კრასნოიარსკის “ენისეი”, რომლის ღირსებასაც ქართველი მორაგბეები მიხეილ გაჩეჩილაძე და დავით კაჭარავა იცავენ, რუსეთის ჩემპიონი ისტორიაში მეცხრედ გახდა.
“ენისეიმ” კრასნოიარსკული დერბის პირველ შეხვედრაში გიორგი ფრუიძისა და ლაშა მალაღურაძის “კრასნი იარს” 25:16 სძლია, მე-2 თამაში კი 12:14 დათმო, თუმცა, ოქროს მედლების მოსაპოვებლად, ეს, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
დასკვნით მატჩში მონაწილეობა სამმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო (კაჭარავა ტრავმირებულია), მალაღურაძემ კი ლელო და 2 გარდასახვა მიითვალა და 9 ქულას გამორჩა. ვთქვათ ისიც, რომ “კრასნი იარის” მხრიდან მე-2 ლელო რუსეთის ნაკრებში მოთამაშე ვალერი ცნობილაძემ დადო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ღმერთმა უკეთესი ჩემპიონატები და ბევრი პრაქტიკა მოგცეთ!!!