საერთაშორისო

21:00 | 16.08.2018 | ნანახია 1661 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: “ოლ ბლექსის” შემადგენლობა ავსტრალიასთან მატჩისთვის

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა 2018 წლის რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) პირველი ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

“ოლ ბლექსს” ტრავმების გამო ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე არ ეყოლება: კვაჭი დენ კოულსი და შუამარბი სონი ბილ უილიამსი. სხვა მხრივ, “კივების” შემადგენლობა უძლიერესია და ზემოხსენებულ მორაგბეებსაც უმაღლესი დონის მოთამაშეები ცვლიან. “შავების” მარქაფაშია დებიუტანტი ტიმ პერი, ხოლო ჯეკ გუდჰუს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ნათამაშები. ორივე მოთამაშე “კრუსეიდერსის” ღირსებას იცავს და ორიოდე კვირის წინ სუპერ რაგბის გამარჯვებულები გახდნენ.

ახალი ზელანდია ავსტრალია ასეთი შემადგენლობით ეთამაშება:

უკანა ხაზი

15. ბენ სმიტი (67 კეპი), 14. ვაისაკი ნაჰოლო (19), 13. ჯეკ გუდჰუ (1), 12. რაიან კროტი (37), 11. რიეკო იოანი (16), 10. ბოდენ ბარეტი (64), 9. აარონ სმიტი (74);

შერკინება

1. ჯო მუდი (34), 2. კოდი ტეილორი (32), 3. ოუენ ფრენკსი (98), 4. ბროდი რეტალიკი (68), 5. სამუელ უაითლოკი (99), 6. ლიამ სქუეარი (17), 7. სემ კეინი (55), 8. კირან რიდი (109, კაპიტანი);

მარქაფა

16. ნათან ჰარისი (13), 17. კარლ ტუ’ინუკუაფე (3), 18. ტიმ პერი (0), 19. სკოტ ბარეტი (19), 20. არდი სავეა (20), 21. ტიჯეი პერენარა (45) 22. დამიან მაკქენზი (15), 23. ენტონ ლინერტ-ბრაუნი (24)

შეგახსენებთ, რომ 4 ერის გახსნით მატჩში ავსტრალია სიდნეიში ახალზელანდიას უმასპინძლებს. შეხვედრა საქართველოს დროით 14 საათზე დაიწყება. ამავდროულად, აღნიშნული რკენა ბლედისლოუს თასის პირველი თამაშია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077722