ქართული

18:00 | 3.05.2018 | ნანახია 2764 - ჯერ

ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია - დავით ქუბრიაშვილი

“მონპელიეს” ბორჯღალოსანი ბურჯი დუდუ ქუბრიაშვილი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს ორი თვის წინ დაუბრუნდა, ბოლო ორ ტურში სასტარტო შემადგენლობაში იდგა და ტოპ 14-ის ლიდერ გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარება.

რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, მისმა გუნდმა პირველი ადგილი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “მონპელიე” საჩემპიონო ფლეი ოფში ნახევარფინალიდან ჩაერთვება და სანუკვარ ჯილდომდე მხოლოდ ორი ნაბიჯი დარჩება.

მაგრამ ქუბრიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ორი ნაბიჯის გადადგმა რთული იქნება:

„ბოლო წლებში “მონპელიე” გაიზარდა და საფლეიოფო ექვსეულში რეგულარულად ხვდება, წელს კი ისე მოხდა, რომ ჩემპიონატს პირველ ადგილზე დავასრულებთ. ფლეი ოფში ნახევარფინალიდან ჩავერთვებით და გვაქვს იმედი, რომ ფინალშიც გავალთ. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ მიზნის მიღწევა ურთულესი იქნება. ფლეი ოფში ჩვენს გარდა კიდევ ხუთი გუნდია, რომელთაც იგივე სურვილი და მოტივაცია ამოძრავებთ“.

„ფლეი ოფები ფაქტიურად ცალკე ჩემპიონატია. ძნელი და რთულია მთელი წლის განმავლობაში საუკეთესოებს შორის იყო და რეგულარული გათამაშება სასურველ პოზიციაზე დაასრულო, მაგრამ ბოლო 2-3 თამაშს სპეციალური მომზადება ჭირდება. აქ შეცდომის დაშვების უფლება აღარ გაქვს, რადგან გამოსასწორებლად დრო აღარ გრჩება. ამის ნათელი მაგალითი “კლერმონია”, რომელიც თითქმის ყველა სეზონს პირველ-მეორე ადგილზე ასრულებდა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ჩემპიონობას ვერ ახერხებდა. ფლეი ოფში წარმატებულ თამაშს დიდი გამოცდილება და ფსიქოლოგიური მომზადება ჭირდება, რითაც “მონპელიე” ვერ დაიკვეხნის. თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ნახევარფინალის მოგება შეგვიძლია და ახლა სწორედ ამ კონკრეტულ შეხვედრაზე ვფიქრობთ და არა ფინალზე“.

„ფლეი ოფში შემთხვევით ვერავინ ხვდება და ეს უნდა გავითვალისწინოთ. “ტულუზა” დიდი გამოცდილების მქონე, ძალიან კარგი გუნდია და იცის ამ ეტაპზე როგორ უნდა ითამაშოს. ასევე არიან “ტულონი” და “რასინგი”. გაგვიმართლა ექვსეულში “კლერმონი” რომ ვერ მოხვდა. სახიფათო გუნდია “კასტრი”, რომელმაც ერთხელ ფლეი ოფი ბოლო, მეექვსე ადგილიდან დაიწყო და ჩემპიონი გახდა. ერთადერთი “ლიონია”, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს და ნაკლებად სახიფათო ჩანს, თუმცა სიურპრიზს არც მისგან გამოვრიცხავ“.

3 წელი ტრავმებში

ქუბრიაშვილის პირველი ფრანგული გუნდი “მონპელიე” იყო, სადაც 2007/2008 წლების სეზონში, პირველი გუნდის შემადგენლობაში ორი თამაში ჩაატარა. მომდევნო ხუთი სეზონი დუდუმ “ტულონში” გაატარა, გუნდის ლიდერად პირველივე სეზონში იქცა და სეზონის განმავლობაში 25-30-მდე თამაშს ატარებდა. წარმატებული იყო მომდევნო ორი სეზონი “სტად ფრანსეში”, 2015 წლიდან კი, ქართველი ბურჯი “მონპელიეს” დაუბრუნდა და პრობლემებიც დაიწყო.

