ჩემპიონატები

0:55 | 4.09.2018 | ნანახია 1556 - ჯერ

პირველი ტურის შემდგომ: სამწვრთნელო ცვლილება ინგლისურ პრემიერშიფში

ინგლისურ პრემიერშიფში პირველივე ტურის შემდგომ სამწვრთნელო ცვლილება მოხდა.

შაბათს “ლესტერ ტაიგერსი” გასვლაზე “ექსეტერ ჩიფსთან” 6:40 განადგურდა, რაც “ვეფხვების” მთავარ მწვრთნელს მეთ ო’კონორს არ აპატიეს და ხელმძღვანელობამ კარისკენ მიუთითა.

“ჩვენ გვჯერა, რომ ეს იყო დროული ცვლილება კლუბისთვის ინტერესისთვის და წინსვლისთვის. მეთს მომავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ”, - განაცხადა “ვეფხვების” თავჯდომარემ პიტერ ტომმა.

ცნობილია, რომ “ლესტერ ტაიგერსს” დროებით ჯორდან მერფი გაწვრთნის, რომელიც ო’კონორის წასვლამდე, მისი ასისტენტი იყო.

შეგახსენებთ, რომ “ვეფხვებმა” გასულ სეზონში მე-5 ადგილი დაიკავეს და პლეი-ოფში ვერ მოხვდნენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094825