ამბები

16:17 | 29.08.2014 | ნანახია 3061 - ჯერ

დღეს ფინალია – უმცროსი “ბორჯღალოსნები” “კლერმონის” წინააღმდეგ

დღეს, საფრანგეთში აკადემიების გამოწვევის ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მასპინძელი კლერმონის 20-წლამდელთა გუნდი 19-წლამდე “ბორჯღალოსნებს” ეთამაშება. ორიოდ საათით ადრე კი, მესამე-მეოთხე ადგილისთვის მატჩში, “ლესთერ თაიგერსი” “მანსთერთან” გაარკვევს ურთიერთობას.

შეგახსენებთ, რომ “აკადემიების – გამოწვევა” არის ახალი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც “კლერმონის”, “ლესთერ თაიგერსის”, “მანსთერის” 20-წლამდელთა გუნდები და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობენ.

ტურნირის პირველ რაუნდში, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართა, “კლერმონმა” “მანსთერი” 19:13 დაამარცხა, ხოლო უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” “ლესთერ თაიგერსს” 24:21 სძლიეს.

19-წლამდე ბორჯღალოსნებისა და “კლერმონის” მატჩის ტექსტური ლაივი იწარმოებს რაგბის კავშირის  ოფიციალურ ფესიბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion

ტურნირის პირველ ტურში გაუწყეთ, რომ მატჩის დასრულებიდან მეორე დღეს მოგაწვდიდით მატჩის ვიდეო-ჩანაწერს, რაც სამწუხაროდ  ვერ მოხერხდა. ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ვერ ახერხებენ ჩანაწერის მოწოდებას, რასაც ტექნიკური პრობლემებით ხსნიან. როგორც მათ გვაუწყეს, დაბა ბესში, სადაც ტურნირი იმართება, იმდენად ცუდი ინტერნეტია, რომ ჩანაწერის ატვირთვას უკვე მესამე დღეა ვერ ახერხებენ.

აქედან გამომდინარე, მატჩების ატვირთვა მოხერხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების დელეგაცია საქართველოში დაბრუნდება.

U19 საქართველოს შემადგენლობა კლერმონის U20-ის წინააღმდეგ

15. გიორგი ბაბუნაშვილი, 14. დავით გულიტაშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. თემურ ირემაძე, 11. დავით ლობჟანიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე.

1. ბექა კაკაბაძე, 2. ბადრი ალხაზიშვილი (კაპ.), 3. გიორგი მელიქიძე, 4. ბესიკ ბარბაქაძე, 5. ოთარ გიორგაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. ბადრი დანგაძე, 8. დავით პაპავაძე.

მარქაფა: თორნიკე მატარაძე, თორნიკე მანაგაძე, ნიკა ნეფარიძე, თორნიკე ზოიძე, ჟორა მღებრიშვილი, გივი ლოსაბერიძე, ბადრი ლიპარტელიანი, ლაშა საჯაია, თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე, ბექა ნონიაშვილი, ლაშა ბრეგვაძე.

სამწვრთნელო შტაბი

ლადო კილასონია – მწვრთნელი, ზურა ამონაშვილი – მწვრთნელი, გიგა გურეშიძე – მწვრთნელი, გიორგი ნადარეიშვილი – ფიზმომზადების მწვრთნელი, ირაკლი შაორშაძე – ფიზიო, ილია ლათიბაშვილი – ექიმი, ოთარ იაშვილი – გუნდის მენეჯერი, დავით რამიშვილი – ვიდეო ანალიტიკოსი.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075611