ეს პრობლემები ტრავმებით იყო გამოწვეული, რის გამოც ქუბრიაშვილს ამ სამი წლის განმავლობაში დიდი დრო გაუცდა და 2015 წლის მსოფლიო თასიც გამოტოვა:

„ორი წლის განმავლობაში მენისკი მაწუხებდა და 2015 წლის მსოფლიო თასის წინ ოპერაცია გავიკეთე, დაზიანებული მენისკი ამოვიჭერი, რათა ტურნირის მსვლელობისას პრობლემა არ შემქმნოდა. კარგად ვიყავი და თამაშებისთვის ვემზადებოდი, მაგრამ ბოლო მოსამზადებელ მატჩზე, დარჩენილი მენისკიც გაწყდა. სამწუხაროდ, აღარც ნემსმა მიშველა და მალევე მენისკის სრულად ამოჭრა მომიწია.

მერე ფეხზე წვივის უკანა კუნთი გამეხა და დაბრუნებიდან ძალიან მალე, იგივე კუნთი გავიხიე, ხოლო შემდეგ ჯერზე მეორე ფეხის წვივის უკანა კუნთზეც იგივე დამემართა. საერთო ჯამში, პატარ-პატარა დაბრუნებებს თუ არ ჩავთლით, წვივის კუნთების გამო წელიწადზე მეტი გამიცდა“.

ხშირი ტრავმები დუდუ ქუბრიაშვილის სპორტულ კარიერაზე ცუდად აისახა, “მონპელიე” მასთან კონტრაქტს აღარ აგრძელებს და ბორჯღალოსანი ახალი გუნდის ძიებაშია:

„მომავალი სეზონისთვის განახლებული გუნდის შენება დაახლოებით ერთი წლით, 6 თვით ადრე იწყება. დიახ, მნიშვნელოვან პერიოდში დავბრუნდი, თანაც ისეთი პოზიციის მოთამაშე ვარ, სადაც დიდი რესურსის ქონა მნიშვნელოვანია და იმედია “მონპელიეს” ჩემპიონობის მოპოვებაში დავეხმარები, თუმცა მომავალი სეზონიდან აქ აღარ დავრჩები და ახლა გუნდის ძიებაში ვარ.

ასეთი ხანგრძლივი პერიოდით პირველად ვიყავი ტრავმირებული და ვინც მსგავს სიტუაციაში ყოფილა, მიხვდება რასაც განვიცდიდი, მაგრამ ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია და არც ახლა ვაპირებ. მე მესმის კლუბის ხელმძღანელობის, მათ მომავალი სეზონისთვის გუნდის შენება მაშინ დაიწყეს, როდესაც ტრავმირებული ვიყავი და ახლა რაც არ უნდა გავაკეთო აღარაფერი შეიცვლება. აქ ბევრი ნიუანსია გასათალისწინებელი, მათ შორის შეზღუდვა ლეგიონერებზე. ამიტომ, ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი დარჩენილ მატჩებში “მონპელიეს” მაქსიმალური დახმარებაა, მერე კი ახალი გუნდი უნდა მოვძებნო“.

დუდუ ბორჯღალოსნებშიც ბრუნდება

ტრავმების გამო ქუბრიაშვილს ბორჯღალოსნების მაისურით წელიწადნახევარია აღარ უთამაშია. მან ნაკრების კვართი ბოლოს 2016 წლის ნოემბერში, შოტლანდიასთან მოირგო და გუნდს ივნისის ტესტებზე დაუბრუნდება:

„ნაკრებში შარშან ნოემბერში უნდა მეთამაშა, მაგრამ გამომგზავრების წინა დღეს, “მონპელიეში” თამაშისას წვივის უკანა კუნთი გამეხა და დაბრუნება გადაიდო. ივნისის ტესტებისთვის გაფართოებულ სიაში ვარ. ახლა მთავარია ჯანმრთელად ვიყო და ნაკრებში აუცილებლად ვითამაშებ, რადგან ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია“.

ფიჯიზე გამგზავრებამდე, ბორჯღალოსნები 31 მაისს თბილისში “ფრანგ ბარბაროსებს” მასპინძლობენ:

„ძალიან კარგი თამაში იქნება. დამიჯერეთ, პრო დე2-ის კლუბებს საკმაოდ კარგი მოთამაშეები ყავთ და არც ჩემპიონატია დაბალი დონის, როგორც შეიძლება ვინმეს ეგონოს. ჩვენთვის ეს თამაში ძალიან ბევრის მომცემი იქნება. ნაკრებისთვის ყოველთვის რთულია სერიის პირველი მატჩი, რადგან შეუთამაშებლები ვართ და ივნისის ტესტების წინ, ეს თამაში ადაპტირებაში დაგვეხმარება“.

ივნისში სუვაში ტონგასა და ფიჯის ნაკრებებს შევხვდებით. მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ეს თამაშები „წყნარი ოკეანის თასის“ ეგიდით ჩატარდება.

