უელსის ნაკრების გარემარბი ჯორჯ ნორთი, სეზონის დასრულებისთანავე ინგლისურ “ნორთჰემპტონს” დატოვებს და კარიერას სამშობლოში განაგრძობს.
26 წლის მორაგბემ უელსის რაგბის კავშირთან ორმაგი კონტრაქტი (რაც იმას ნიშნავს, რომ ხელფასის 60%-ს ნორთს უელსის რაგბის კავშირი გადაუხდის) გააფორმა და მომავალი სეზონიდან “ოსპრეიზის” ღირსებას დაიცავს, რომელიც პრო 14-ში მოთამაშე ერთ-ერთი უელსური ფრანჩიზია.
ნორთი 2010-2013 წლებში “სკარლეტსის” ღირსებას იცავდა, სადაც 42 მატჩში 14 ლელო გაიტანა. მან 2013 წელს სამშობლო დაატოვა და “ნორთჰემპტონში” გადავიდა, დღემდე ინგლისური კლუბის კვართი 88-ჯერ მოირგო და 38 ლელო დადო. უელსის ნაკრებში კი დებიუტი 2010 წელს, 18 წლის ასაკში ჰქონდა, მას შემდგომ “დრაკონების” ღირსება 72-ჯერ დაიცვა და მეტოქეები 31-ჯერ დაალელოვა.
ჯორჯი 2013 და 2017 წლებში ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეშიც იმყოფებოდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია