მიმოხილვები

11:15 | 13.02.2016 | ნანახია 1867 - ჯერ

„გლაზგოს“ ორი ლელო არ ეყო

შალვა მამუკაშვილის „გლაზგო უორიორსი“ „გინეს პრო 12“-ის მე-14 ტურში ერთ-ერთ ლიდერს, „ოლსტერს“ ირლანდიაში ეწვია და ერთის წილ ორი ლელო გაუტანა, მაგრამ მხოლოდ პრემიალურ ქულას შეწვდა.

ქართველი კვაჭი დღეს ლისაბონში, საქართველოს ნაკრების კვართით პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს და შესაბამისად, კლუბის განაცხადში არ იყო. დაძაბულ მატჩში „ოლსტერმა“ „კელტების ლიგის“ ბოლო ექვსი თამაშიდან მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, ქულებით თანამემამულე „კონახტს“ გაუტოლდა და დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე გავიდა.

თამაში მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და მე-6 წუთზე სამხრეთ აფრიკელმა რუან პიენაარმა პრო 12-ის მიმდინარე სეზონში პირველი ჯარიმა შეასრულა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. სამიოდე წუთში სქოთების უკანა ხაზმა კარგად ითამაშა და პირველი ლელოც გაიტანა. „გლაზგომ“ მეტოქე შეცდომაზე გამოიჭირა, ახალგაზრდა ავსტრალიელმა ცენტრმა სემ ჯონსონმა გრძელი გადაცემით ლი ჯონსი მოძებნა, რომელიც მბოჭავს დაუსხლტა და სეზონის პირველი ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო.

„ოლსტერმა“ სწრაფად უპასუხა და მართალია ლელომდე ცოტა დააკლდა, მაგრამ უპირატესობით ჯარიმის შესრულების უფლება დაიბრუნა და პიენაარმა ახლო მანძილიდან 3 ქულა მიითვალა. ირლანდიელები ინიციატივას დაეუფლნენ და ლელომდეც ცოტა დააკლდათ, მაგრამ ამ ჯერზე „გლაზგომ“ გაძლო და ტაიმი 5:3 მოიგო.

მეორე ტაიმის დებიუტი უკვე სტუმრების იყო და 48-ე წუთზე უპირატესობის გაზრდის შანსი ჰქონდათ, მაგრამ 40 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა არაზუსტი იყო. სამაგიეროდ, ხუთ წუთში კალუმ ბლექმა „ოლსტერში“ მე-100 საიუბილეო მატჩი ლელოთი აღნიშნა და პედი ჯექსონის გარდასახვაც ზუსტი იყო. მასპინძლებმა კიდევ ერთი სალელოვე შანსი გაანიავეს, მაგრამ მერე ჯარიმა გაიტანეს და უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს. 70-ე წუთზე „მებრძოლების“ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რადგან მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, თუმცა, მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დანებდნენ, მონდომებამ შედეგი გამოიღო და ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი სხვოაბა 3 ქულამდე დავიდა. 10:13 და „გლაზგომ“ პრემიალური ქულა ჩაიწერა.

პრო 12. მე-14 ტური

ლენსტერი (ირლანდია) - ძებრე (იტალია) 52:0

ოლსტერი (ირლანდია) - გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) 13:10

სკარლეტსი (უელსი) - ედინბურგი (შოტლანდია) 22:21

1.

ოლსტერი (ირლანდია)

14

9

0

5

265:177

45

9

2.

კონახტი (ირლანდია)

14

9

0

5

311:260

45

9

3.

სკარლეტსი (უელსი)

14

10

0

4

303:258

44

4

4.

ლენსტერი (ირლანდია)

13

10

0

3

284:147

44

4

5.

ედინბურგი (შოტლანდია)

14

8

0

6

241:195

38

6

6.

მანსტერი (ირლანდია)

12

8

0

4

216:229

36

4

7.

ოსპრეიზი (უელსი)

13

6

1

6

249:248

30

4

8.

გლაზგო უორიორსი (შოტლანდია)

12

5

1

6

242:234

30

8

9.

კარდიფი (უელსი)

12

5

0

7

282:271

27

7

10.

ნიუპორტი (უელსი)

14

4

0

10

231:278

22

6

11.

ძებრე (იტალია)

13

4

0

9

176:350

18

2

12.

ბენეტონ ტრევიზო (იტალია)

13

0

0

13

185:338

7

7

13 თებერვალი

ბენეტონ ტრევიზო (იტალია) - კარდიფი (უელსი)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080922