დუდუ ფიქრობს, რომ ბორჯღალოსნებს თასის დაუფლების კარგი შანსი აქვთ:

„რატომაც არა?! შარშან წინ გუნდმა ეს მოახერხა და იმედია, თამაშებს წელსაც მოვიგებთ. თუმცა 2 წლის წინანდელთან შედარებით, განსხვავებული თამაშები იქნება. სიმართლე გითხრათ, 2 წლის წინ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ კუნძულებიდან დაუმარცხებლად დავბრუნდებოდით, მაგრამ ნაკრებმა თავისი შესაძლებლობები დაამტკიცა!

ახლა იგივეს გამეორება უფრო რთული იქნება, რადგან მტოქეები უფრო დიდი მონდომებით დაგვიხვდებიან. ჩვენ მოვიპოვეთ სახელი და არა მხოლოდ კუნძულებები, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ახლა საქართველოს სულ სხვა თვალით უყურებს. ის აღარ აღიქმება როგორც ექვსი ერი „ბ“-ს გუნდი და ჩვენთან თამაშს ყველა სერიოზულად უდგება. ეს ყველასთვის პატივი გახდა“.

32 წლის ბორჯღალოსნის აზრით მნიშვნელოვანია, რომ ფიჯი, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი მეტოქეა, ამჯერადაც დავამარცხოთ და ამით ფსიქოლოგიური უპირატესობა მოვიპოვოთ:

„ფიჯისთან და ნებისმიერ მეტოქესთან მოგება მნიშვნელოვანია, რადგან მისი შედეგი რეიტინგზე აისახება. ფიჯისთან თამაშით ნებისმიერ შემთხვევაში ბევრს ვისწავლით, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში თავდაჯერებულობა მოგვემატება და მეტოქე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გვეყოლება, რაც მსოფლიო თასზე გამოგვადგება“.

რაც შეეხება იაპონიას, ის ბევრისათვისაა უხერხული მეტოქე, რადგან თამაშობს სწრაფ, ხარისხიან რაგბს. მოთამაშეებს მაღალ დონეზე აქვთ ხელის ტექნიკა და ძალიან სწრაფები არიან. ამ მხრივ მათ ბევრი ვერ უწევს წინააღმდეგობას, ამიტომ ზუსტად ვიცით როგორ შეიძლება მოვუგოთ - მოლი, შერკინება და ერთი-ერთზე ორთაბრძოლები“.

მიზანი ორი თამაშის მოგებაა!

ქუბრიაშვილი მიიჩნევს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, რეალობის ფარგლებში დავრჩეთ და წინა მსოფლიო თასის შედეგის გამეორებას, ანუ ორი თამაშის მოგებას ვეცადოთ:

„ჩვენც გვინდა ჯგუფიდან გასვლა და ფინალში თამაში, მაგრამ სიტუაცია რეალურად უნდა შევაფასოთ. ურთულეს ჯგუფში ვართ და მიზანი 2019 წელსაც ორი თამაშის მოგებაა, რაც დამიჯერეთ, ძალიან რთული იქნება. ფიჯი მსოფლიო თასზე სულ სხვა გუნდი იქნება, ვიდრე წინა და თუნდაც მომავალ ტესტ-მატჩში იქნება. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა. ინდივიდუალურად, ვფიქრობ, ფიჯელები მსოფლიოში საუკეთესოები არიან. მათი პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ერთიან გუნდად შეკვრას ვერ ახერხებენ, თუმცა მსოფლიო თასების წინ ეს გამოსდიოდათ და ახლაც გამოუვათ. მათი გაჩერება ყველა გუნდს უჭირს, ეს ურთულესი ამოცანაა, მაგრამ უნდა მოვახერხოთ და წინა მსოფლიო თასის შედეგი გავიმეოროთ“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:01 | 04.05.2018
გზავნილი (81)

უტ....რაკო ფედერაციის ბრალია რომ ნაკრების წევრს არ ჯერა გუნდის წარმატების - ყველა დონის ნაკრებში!
ასეტი სპორცმენი ამხანაგურ თამაშსიც არ უნდა გამოიძახო.
რისი თქმა გინდათ პატივცემულო - რომ 2 თამაში უეჭველი წაგებული გაქვთ? აბა რისთვის გინდა წახვიდე (წახვალ თუ არა ჯერ კიდევ გასრკვევია) იაპონიის სანახავად?
რამ მოგვცა წინა მსოფლიოდან ავტომატურად გასვლამ ? - მხოლოდ ის რომ ფარჩაკი გუნდები მეორე შემადგენლობით გვეტამაშებიან! და თუ ავტომატურად ვერ გავალთ გათამაშებით რამე პრობლემა გვექნება ვინმესთან?

