ჩემპიონატები

14:30 | 9.08.2018 | ნანახია 2018 - ჯერ

ავსტრალიის რაგბის კავშირმა კაპიტანს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

ავსტრალიის ნაკრების და “ვორათასის” კაპიტანი მაიკლ ჰუპერი სამშობლოში კიდევ ხუთი წელი ითამაშებს. ავსტრალიის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 26 წლის მესამეხაზელმა ორმაგი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მაიკლი ავსტრალიაში 2023 წლის მსოფლიო თასის ბოლომდე დარჩება.

ჰუპერი ამ დროის განმავლობაში 6 მილიონ ავსტრალიურ დოლარს გამოიმუშავებს.

მაიკლი “ვოლაბების” რიგებში 2012 წელს გამოჩნდა, მას შემდგომ 82 კეპი მოიხვეჭა და 14 ლელო დადო. სუპერ რაგბიში 2010-2012 წლებში “ბრამბიზის” ღირსებას იცავდა და 31 მატჩში 5 ლელო გაიტანა, ხოლო 2013 წელს “ვორათასს” შეუერთდა და დღემდე ჩატარებულ 93 თამაშში მეტოქეები 19-ჯერ დაალელოვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073607