ინგლისის რაგბის კავშირმა „თვიქენჰემის“ გაქირავებაზე და მით უმეტეს გაყიდვაზე, უარი განაცხადა.
„სტემფორდ ბრიჯის“ რეკონსტრუქციის გამო, საფეხბურთი კლუბი ლონდონის „ჩელსი“ ახალ საშინაო არენას ეძებს და რომან აბრამოვიჩმა ინგლისის რაგბის კავშირს მთავარი არენის შეძენის, ან არენდით აღების თხოვნით მიმართა.
„თვიქენჰემის“ გაყიდვას, ან გაქირავებას არ განვიხილავთ. ჩვენ გვყოფნის რაგბისა და ამერიკული ფეხბურთის მატჩები და „სოკერი“ ჩვენს გეგმებში არ ჯდება“ - თქვა ინგლისის რაგბის კავშირის დირექტორმა სტივ ბრაუნმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია