ჩემპიონატები

11:30 | 1.08.2018 | ნანახია 1689 - ჯერ

პრემიერშიფის 2018/2019 წლების სეზონის კალენდარი

ინგლისის ჩემპიონატის 2018/2019 წლების სეზონის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. შესაბამისად, უკვე ცნობილია მომავალი სეზონის კალენდარი.

გათამაშება სტარტს 31 აგვისტოს აიღებს, ხოლო რეგულარული ჩემპიონატის უკანასკნელი ტური 18 მაისს გაიმართება. ნახევარფინალური დაპირისპირებები 24 და 25 მაისს შედგება, ხოლო ფინალური შეხვედრა – 1 ივნისს.

ჩემპიონატის გახსნით მატჩში პრემიერშიფში დაბრუნებული “ბრისტოლი” “ბათს” უმასპინძლებს. ზურაბ ჟვანიას “უოსპსი” გასვლაზე “ვუსტერ უორიორსს” შეერკინება, ხოლო მოქმედი ჩემპიონი “სარასენსი” “ნიუკასლ ფალკონსს” ესტუმრება.

პირველი ტურის განრიგი:

31 აგვისტო

22:45 ბრისტოლი – ბათი

1 სექტემბერი

17:00 გლოსტერი – ნორთჰემპტონი
18:00 ჰარლექუინსი – სეილ შარქსი
18:00 ვუსტერ უორიორსი – უოსპსი
19:30 ექსეტერ ჩიფსი – ლესტერ ტაიგერსი

2 სექტემბერი

18:00 ნიუკასლ ფალკონსი - სარასენსი

გათამაშების სრული კალენდარი იხილეთ ამ ბმულზე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078677