სიახლეები

16:31 | 2.06.2018 | ნანახია 4361 - ჯერ

20 წ | ცვლილებებით მასპინძლების წინააღმდეგ

3 ივნისს, ჩვენი დროით 16 საათზე უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩში მასპინძელ საფრანგეთს შეხვდებიან.

პირველ ტურში ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა, ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტ სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გაუმართეს და პირველი ტაიმი 17:12 მოიგეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მეტოქეს დარჩა - 33:27. 8-ზე ნაკლები ქულით წაგებისთვის ჩვენმა გუნდმა პერპინიანში ერთი ბონუს-ქულა მოიპოვა და ბეზიეში საფრანგეთს შეცვლილი შემადგენლობით ჩააკითხა.

მწვრთნელებმა ხაზში ორი ცვლილება და ერთი გადაადგილება განახორციელეს. სრულად შეიცვალა ცენტრი, სადაც ტრავმამოშუშებული გიორგი წიკლაური დაბრუნდა და მას დემე თაფლაძე შეუწყვილდა, რომელმაც წინა შეხვედრა ფრთაზე დაიწყო. მის ნაცვლად გარემარბად თემურ ჭიჭინაძე იწყებს, რომელიც აფრიკასთან მარქაფაში იყო.

უცვლელია ღერძი - გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე, ფულბეკი კვლავ ბექა მამუკაშვილი იქნება, ხოლო მეორე ფრთაზე 4 დღის წინანდელის მსგავსად ოთარ ძაგნიძეს ვიხილავთ.

ხუთი ცვლილება და ერთი გადაადგილებაა შერკინებაში. სრულად შეიცვალა პირველი ხაზი. თამაშს გიორგი ნუცუბიძე, თენგიზ ზამთარაძე და ლუკა აზარიაშვილი იწყებენ. პირველმა ორმა პირველ ტურში შეცვლაზე ითამაშა, მეორე განაცხადში არ იყო. მეორე ხაზში რჩება ლაშა ჯაიანი და მას ლუკა გელაშვილი შეუწყვილდება, ხოლო გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე ისვენებს.

ვიცე-კაპიტანმა, თორნიკე ჯალაღონიამ ფლანკერობიდან შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა. მის ნაცვლად 6 ნომერი სანდრო მამამთავრიშვილი იქნება, რომელიც წინა ტურში ისვენებდა, ხოლო თენგიზ გიგოლაშვილმა ძირითადში ადგილი შეინარჩუნა.

მარქაფაში გამოჩნდა კვაჭი გიორგი მენაბდე, ხოლო ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი არიან. კვლავ თადარიგში არიან არჩილ აბესაძე, მიხეილ ალანია და ლუკა დვალიშვილი. თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან არსენ მაჩალაძე და ლაშა ლომიძე.

პირველ ტურში დიდი ბრძოლა გადახდა საფრანგეთს, რომელმაც ირლანდიასთან პირველი ტაიმი 5:17 დათმო, თუმცა მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში მასპინძლებმა 3 ლელოს გატანა მოახერხეს, სამივე გარდასახეს და 9 ქულით დაწინაურდნენ. ირლანდიამ 71-ე წუთზე ლელო-გარდასახვის გატანა შეძლეს, ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს და დარჩენილმა 8 წუთმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და საფრანგეთმა მცირედით იმარჯვა - 26:24.

RUGBY.GE


კომენტარები (20)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:03 | 03.06.2018
krasni (587)

ალბათ სწორად იქცევიან მწვრთნელები, რომ აქცენტი გადადის მსოფლიოზე ადგილის შენარჩუნებაზე, ე.ი. კონკრეტული მატჩის მოგებაზე. წელს ალბათ ერთ მოგებას არ დავჯერდებით.