ვისაც ყველა 4ივე თამაშში არ იომებს ნაკრებში ადგილი არ უნდა ქონდეს! ეს ეხება ანტონ ფეიკრიშვილსაც ტომელიც ფიქრობს რომ 6 ერის გუნდებთან შანსი არ გვაქვს!

ფედერაცის ვეკითხები ბოლოსდაბოლოს რა უტ...რაკობა გჭირთ?!

12:13 | 05.05.2018
rugbyisourgame (5)

კაცი გონება შეზღუდული რო დაიბადები არაფერი გეშველება

10:21 | 07.05.2018
გზავნილი (81)

თქვენ პატივცემულო რაგბის კავშირის თანამშრომელი ხართ ალბათ, კავშირის რომელიც გუშემატკივრისთვის მუშაობს მხოლოდ და არა საკუთარი სიამოვნებისთვის...

გავაკეთოთ დაშვება, რომ მე გონება შეზღუდული ვარ... თუმცა რამდენიმე ფაქტს მოვიყვან და ლანძღვის მაგიერ არგუმენტით მიპასუხეთ:
კიდევ ერთი დაშვება გავაკეთოთ, რომ 2027 (ხაზს ვუსვამ 2027) წლის მსოფლიო თასის შემდეგ გვინდა ვიყოთ 6 ერის მონაწილე! თვლით თუ არა ამ მოსაზრებას გონებაშეზღუდულის მონაჩმახს? თუ რეალობასთან ახლოსაა მაშინ მივყვეთ ლოგიკას:
1. 2027 წლის მსოფლიო თასის მონაწილეების - ჩვენი ბორჯღალოსნების ძირითადი ხერხემალი იქნება შარშანწინდელი, შარშანდელი, წლევანდელი და გაისათ U20 მსოფლიო თასის მონაწილენი + რამდენიმე ამათი მომდევნო თაობებიდან, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე - მაქსიმუმ 10-15%. ანუ ეს ბიჭები არიან პირველი შანსი ვინამაც სერიოზული სიტყვა უნდა თქვას იმ დროისთვის.
2. ზემოთ მოყვანილი არგუმენტი არა მგონია რომ საკამათო იყოს, მაგრამ ეს 3-4 ნაკრები არის მწვრთნელთა ხელში რომლებიც უნერგავენ შიშს და შეგუებას იმასთან რომ მათ "დიდ გუნდებთან" შანსი არ აქვთ და მხოლოდ მეოთხე თამაშისთვის ემზადებიან - რამე ისეთი ვთქვი თქვენო გონება გახსნილობავ რაშიც არ მეთანხმებით?
3. ეს 3-4 ნაკრების ბიჭები გარდატეხის (სპორტული თვალსაზრისით) ასაკში მიღებულ ფსიქოლოგიურ ტრამვას ძალიან ვეჭვობ რომ დიდ კაცობაში გადალახავენ. ისინი მუდმივად იქნებიან შეგუებული იმას რომ ისინი 6 ერის მონაწილეებშე სუსტები არიან! (თქვენო გონება გახსნილობავ - ექიმის დიპლომი მაქვს მე - თქვენ?)
4. 6 ერში დღემდე ყავთ ასეთი გუნდი რომელიც მიეჩვია ხის კოვზის კბილებით ღრღნას და როგორ გგონიათ აინტერესებთ მათ ღარიბი ქვეყნიდან ასეთი მაჩანჩალა რომელიც მუდმივად იმაზე იბრძოლებს რომ "ერთი თამაში მოიგოს და ხისკოვზი არ ერგოთ?
5. თუ 6 ერში ოდესმე გვინდა რომ მოვხვდეთ მინიმუმ 2 ნაკრებს მაინც უნდა ვუდებდეთ იტალიის იქეთ, სხვანაირად ღარიბი ეკონომიკის (ნუ თუ იმის იმედი არ გაქვთ რომ ამ დროისთვის ბიძინა ქვეყანას ააყვავებს და ფიანდაგს დაგვიგებენ მობრძანდითო) ქვეყანა მაყურებლისთვის, ანუ ფულის გამხდელისთვის, ანუ სპონსორისთვის ინტერესის საზომი არის 0!!!
6. შარშანდელ U20 მსოფლიო თასსზე მწვრთნელებმა წინასწარ შეაგუეს და არც გულშემატკივრისთვის დაუმალავთ რომ პირველი ოთხი თამაშის წასაგებად მზად იყვნენ. ხომ არაფერს ვამეტებ? მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მწვრთნელები ასე შეგუებული იყვნენ ჩვენს ბიჭებს საშუალო დონის თავხედი ევროპელი ან სამხრეთელი მწვრთნელის ხელში ქონდა შანსი მინიმუმ 2 თამაში მოეგო ჯგუფში. ვერასდროს სპორცმენი წარმატებას ვერ მიაღწევს თუ წარმატების არ ჯერა. ეს ისეთი აქსიომაა რომ კამათის საკითხი არ უნდა იყოს.
7. დროებით გადავალ რაგბის კავშირთან ვკითხავ - რა შედეგის მიღწევა იქნება თქვენთვის საამაყო 2027 წლის მსოფლიო თასზე - ისევ ორი მოგების და 2031-ში ავტომატური კვალიფიკაციით? ეს ხომ ელემენტარულია - რასაც ახლა დათესავთ 2027 მოიმკით! რა გინდათ რომ მოიმკათ? თუ მანამდე ან ვირი მოკვდება და ანდა... ეს სერიოზული მიდგომაა ბატონო გოჩა და თქვენ გული შეგტკივათ ქართულ რაგბზე?
8. არ აქვს მნიშვნელობა რა შედეგს მიაღწევს ჩვენი ბიჭები წელს (საფრანგეთშიც თქვენს გვერდით ვიქნები ივნიშში ლომებო) ნაკრების მთავარი მწვრთნელები უნდა შეიცვალონ - ძალიან ჯიგრები ხართ, კარგი და ჭკვიანი ადამიანები და ამასთან გულით მჯერა რომ გიყვართ რასაც აკეთებთ, მაგრამ თქვენ უფლება არ გაქვთ ქართული რაგბის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადოთ! მე ვიტყოდი რომ თქვენი პოსტი ქართული რაგბის მომავლისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დიდი ნაკრების მწვრთნელობა. თქვენ არ გაქვთ უფლება საკუთარი ეგო დააყენოთ რაგბზე წინ!!!

