ჩემპიონატები

21:05 | 24.08.2018 | ნანახია 1645 - ჯერ

ფრანგული კლუბების ბიუჯეტი: ყველაზე მდიდარი “სტად ფრანსეა”

რამდენიმე დღის წინ ფრანგულ პრესაში საინტერესო ცნობა გამოქვეყნდა, რომელიც ტოპ 14-ის და პრო დ2-ის კლუბების ბიუჯეტს ეხება.

პირველ ელიტურ დივიზიონში ყველაზე მდიდარი კლუბი “სტად ფრანსე” არის, სადაც ორი ქართველი, გიორგი მელიქიძე და ხვიჩა ცოფურაშვილი ირიცხებიან. პარიზული კლუბის ბიუჯეტი 2018/2019 წლების სეზონში 34 მილიონი ევრო იქნება. მეორე ადგილზე დავით ზირაქაშვილის, ბექა კაკაბაძის და ვიქტორ კოლელიშვილის “კლერმონია”, რომელიც ლიდერს 1.5 მილიონი ევროთი ჩამორჩება, ხოლო მესამე პოზიცია 32 მილიონი ევროთი “ტულუზას” უკავია. ტოპ 14-ის ყველაზე ღარიბი კლუბი გიორგი თეთრაშვილის და თამაზ მჭედლიძის “აჟენია”, რომლის ბიუჯეტიც მხოლოდ 13.8 მილიონი ევროა.

ტოპ 14-ის კლუბების ბიუჯეტი 2018/2019 წლების სეზონისთვის ასეთია:

1.სტად ფრანსე – 34 მილიონი ევრო
2. კლერმონი – 32.5
3. ტულუზა- 32
4. ტულონი – 30
5. ლიონი – 29.8
6. მონპელიე – 27
7. ლა როშელი – 25.6
8. პო – 25
9. რასინგ 92 – 24
10. კასტრი – 23.7
11. ბორდო – 23
12. გრენობლი – 18
13. პერპინიანი – 16
14. აჟენი – 13.8

რაც შეეხება მეორე ელიტურ დივიზიონს, აქ ყველაზე მდიდარი კლუბი “ნევერია”, რომელშიც იჯარით თორნიკე მატარაძე და გურამ პაპიძე თამაშობენ. მათი ბიუჯეტი 12.4 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მეორე ადგილზე კახა ასიეშვილის, ლუკა გოგინავას, სოსო ბეკოშვილის, ოთარ გიორგაძის და ვასილ ლობჟანიძის “ბრივია” 12.2 მილიონი ევროთი. ყველაზე ღარიბი გუნდი კი “მასია”, სადაც ილია კაიკაციშვილი და გიორგი ახალაძე ირჯებიან. ამ გუნდის ბიუჯეტი მხოლოდ 4 მილიონი ევროა.

პრო დ2-ის კლუბების ბიუჯეტი 2018/2018 წლების სეზონისთვის ასეთია:

1.ნევერი – 12.4 მილიონი ევრო
2. ბრივი – 12.2
3. ოიონა – 11
4. ბაიონა – 11
5. ბიარიცი – 10.5
6. პროვინსი – 8
7. კოლომიე – 7.45
8. ბეზიე – 7.4
9. ვანი – 7
10. მონ-დე-მარსანი – 6.795
11. მონტობანი – 6.6
12. ანგულემი – 6.5
13. ბურგ-ენ-ბრესი – 5.3
14. ორიაკი – 5.2
15. კარკასონი – 4.2
16. მასი - 4

თეგებიტოპ 14პრო დ2

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.133635