21:35 | 03.06.2018
თორღვა პანკელი (387)

კმაყოფილი ნაღდად არ ვარ მაგრამ გულიც არ მიშვებს რომ ბიჭებზე რაიმე აუგი ვთქვა, ფაქტია რომ მსაჯმაც ბევრი დარღვევა გაუტარა ფრანგებს, ჩვენსკენ კი არაფერი გამოპარვია, განსაკუთრებით პირველ წუთებში, თითქოს მსაჯი საერთოდ არ იყო მოედანზე როცა ალალად რაც გვეკუთნოდა ვერ მივიღედ, კარგად მესმის რაოდენ არ უხდება მსაჯობის თემის "ხელზე დახვევა" რაგბს, უბრალოდ რამდენი ხანია გულშემატკივრების არმია ჩასაფრებული ველოდებით მოსალოდნელ სენსაციას და მღელვარების ფონზე ყველაფერს ვანიჭებთ მნიშვნელობას. ყველაფრის მიუხედავად შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ჩვენი წინსვლა, რამდენიმე წლის უკან ნაღდად ვერ ვიფიქრებდი თუ საფრანგეთთან მარცხს ასე განვიცდიდი, სამხრეთ აფრიკასთან მატჩზე არაფერს არ ვამბობ, ღირსებით სავსე არიან ეს ბიჭები რომლებიც არავისთვის არაფრის დამთმობები არ არიან, ყველასთან აქვთ გამარჯვების შანსი ახალი ზელანდიის გარდა, უბრალოდ ძალიან დასანანია რომ ვერც სმხრეთ აფრიკასთან და ვერც საფრანგეთთან სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ამ სენსაციის გამოჭედვა, რა გასაკვირია გვაჯობა საფრანგეთმა დღეს და დავმარცხდით, დიდი იმედია ირლანდიას მოვუგებთ და მე პირადად ამას სენსაციად არ ჩავთვლი, ცდას არ აკლებენ ეს ბიჭები რომ გაგვახარონ, წარმატებას ვუსურვებ და რაგბი ჩვენი თამაშია!

21:17 | 03.06.2018
kelbo (21)

ტოჩი ჩამოდის ორშაბათს 11:45-ზე
სუმომანთა კლუბი მივდივართ დასახვედრად
საკმაოდ მოუხერხებელი დროა ვინც მუშაობს იმათთვის მარა თუ მოგეცათ საშუალება, რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი
მოკლედ, გეგმა არის ასეთი:
ორშაბათს დილით, 09:30-დან 10:00-მდე იკრიბებიან ბარათაშვილის ქუჩაზე, ე.წ. "კონკასთან", საიდანაც 10:05-ზე ავტობუსებით წავლენ აეროპორტისკენ.
ავტობუსებით წასვლა წამოსვლის საკითხი მოგვარებულია.
0?'>https://www.google.ge/maps/place/კონკა+Konka/@41.6961763,44.8048914,18z/data=!4m12!1m6!3m5!1s0x0:0xf27796ca7216c57!2z4YOX4YOQ4YOV4YOY4YOh4YOj4YOk4YOa4YOU4YOR4YOY4YOhIOGDm-GDneGDlOGDk-GDkOGDnOGDmA!8m2!3d41.6934362!4d44.8014844!3m4!1s0x40440ce4f920da7b:0x919faa36ec1d577d!8m2!3d41.6964224!4d44.8061467':'>https://www.google.ge/maps/place/კონკა+Konka/@41.6961763,44.8048914,18z/data=!4m12!1m6!3m5!1s0x0:0xf27796ca7216c57!2z4YOX4YOQ4YOV4YOY4YOh4YOj4YOk4YOa4YOU4YOR4YOY4YOhIOGDm-GDneGDlOGDk-GDkOGDnOGDmA!8m2!3d41.6934362!4d44.8014844!3m4!1s0x40440ce4f920da7b:0x919faa36ec1d577d!8m2!3d41.6964224!4d44.8061467'))

21:16 | 03.06.2018
kelbo (21)

