ევროპის სერია

22:58 | 16.05.2018 | ნანახია 2800 - ჯერ

7-ქალა | საფრანგეთში ორ ტურნირზე
მზადება ზაგრების ჩემპიონატისთვის

საქართველოს 7-ქალა ნაკრები ხვალ გამთენიისას საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც ერთი კვირა დარჩება და ორ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

პირველი ნანსის ტურნირია, რომელიც 19-20 მაისს გაიმართება და მასში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გოგონების მეტოქეები სამხრეთ აფრიკული ‘დელტადრონი’, შვედური ‘სუედ ბლეუ’ და ფრანგული ‘პერიგო’ იქნებიან.

პარიზის ტურნირი 22-23 მაისსაა და მისი განრიგი ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კონფერენც დივიზიონისთვის ემზადება, რომელსაც 8-9 ივნისს ხორვატია, ზაგრები უმასპინძლებს. ჩვენი გოგონების მიზანი პირველი ადგილის დაკავება და მეორე დივიზიონში აღზევებაა.

საფრანგეთში ჯაბა მალაღურაძეს 14 მოთამაშე მიყავს:

თინათინ პაპუაშვილი, თინათინ სიხარულიძე, ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, სალომე მაკასარიშვილი, მარიამ გოგუაძე, თამარ მანაგაძე, ანი სირაძე, თეონა ჩიტაიშვილი, ანი კაპანაძე, მანონი საღარაძე, ლოსანა ფოლადაშვილი, ნათია გავაშელიშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:02 | 18.05.2018
თორღვა პანკელი (387)

ყოჩაღDDDDD

23:25 | 17.05.2018
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

14:05 | 17.05.2018
ogafa (407)

წარმატებები

0.086678