ლეგიონერები

20:20 | 24.08.2018 | ნანახია 2581 - ჯერ

ასიეშვილი მძიმედ დაშავდა

საქართველოს ნაკრების და “ბრივის” მარცხენა ბურჯი კახა ასიეშვილი მძიმედ დაშავდა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, 31 წლის ქართველი ერთ-ერთ ვარჯიშზე მძიმედ დაშავდა და შესაძლოა, პრო დ2-ის 2018/2019 წლების სეზონი მთლიანად გამოტოვოს.

როგორც ირკვევა, “ბორჯღალოსანმა” პირველხაზელმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს, ხოლო უარეს შემთხვევაში 9 თვემდე შეიძლება მოუწიოს უქმობა.

კახა “ბრივს” 2013 წელს “ორიაკიდან” შეუერთდა. ხუთი სეზონის განმავლობაში 104 შეხვედრა ჩაატარა და 11 ლელოს გატანა მოახერხა.

ასიეშვილი, რომელსაც საქართველოს ნაკრების კვართით 41-ჯერ უთამაშია, მიხეილ ნარიაშვილის პირველ შემცვლელად ითვლება და რამდენად მოასწრებს მომავალ მსოფლიო თასის დაწყებამდე ფორმაში შესვლას, რთული სათქმელია...


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:55 | 29.08.2018
krasni (587)

ვუსურვოთ მალე გამოჯანმრთელება. ძალიან დაგვაკლდება ნოემბრის ტესტებზე.

23:23 | 25.08.2018
dominici99 (94)

ღმერთმა მალე პეხზე დაგაყენოს! ძალიან ჭირდება ნაკრებს. ვინმემ ხომ არ იცით რფგბი ტვ პრო დ 2 ს აღარ აჩვენებს? მივწერე და პასუხი არ მაღირსეს. ტოპ 14 ის თამაშებს ადრე სპორტ ლემონის სტრიმით ვუყურებდი და ახლა ვერ ვრთავ, რამე მირჩიეთ. სეტანტა გინდ ყოფილა გინდ არა, სულ 7 თამაშია ტურში და ერთ აჩვენებს , ისიც ყველაზე უინტერესოს

23:53 | 26.08.2018
temuchin (431)

მე eurosportplayer.com ის პროდ 2 ის პაკეტი ვიყიდე 5 ევროდ თვეში და პროდ2 ის ყველა თამაშია აქ, წლიური 24 ევრო ღირს. დამტანჯა ამ სტრიმებმა და ახლა დავისვენე.

0.093868