მიმოხილვები

10:16 | 13.02.2016 | ნანახია 1571 - ჯერ

„ნიუკასლმა“ 7-წლიანი ნავსი გატეხა

ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ მე-12 ტურის პირველ მატჩში, „ნიუკასლმა“ „კინგსტონ პარკზე“ „ლესტერ თაიგერსთან“ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწია.

2009 წლის მარტის შემდეგ, 7-მა წელმა და 11-მა თამაშმა ისე ჩაიარა, რომ „ვეფხვებს“ „კაჭკაჭებისგან“ საფრთხე არ უგრძვნიათ, მაგრამ ახლა ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდნენ. ტყუილად არ იმუქრებოდნენ მატჩამდე ნიუკასლელები: საუკეთესო ფორმაში ვართ და მეტოქე ვერ გადაგვირჩებაო - მათ დანაპირები შეასრულეს.

დასაწყისი სტუმრების იყო და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის 22-ს არ გაკარებიან, ფრედი ბარნსის წყვილი ჯარიმით მე-15 წუთისთვის 6:0 დაწინაურდნენ. ორიოდე წუთში მასპინძლებმა პირველად გაიხარეს, ბურთი მარცხნიდან მარჯვნივ ჩაათამაშეს, იერიშში საიმონ ჰამერსლი ჩაერთო და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. ენდი გუდმა, რომელიც თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მეორედ თამაშობდა და მანამდე ჯარიმა გაუცუდდა, გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა.

ბარნსმა 21-ე წუთზე გატანილი ჯარიმით „ლესტერს“ ლიდერობა ბოლოჯერ დაუბრუნა. უკეთ მობურთალმა „ნიუკასლმა“ ორი ჯარიმა გამოიმუშავა და გუდმა ორივე გამოიყენა, მერე კი, მეტოქის ლელოს მოთმინებით უტია და ადამ პაულმა სტუმრები მეორედ დაალელოვა, ხოლო გუდმა ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 20:9. მეორე ტაიმი მასპინძლებმა კვლავ აქტიურად დაიწყეს და გუდმა ორი დარტყმიდან ერთი ზუსტად შეასრულა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო „ლესტერმა“ ინიციატივის დაუფლება და შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ მერე მასპინძელთა დაცვა კედელივით დადგა და „ნიუკასლმა“ მეტოქე 26:14 დაამარცხა.

„ნიუკასლისთვის“ ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა „კინგსტონ პარკზე“ და გუნდმა სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწია, „ლესტერს“ კი, ზედიზედ ორი მარცხის მიუხედავად წესით საჩემპიონო პლეი ოფში გასვლის კუთხით საფრთხე მაინც არ უნდა შეექმნას.

დღეს მე-12 ტურის კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართება და „სეილ შარქსი“ „ექსეტერს“ უმასპინძლებს, „გლოსტერი“ „ჰარლექუინს“ დაუხვდება, „ნორთჰემპტონი“ „ლონდონ აირიშს“ მიიღებს, ხოლო ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერ უორიორსი“ „ბათს“ ეთამაშება. ქართველი კვაჭი თადარიგშია.

1.

სარასენსი

11

10

0

1

288:134

45

5

2.

ექსეტერ ჩიფსი

11

8

0

3

278:155

40

8

3.

ლესტერ თაიგერსი

12

8

0

4

224:218

34

2

4.

ჰარლექუინსი

11

6

1

4

296:253

33

7

5.

უოსპსი

11

6

0

5

226:200

28

4

6.

ნორთჰემპტონი

11

5

0

6

197:180

26

6

7.

სეილ შარქსი

10

5

1

4

178:176

26

4

8.

გლოსტერი

11

5

1

5

216:225

25

3

9.

ბათი

10

3

0

7

182:186

18

6

10.

ნიუკასლ ფალკონსი

12

3

1

8

188:301

16

2

11.

ვუსტერ უორიორსი

11

2

0

9

198:287

13

5

12.

ლონდონ აირიში

11

3

0

8

166:322

12

0

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079128