სამხრეთ აფრიკასთან მოსაგები იყო თამაში - მასეთი თამაშების მოგება უნდა ვისწავლოთ უკვე ნელანელა თუ წინსვლა გვინდა...
მაგრამ დღეს აშკარად გვჯობდა მოწინააღმდეგე და ამიტომ იმდენად არ დამწყვეტია გული...
რაც მთავარია ვაჩვენეთ რომ მათ დონეზე დამსახურებულად ვართ - ვერ გადაგვიარეს როგორც ქვედა დონის გუნდს გადაუვლიდნენ, ბონუსიც კი ვერ აიღეს...
უბრალოდ ერთი დონის გუნდებშიც რომ არის სხვადასხვა სიძლიერის გუნდები აი ისეთი თამაში იყო... ერთადერთი ის შეიძლება თქვა რო კაი იქნებოდა ჩვენ აგვეღო ბონუსი, მარა ნუ არ გამოვიდა

20:54 | 03.06.2018
beeq.777 (63)

მოკლედ ჩემი ვარაუდით როგორც დავთვალე შემდეგ ტურში არგენტინამ უნდა მოიგოს იტალიასთან და ჩვენ ირლანდიასთან რომ მოვხვდეთ 5-8 ადგილების გათამაშების ბადეში. წაგების შემთხვევაში დიდი ალბათობით შოტლანდიასთან მოგვიწევს თამაში რომელიც ინგლისს ეთამაშება და 99% წააგებს. თუ მოვიგეთ და არგენტინამ წააგო იტალიასთან მაშინ დიდი ალბათობით იაპონიას შევხვდებით.

19:20 | 03.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

თუ ადგილი შევინარჩუნეთ, კარგი იქნება. ესეც არ იქნება ადვილი. როვორც ჩანს შოტლანდია და იაპონია გველოდება წინ ამისთვის

19:11 | 03.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ. ეგ სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული ერთა თასზე რომ ათამაშო, მეორე ადგილზე მაინც გავა

19:10 | 03.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

სიმართლეს გაუმარჯოს
ჩვენზე მაღალი დონის იყო საფრანგეთი, მითუმეტეს აფრიკა

19:00 | 03.06.2018
BEERTRANCE (1073)

სხვაობა მცირდება ყოველწლიურად

16:56 | 03.06.2018
პანტელეიმონი (1218)

მეორე ტაიმში ცოტას თუ მოვიმატებთ გავტეხავთ ფრანგებს

16:14 | 03.06.2018
krasni (587)

გამარჯობა საფრანგეთო შენი, დაგვიკალი მამალი.

06:31 | 03.06.2018
გზავნილი (81)

მე რომ 20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ვიყო...

მე რომ 20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ვიყო, ხვალ დილით გუნდის პირველ შეკრებაზე მუხლებზე დავდგებოდი და პატიებას ვთხოვდი თითეულ მორაგბეს - იმისთვის რომ მას არ ჯეროდა მისი შეგირდების ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობების, იმისთვის რომ რომ მას დაავიწყდა თუ ქართველი რამეს სერიოზულად და გულისყურით მოკიდებს ხელს მას ძალიან მალე შეუძლია იმაზე სწრაფად გაიზარდოს, რომ თვით მწვრთნელი ვერ მიხვდეს, იმის გამოც, რომ მას დაავიწყდა თავისი უპირველესი ფუნქცია - იყოს ლიდერი, პატივცემული და მაგალითის მიმცემი შეუდრეკლობის და გამარჯვებისკენ სწრაფვის. იქნებ გააკეთა კიდევაც, ვინ იცის... თქვენი ბანაკიდან ხომ ჩიტიც ვერ გამოფრინდება რამე რომ მოგვიყვეს!

