ამბები

10:40 | 25.07.2018 | ნანახია 1574 - ჯერ

საქართველო XV - პირველი ღია ვარჯიში

საქართველო XV პირველი საკლუბო/სანაკრებო ტურნირისთვის - რაგბის ზაფხულის თასისთვის შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან. ტურნირისთვის გუნდის მთავარმა მწვვრთნელმა, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა, ბესიკ ხამაშურიძემ დიდი 10-ის კლუბებიდან 34 მორაგბეს უხმო | სატურნირო შემადგენლობა

ახალი ტურნირის პირველი ღია ვარჯიში

25 ივლისს ახლად შეკრებილი საქართველო XV ტრადიციულ ღია ვარჯიშს გამართავს, რომელიც 18 საათზე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართება.

ღია ვარჯიშზე დასწრება მედია საშუალებების წარმომადგენლებისა და გულშემატკივრებისთვის თავისუფალია.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082696