ახლა რაგბის კავშირს მივმართავ - ვინმე კითხულობს იმეილებს რომ გიგზავნიან გულშემატკივრები?! ან როდესმე გაგიციათ რომელიმეზე პასუხი?

ამ წერილის კოპიას ყოველი სარაგბო სტატიის ყველა საიტზე დავაკოპირებ, რომ იქნება ვინმემ გამოიფხიკოს ყურები თქვენთან და გულშემატკივრებსაც მოუსმინოს და რაიმე ფორმით იზრუნოს:

2015 წლიდან ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა თამაშს ვესწრები - არ ვყოფილვარ მხოლოდ არგენტინაში და ქუთაისში. ვიყავი მსოფლიო თასზე, კანადის ყინვა-წვიმაში, ატლანტის ხვატ სიცხეში, უელსის ბრწყინვალე დღესასწაულზე - თანაც მარტო არ დავდივარ მეგობრებსაც ვექაჩები და ვცდილობ რაგბი შევაყვარო და ნაკრებსაც ვუქომაგოთ ერთად - მაგრამ როდესმე ამ ტამაშებზე გაგიკეთებიათ რაიმე ორგანიზების კუთხით? არ შეგიძლიათ რომ ერთი სექტორი მაინც დაჯავშნოთ რომ ჩვენ ბიჭებს ხმა მივაწვდინოთ რომ მხარი დავუჭიროთ? ბოლოს და ბოლოს ვითვისაა რაგბი გულშემატკივრებისთვის არაა? თუ საკუთარ ბოსტნად მიგაჩნიათ? დარწმუნებული ვარ იაპონიაშიც არაფერი გექნებათ გაკეთებული ჯერ არადა წინასწარი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. თუ ბილეთები დაიჯავშნა მერე გვიან იქნება! თუნდაც 200 კაცი არ მგონია რომ ამდენი ქართველი ვერ შეძლებს იაპონიაში წასვლას. დაიწყეთ ამის ორგანიზება სანამ გვიან არაა, გააკეთეთ თუნდაც ფასიანი განაცხადი რომ დათვალოთ რამდენი კაცია წამსვლელი? სერიოზული სამუშაოა იტალიაშიც - იქ უეჭველი უნდა იყოს ქართული ტრიბუნა. ძალიან ბევრი იტალიელი ქართველი იქნება და საქართველოდანაც ბევრი ჩავა.