ჩვენს ბიჭებს მინდა მივმართო - ჩვენო ძმებო, ქართველებო, ვაჟკაცებო, ბორჟღალოსნებო! ძალიან ხშირად ადამიანი ვერ ათვითცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება მიედინება დროის გარკვეულ პერიოდში როცა ხდება ეპოქიდან ეპოქაში გადასვლა. კარგად დააკვირდით - გაიაზრეთ სად იყო ქართული რაგბი და რამდენად გაიზარდა ის.
ამ ქვეყანად ყველაფერი რაღაც კანონზომიერებას ექვემდებარება და ყველა იმ კანონზომიერებით დღეს ქართული რაგბი აღარ უნდა იყოს იქ სადაც დღესაა, ჩვენ ყველანი ერთად: მოთამაშეები, მწვრთნელები, ფედერაციის ჩინოვნიკები და გულშემატკივარიც კი ბევრად გავიზარდეთ და გავბევრდით იმისთვის, რომ სადაც 10 წლის წინ ვიყავით ჯერ კიდევ იმ ორბიტაზე ვართ. ბუნების განონზომიერება გამოიწვევს ჩვენს მოწყვეტას აქედან და თქვენ გაქვთ შანსი გახდეთ პირველი ქართველები, რომლებმაც ეს მოჯადოვებული წრე გაარღვია, თქვენ გაქვთ შანსი დაუდოთ სათავე ისეთივე ეპოქას როგორიც შექმნა ლეონსიოს თაობამ, თქვენ შეგწევთ ამის ძალა!

დარწმუნებული ვარ რომ იცით, მაგრამ შეგახსენებთ და ხაზს გავუსვამ რამდენიმე ფაქტს:
1. თქვენ სამხრეთ აფრიკას ბოლო თვენახევარში სამჯერ ეთამაშეთ და ყოველი შემდეგი თამაშის შემდეგ ანგარიშის სხვაობა მცირდებოდა. თქვენ მეორე თამაშში მე-60 წუთამდე იგებდით, მე-3ში 40 წუთი და თქვენ ბოლო მატჩში დამარცხდით მხოლოდ 6 ქულით ... და არ დაგავიწყდეთ უაზროდ გაშვებული 2 ლელო...
2. დარწმუნებული ვარ რომ იცით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ერთი თვის უკან სამხრეთ აფრიკამ ინგლისს 26-12 მოუგო და შოტლანდის 41-3.
3. როგორ გგონიათ თქვენ იმბიჭებზე, როლებიც საქართველოში დარჩნენ და ნაკრებში ვერ მოხვდნენ 10 თავით მაღლა დგახართ? და თუ 10 თავით მაღლა არ ხართ ამ საფრანგეთის მე-2 ნაკრებს წელს ხომ მოვუგეთ?
4. სამხრეთ აფრიკა არის #1 გუნდი რომელსაც შეუძლია ზელანდიას წინააღმდეგობა გაუწიოს, თქვენ საფინალოდ გამზადებულ გუნდს კინაღამ მოუგეთ.
5.სრულიად საქართველოს ჯერა თქვენი, გული აღარ გვივარგოდა სამხრეთ აფრიკასთან თამაშის მერე და მინდა რომ ეს ენით აღუწერელი სიხარული თამაშის შემდეგაც გვქონდეს და სიცოცხლის ბოლომდე მახსოვდეს.

დავდოთ პირობა, რომ ყველა მათგანი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იომებს დღევანდელ მატჩში - ყველა ერთმანეთისთვის და ყველა გუნდისთვის და მე მჯერა, რომ ჩემი ოცნება, სიზმარი თუ ზღპარი რელობა გახდება!

რა ზღაპარი? ირლანდიის თამაშის წინ მოგიყვებით!!!

PS. რა ჯობია გაზაფხულის ყვინჩილას კუხ-მაყვალში შემწვრად ჩაწყობილს არ გინდათ გასიჯოთ რა გემოსია ფრანგული ყვინჩილა?

15:38 | 03.06.2018
temuchin (431)

ჩვენ ყველა ერთად გავსინჯავთ ახლა ფრანგულ ყვინჩილას ბარკლები ბიჭებისაა, დანარჩენიც განაწილდება, მე როგორც გულშემატკივარი თავ-ფეხზეც თანახმა ვარ

14:22 | 03.06.2018
პანტელეიმონი (1218)

ვუერთდები გზავნილი-ის პათოს ! ! !

