საქართველოს ნაკრების მორაგბეები - დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე, მესამე დონის ევროპის საკლუბო ტურნირის, კონტინენტური ფარის ფინალურ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ.
ფინალური შეხვედრა ხვალ, 12 მაისს ესპანეთის ქალაქ გეჩოში, „კამპო ფადურაზე“ 14 საათზე დაიწყება და კრასნოიარსკის „ენისეი“ გერმანულ „ჰაიდელბერგს“ შეხვდება.
კაჭარავა თამაშს 13 ნომერზე დაიწყებს, ხოლო გაჩეჩილაძე 6 ნომრად ითამაშებს.
მანამდე კი, დღეს 23:00-ზე ბილბაოს „სან მამესზე“ მეორე დონის ტურნირის, ჩელენჯ კაპის ფინალში უელსური „კარდიფ ბლუზი“ ინგლისურ „გლოსტერს“ შეხვდება. კარდიფედლთა განაცხადში არაა ქართველი ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი.
ხვალ ამავე სტადიონზე ჩემპიონთა თასის ფინალია და ვასილ კაკოვინის „რასინგი“ ირლანდიურ „ლენსთერს“ შეხვდება. პარიზელებს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებიათ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია