საქართველოს ნაკრების და “ორიაკის” მესამეხაზელის, გიორგი ცუცქირიძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.
შაბათს პრო დ2-ის პირველი ტურის მატჩში “ორიაკმა” შინ “ოიონა” მინიმალური სხვაობით 20:19 დაამარცხა. 21 წლის ქართველი მორკინალი ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი გუნდის რიგებში, ოფიციალურ მატჩში დებიუტი ჰქონდა. სამწუხაროდ, გიორგი 36-ე წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია.
ფრანგულ პრესაში იწერებოდა, რომ გიორგის მუხლი ჰქონდა დაზიანებული და შესაძლოა, დიდხანს ეუქმა, თუმცა საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა. WorldRugby.Ge ახალგაზრდა “ბორჯღალოსანს” დაუკავშირდა და მისი ჯანმრთელობის შესახებ ზუსტად შეიტყო.
“დღეს (გუშინ) გადამიღეს მუხლზე სურათი და უბრალოდ მყესი მაქვს დაჭიმული. მოედანს დაახლოებით ორ-სამ კვირაში დავუბრუნდები”, - განაცხადა ცუცქირიძემ.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის მესამეხაზელს საქართველოს ნაკრების კვართით 8-ჯერ უთამაშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ღმერთმა სულ ჯანმრთელი გამყოფოს გიო ! ! !
გამიხარდა ძალიან, მიდი გიო, ორიაკი ფაქტიურად ქართული გუნდია წელს, 6 ჩვენებურით.
8 ჩვენებურით.
მაგდენი არ ვიცოდი, მით უმეტეს, მოკლედ რაგბი ჩვენი თამაშია! ორიაკი ჩვენი გუნდია!
მალე გამოჯანმრთელება და წარმატებები გიორგი.