23:59 | 02.06.2018
zurageorgevich (45)

ყველას გილოცავთ ბორჯღალოსნების გამრჯვებას ფრანგი ბარბაროსების წინააღმდეგ... რაც შეეხება 20 წლამდელებს, ჯგუფში დარჩენილი გვაქ 2 თამაში ხვალ საფრანგეთთან და მოგვიანებით ირლანდიასთან... მემგონი მოვიდა დრო ახალგაზრდებმა დაიწყონ ტიერ ერთის გუნდებთან სტატისტიკის განახლება, გამოსწორება... ბოლო წლებში როგორც ეროვნული ნაკრები ისე 20 წლამდელები ერთი ორად განვითარდნენ, კარგი იქნება ჯგუფშივე დაწინაურებას შევეჩვიოთ... შარშან თუ პუმები დავამარცხეთ რატო არ უნდა ვიბრძოლოდ მოსაგებად საფრანგეთთან ან თუნდაც ირლანდიასთან... ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ, ნაკრებში იკვეთებიან ლიდერები, კარგია რო ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა... გამოვყოფდი თედო აბჟანდაძეს როგორც ეროვნული ნაკრების მომავალ 10 ნომერს (ამ პოზიციაზე შედარევით არ არი კონკურენცია ეროვნულშიც) კარგი იქნებოდა მსოფლიოზე თუ მოხვდებოდა 34 კაციან განაცხადში გამოცდილებუსთვის... ამ თაობის დიდი იმედი მაქ... ჩვენი სარაგბო ზენიტი წინაა..
გამარჯვებას გისურვებთ

21:59 | 02.06.2018
DataN24 (215)

სვანიძის ტრავმა რა სიმძიმისა რა ინფორმაცია გაქვთ?

23:26 | 02.06.2018
buka12 (27)

კარგადაა ალბათ ირლანდიასთან იქნება

21:53 | 02.06.2018
kobaSP (45)

მაგარი დაძაბული შეხვედრა გველის... იყო შეცდომები პირველ თამაშში, თან დასანანი შეცდომები.. მაგრამ ეს თამაშია და შეცდომაც თამაშის ნაწილია. იმედია გამოასწორებენ ხარვეზ(ებ)ს და აღარ იქნება იმდენი წუნი... ჩვენ რეალურად ელიტაში დარჩენისათვის ვიბრძვით. საპრიზოზე არ გვაქვს პრეტენზია არც გულშემატკივარს, მაგრამ რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებაა საჭირო. წარმატებები უმცროს ბორჯღალოსნებს. მეიმედება მასპინძელ ფრანგებთან რატომღაც...

20:09 | 02.06.2018
dominici99 (94)

Gmertma xeli mogimartot, bichebo! Dvalushvili da Alanua orive 9 ar aris? tu 19 zec dgeba romelime, xom ar icit?

18:35 | 02.06.2018
თორღვა პანკელი (387)

თუ არ ვაჩუქეთ ლელოები საფრანგეთს როგორც სამხრეთ აფრიკასთან დაგვემართა, მაშინ გავიმარჯვებთ და ირლანდიასაც ზედ მივაყოლებთ დესერტად.

18:27 | 02.06.2018
krasni (587)

გამიხარდა წიკლაურის გამოჯანმრთელება და დაბრუნება. ხვალ არ ექნებათ ფრანგებს იოლი გასეირნება, არც ჩვენი გამარჯვებაა გამოსარიცხი. ბიჭები დაბდღვნიან მამლებს.

17:02 | 02.06.2018
geogoli (367)

წარმატებები ბიჭებს. როტაცია გამართლებულია, საფრანგეთს მაგარად უნდა ვებრძოლოთ და ირლანდია უნდა დავამარცხოთ.

17:00 | 02.06.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

0.117552