ფრანგულ სამხარეო ვებ-პორტალ “შარანტ ლიბრზე“ მოეწყო კონკურსი, რომლის გამარჯვებულსაც გადაეცემოდა საფრანგეთის პრო დ2-ის ახალდასრულებულ რეგულარულ ჩემპიონატში მე-13 ადგილზე გასული „ანგულემის“ ოფიციალური მაისური. ოღონდაც ეს მაისური არაა ჩვეულებრიცი სათამაშო კვართი - მასზე გუნდის ყველა წევრის ავტოგრაფია დატანილი.
ჰოდა, ამ მაისურს მფლობელიც გამოუჩნდა - 436 კონკურსანტს შორის ვიქტორინის 20 კითხვას ყველაზე მეტი სწორი პასუხი მარტენ მენგემ გასცა. მოულოდნელი ისაა, რომ კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდა ქალბატონია ახლომდებარე ქალაქ შენონიდან.
ახლა მთავარზე: კითხვარის ერთ-ერთი კითხვა გუნდის ქართველ ვეტერანს, ბორჯღალოსან შალვა სუთიაშვილს ეხებოდა:
„რას აკეთებდა საქართველოში შალვა სუთიაშვილი თავისი წარმოუდგენელი ფიზიკური ფორმის მისაღწევად?“
სწორი პასუხია „ყოველი დილით მთებში დარბოდა“ და მადამ მენგეს სწორედ ასეთი პასუხი გაუცია ქართველი მეორე-მესამეხაზელის თაობაზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ 34 წლის შალვა სუთიაშვილმა პრო დ2-ის დასრულებული რეგულარული ჩემპიონატის 30 მატჩიდან 24-ში (20 - სასტარტო) მიიღო მონაწილეობა, ერთი ლელო მიითვალა და თავის შესაშურ ფიზიკურ მომზადებას მთელი სეზონის განმავლობაში დემონსტრირებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაიხარე შალვა ! ! !
გელოდებით ნაკრებში ! ! !
შალვა მხეცია! ერთერთი ყველაზე გამოცდილი ბორჯღალოსანი, უაღრესად დიდი ამაგი აქვს ნაკრებისთვის გაწეული და ძალიან გვჭირდება ნაკრებში შალვა, შესაშური ფორმა აკრიფა ამ ბოლოს და დარწმუნებული ვარ ასაკის მიუხედავად მოახერხებს და დაგვეხმარება მსოფლიოზე, მისი გამოცდილება, ჯანი და გონება გამჭრიახობა როგორც ყველა მსოფლიოზე ახლაც ძალიან დაგვეხმარება იაპონიაში.