისაკე ნაჰოლო, 15. ბენ სმითი.
მარქაფა: 16. ნათან ჰარისი, 17. ტიმ პერი, 18. ოფა ტუ’უნგაფასი, 19. პატრიკ ტუიპულოტუ, 20. არდი სავეა, 21. ტი-ჯეი პერენარა, 22. რიჩი მო’უნგა, 23. რაიან ქროთი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.101438