შეიძლება იკითხოთ ჟერ რა დროს ეგენიაო, მაგრამ ჩვეთან კაპიტალოზმში ასე წლების წინ იგეგმება ყველაფერი და თქვენთან ბიძინასტანშიც დროა გადახვიდეთ კაპიტალისტურ რელსებზე!

ისე ბიძინასტანზე გამახსენდა - კობახიძე რომ გაიჯგიმა ევროპის თასით - მიხვედით და კითხეთ ის თასი რომ დაგაკავებინეთ ავანსად ახლა რაგბის დაფინანსების დროა თქო, გაუბედეთ?
ჩემს ზედა კომენტარში მქონდა აქცენტი უტრა...კობაზზე. აბა ამას სხვა რა ქვია? უზარმაზარი არმია გყავთ რაგბის გულშემატკივრების, გაუკეთეტ მობილიზაცია რომ კი არ ვთხოვოთ არამედ მოვთხოვოთ მთავრობას ის რასაც ქართული რაგბი იმსახურებს. მაგრამ თქვენ ხომ ...

ზემოთაც აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ - ყველა ნაკრებს უნდა აეწიოს თამასა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმაზე ფიქრი რომ მხოლოდ 2 თამაში მოვიგოთ. არაფერს არ გვაძლევს ეს. საშინელი სიტუაცია დადგა ავტომატური კვალიფიკაციის შემდეგ - იმის გამო რომ ჩვენთან ნაჩვენები შედეგები არ ითვლებოდა - ამას ვერ უნდა მიმხვდარიყავით მაშინ როცა დებულება იწერებოდა? ან რატომ არ გააპროტესტეთ? ისედაც ფარჩაკი გუნდები მეორე შემადგენლობით და ნახევარი ძალით გვეტამაშებოდნენ. ბიჭებმა რომ მოტივაცია დაკარგეს თქვენი უტრა...კობის ბრალი არაა? როგორ შეიძლება უელსთან თამაშის ხარისხი შეადარო ესპანეთთან ნათამაშევს? მორაგბეებიც ხომ რობოტები არ არიან.

ჩემი როგორც ერთი გულშემატკივრის მოთხოვნაა - რომელი მორაგბეც გამოთქვამს მოსაზრებას რომ დიდ გუნდებთან მოგების შანსი - ხაზს ვუსვამ შანსი - არ აქვს საერთოდ არ უნდა მოხვდეს ნაკრებში. თუ ჩვენ გვინდა რომ "დიდი ბიჭების სასტავში" მოვხვდეთ სანამ მათ სისხლს არ გამოვუშვებთ ძაღლად არავინ ჩაგვაგდებს და მშიშარა ტიპებით შორს ვერ გავფრინდებით - მით უმეტეს შერკინებაში ბევრი გვყავს ვისაც შანსს არ ვაძლევთ.

უტრა...კობაზე გამახსენდა - ე.წ. "გულშემატკივართან შეხვედრა" რომ საკუთარ სასტავში გააკეთეთ და მერე გამოაცხადეთ ეს რას ნიშნავდა?

უტრა...კობაზე გამახსენდა - საკუთარი თავის (ვგულისხმობდი ქართულ რაგბს თორემ თქვენი ფასი...) ფასი რომ არ იცით იქედანაც ჩანს რომ ნაკრების კვართზე რეკლამების გამო ნომრის დასაწერი ადგილი არ გაქვთ. განა რამდენს იღებთ რომ ამდენი კომპანია გაფინანსებთ - თუ ამას დაფინანსება ქვია...

თუ რამეს აკეთებთ - არ ჩანს! პიარი არ გივარგათ, მარკეტინგი შასინელია, საორგანიზაციო კუთხით გარინჩასავით ქანაობთ, ფანდრიზინგი ალბათ არც გაგიგიათ რა არის...

ჩემთვის როგორც გულშემატკივრისათვის ნიჟარაძის მერე არაფერი გაკეთებული! ამას ალალად გებნებით. არ არის პროგრესის ნატამალი - ჯერ კიდევ ნიჯარაძის ინერციით მიგორავთ.

ბოლოს და ბოლოს გაიღვიზეთ რა უტრა...კობა გჭირთ?! გადადექით თუ მეტის სნო არ გაქვთ!!!

20:32 | 04.05.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე დუდუ ! ! !

0.127323