საერთაშორისო

20:45 | 24.08.2018 | ნანახია 1144 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: არგენტინას მეორე ლეგიონერი შეემატა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარიო ლედესმამ, რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) მეორე ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ “პუმებმა” მეორე ლეგიონერს უხმეს. როგორც იცით, წინა ტურში “სარასენსის” ბურჯმა ხუან ფიგალიომ ითამაშა და ეს იყო პირველი შეხვევა, როდესაც 2015 წლის მსოფლიო თასის შემდგომ, არგენტინის ნაკრების კვართი ლეგიონერმა მოირგო. ახლა კი, ლედესმამ “აჟენის” კვაჭი ფაკუნდო ბოში გამოიძახა, რომელიც მარქაფაშია და მეორე ნახევარში კაპიტანს, აგუსტინ კრევის შეცვლის.

ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილებაა: ტომას ლავანინიმ მატიას ალემანოს ადგილი დაიკავა. მარქაფაში კი სამი სხვა მოთამაშეა. ფაკუნდო ბოშიზე უკვე ვისაუბრეთ, რომელმაც თადარიგში დიეგო ფორტუნი ჩაანაცვლა, სანტიაგო გონსალეს იგლესიასი ხერონიმო დე ლა ფუენტემ შეცვალა, ხოლო სათადარიგო 9 ნომერი მარტინ ლანდახოს მაგივრად, ტომას კუბელი იქნება.

“პუმები” სამხრეთ აფრიკას ასეთი შემადგენლობით დაუხვდებიან:

უკანა ხაზი

15. ემილიანო ბოფელი, 14. ბაუტისტა დელგუი, 13. მატიას მორონი, 12. ბაუტისტა ეზკურა, 11. რამირა მოიანო, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. გონსალო ბერტრანუ;

შერკინება

1. ნაუელ ტეტაზ ჩაპარო, 2. აგუსტინ კრევი (კაპიტანი), 3. ხუან ფიგალიო, 4. გუიდო პეტი, 5. ტომას ლავანინი, 6. პაბლო მატერა, 7. მარკოს კრემერი, 8. ხავიერ Oრტეგა დესიო;

მარქაფა

16. ფაკუნდო ბოში, 17. სანტიაგო გარსია ბოტა, 18. სანტიაგო მედრანო, 19. მატიას ალემანო, 20. ტომას ლეზანა, 21. ტომას კუბელი, 22. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 23. ხუან კრუზ მალია.

შეგახსენებთ, რომ 4 ერის გათამაშების მეორე ტურში არგენტინა მენდოსაში სამხრეთ აფრიკას მიიღებს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება აფრიკელთა გამარჯვებით 34:21 დასრულდა, ხოლო მომავალი შეხვედრა შაბათს საქართველოს დროით 23:10 დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.0814