ბორჯღალოსნები

13:57 | 2.10.2018 | ნანახია 1080 - ჯერ

16 წლამდელები: სამხრეთ აფრიკელთა ტურნე საქართველოში

სამხრეთ აფრიკული კლუბის, "აფეეს"-ის (AVS - აფრიკანერ ფოლკია სპორტ) 16-წლამდელთა გუნდი საქართველოს ეწვია და ეროვნული სარაგბო აკადემიის გუნდებთან თამაშებს გამართავს.

პირველი შეხვედრა 2 ოქტომბერს ქუთაისში, „აია არენაზე“ 16 საათზე დაიწყება და სტუმართა მეტოქე რაგბის ეროვნული აკადემიის დასავლეთის ფილიალის გუნდი იქნება.

"აფეეს"-ი 4 ოქტომბერს თბილისში, „შევარდენზე“ რაგბის ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთ ფილიალის გუნდს ეთამაშება. შეხვედრა აქაც 16 საათზე დაიწყება.

ამ სამხრეთ აფრიკული კლუბის გუნდები 2014 წელს უკვე იმყოფებოდნენ საქართველოში და ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088463