სიახლეები

15:00 | 3.08.2018 | ნანახია 1690 - ჯერ

ზაფხულის თასი | რასინგ 92 - არგენტინა XV

3 აგვისტოს ‘მიხეილ მესხზე’ საკლუბო/სანაკრებო ტურნირის - „რაგბის ზაფხულის თასი 2018“-ის მეორე და ფინალური სათამაშო დღეა.

პირველი მატჩი 19 საათზე დაიწყება და მასში საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონი და ჩემპიონთა თასის გასული სეზონის ფინალისტი ‘რასინგი’, არგენტინა XV-ს შეხვდება.

ტურნირის პირველ ტურში არგენტინელები საქართველო XV-თან მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ (22:23), ხოლო პარიზელებმა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ბონუს-ქულით, 45:7 მოუგეს. ამრიგად, თუ ‘რასინგი’ ამ თამაშსაც მოიგებს და მეტოქეზე სამით მეტ ლელოსაც გაიტანს (ბონუსს აიღებს), ის „რაგბის ზაფხულის თასის“ პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდება, რადგან საქართველო XV-ს, რომელიც 21:30 საათზე თამაშობს, 4 სატურნირო ქულა აქვს და მას ვეღარ დაეწევა.

მეორე თამაშს გუნდები ცვლილებებით და გადაადგილებებით ხვდებიან. მატჩს ტოვებს ‘რასინგის’ ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინი, რომელმაც ფეხი დაიზიანა. განაცხადშია გურამ გოგიჩაშვილი, რომელსაც 28 ივლისსაც უნდა ეთამაშა, თუმცა ლიცენზიის მოწესრიგება ვერ მოესწრო და მისი დებიუტი ხვალ შედგება.

მთლიანობაში, ‘რასინგმა’ სრულად შეცვალა შერკინების პირველი და მესამე ხაზი, ხოლო მეორე ხაზში ერთი ცვლილებაა. სამი ცვლილებაა ფრანგთა უკანა ხაზშიც.

ორმა მოთამაშემ შეიცვალა პოზიცია შეიცვალა არგენტინა XV-ის უკანა ხაზში, სადაც ადგილი მხოლოდ ერთმა შეინარჩუნა. მათ ხაზში ჯამში 4 ცვლილებაა. ძირითადშია 9 ნომერი ტომას კუველი, რომელსაც არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 63-ჯერ უთამაშია და 11 ლელო აქვს გატანილი. ხუთი ცვლილებაა სამხრეთელთა შერკინებაში.

რაგბის ზაფხულის თასი 2018

თბილისი. მიხეილ მესხი. 19:00 საათი

რასინგ 92 - არგენტინა XV

რასინგ 92: 15. საიმონ ზიბო, 14. ჯო როკოთოკო, 13. ოლივიე კლემანჩაკ, 12. ანრი შავონსი, 11. ხუან იმოფ, 10. ფინ რასელ, 9. ტედი ირიბარენ; 1. ედი ბენ-არუზ, 2. ოლე ავეი, 3. ბენ ტამეიფუნა, 4. ბორის პალუ, 5. ედვინ მაკა, 6. ვენსესლაზ ლორე, 7. ბაპტის შუზანუ, 8. ჯორდან ჯოზეფ.

მარქაფა: 16. ისამ ჰამელ, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. დინაქა რაიან, 19. ესტებან აბადი, 20. კსავიე შოვო, 21. რაფაელ ლაგარდ, 22. ლეონარ პარიზ, 23. ჟორჟ-ანრი კოლონ, 24. ანტონი კლაასენ, 25. ბენ ვოლავოლა.

არგენტინა XV: 15. სანტიაგო კარერას, 14. ლეოპოლდო ერერა, 13. სანტიაგო რესინო, 12. ლუკას მენსა, 11. ფაკუნდო კორდერო, 10. ხუან კრუს მალია, 9. ტომას კუველი; 1. ფრანკო ვრარდა, 2. დიეგო ფორტუნი, 3. ლუკას ფავრე, 4. ფრედერიკო გუტიერესი, 5. იგნასიო ლარაგე, 6. როდრიგო ვრუნი, 7. ლაუტარო ვავარო (კაპ.), 8. სანტიაგო პორტიშო.

მარქაფა: 16. აგუსტინ მასეირას, 17. ნიკოლას ლეივა, 18. მარკო სისიოლი, 19. ფრანკო მოლინა, 20. ფრანსისკო გორისენ, 21. ფელიპე ესკურა, 22. გასტონ არიას, 23. ხულიან დომინგეს, სანტიაგო გრონდონა.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088696