ქართული

16:15 | 25.04.2018 | ნანახია 3709 - ჯერ

ზირაქაშვილი - 61, ო'გარა - 110

"რაგბი ევროპის" ჩემპიონთა თასის მორიგი მფლობელის გამოსავლენად ერთი მატჩიღა დარჩა გასამართი: 12 მაისს ბილბაოს "სან მამესზე" ფრანგული "რასინგი" ირლანდიურ "ლენსტერს" დაუპირისპირდება.

პარიზული კლუბის ღირსებას 28 წლის ვასილ კაკოვინი იცავს და თუ ქართველმა ბურჯმა ფინალშიც ითამაშა (რაც სავარაუდოდ მოხდება კიდეც), ეს იქნება მისი კარიერის 21-ე მატჩი ჩემპიონთა თასზე. ამასთან დაკავშირებით დავინტერესდით, თუ რომელი ქართველი მორაგბეა ლიდერი ამ სტატისტიკური მონაცემის მხრივ და აღმოვაჩინეთ, რომ ფრანგული "კლერმონის" ლეგენდარული ბურჯის, 34 წლის დავით ზირაქაშვილის აქტივში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში 61 კეპია.

საოცარი მაჩვენებელია, მაგრამ თურმე ყველა დროის სიის ლიდერი რონან ო'გარა სულაც მიუწვდომელ სიმაღლეზე გაჩერებულა. ლეგენდარულმა ირლანდიელმა მგეზავმა ჩემპიონთა თასის 110 (!) მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამ ცხრილის სათავეში ირლანდიელთა ჰეგემონიაა: მეორე საფეხურზე ირლანდიური რაგბის კიდევ ერთი სიმბოლო, შუამარბი გორდინ დ'არსი დგას 104 მატჩით, მესამე-მეოთხე ადგილებს ასევე ლეგენდარული მოთამაშეები, გარემარბი ჯონ ჰეიესი და შერკინების ნახევარმცველი პიტერ სტრინგერი ინაწილებენ 101-101 მატჩით.

მოქმედ მოთამაშეთაგან ო'გარას დაწევის საუკეთესო შანსი თითქოსდა "ზირაქას" თანაკლუბელ ბენჟამენ კაიზერს ჰქონდა (90 მატჩი), მაგრამ "კლერმონი" მომავალ სეზონში ევროთასებზე არ ითამაშებს, რადგან შიდა ჩემპიონატი "ჩააგდო". დანარჩენი მოქმედი მორაგბეები ამ სიის ლიდერებს ძალიან ჩამორჩებიან.

ქართველებს დავუბრუნდეთ და ზირაქაშვილი იმდენად შორსაა თანამემამულეებისგან, რომ ძალიან საეჭვოა, ახლო მომავალში მის მიღწევას საფრთხე დაემუქროს, მით უმეტეს, რომ დათო ჯერაც აქტიური მორაგბეა და "კლერმონთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს. ზირაქას უახლოესი მდევარი მამუკა გორგოძეა, ვისაც ჩემპიონთა თასის 34 მატჩი აქვს ნათამაშები. ქვემოთ კი კონტინენტის მთავარი სარაგბო საკლუბო ტურნირის ყველაზე სტაჟიანთა 11-ეულს ჩამოვწერთ და იქვე ამ მხრივ მოწინავე ქართველებსაც დავამატებთ (მუქი შრიფტით გამოყოფილები მოქმედი მორაგბეები არიან).

ჩემპიონთა თასის ტოპ 11

1. რონან ო'გარა (ირლანდია) 110

2. გორდონ დ'არსი (ირლანდია) 104

3-4. ჯონ ჰეიესი (ირლანდია) 101

3-4. პიტერ სტრინგერი (ირლანდია) 101

5. დონჩა ო'კალახანი (ირლანდია) 97

6. კლემან პუატრენო (საფრანგეთი) 95

7. ლეო კალენი (ირლანდია) 92

8. ბენჟამენ კაიზერი (საფრანგეთი) 90

9-11. ნეითან ჰაინსი (შოტლანდია) 87

9-11. შეინ ჰორგანი (ირლანდია) 87

9-11. ბრაიან ო'დრისკოლი (ირლანდია) 87

ქართველები ჩემპიონთა თასზე

1. დავით ზირაქაშვილი - 61

2. მამუკა გორგოძე - 34

3. მიხეილ ნარიაშვილი - 27

4-5. ლევან ჩილაჩავა - 21

4-5. დავით ქუბრიაშვილი - 21

6-7. ვასილ კაკოვინი - 20

6-7. ანტონ ფეიქრიშვილი - 20

8. კონსტანტინე მიქაუტაძე - 19

9. დავით ხინჩაგიშვილი - 17

10-11. გოდერძი შველიძე - 13

10-11. შალვა მამუკაშვილი - 13


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:29 | 25.04.2018
temuchin (431)

ერთი შენიშვნა: უნდა იყოს ო'ჰარა და არა ო'გარა.

01:34 | 27.04.2018
BATU'91 (19)

stripslashes((strlen('https://en.wikipedia.org/wiki/Ronan_O%27Gara')>0?'https://en.wikipedia.org/wiki/Ronan_O%27Gara':'https://en.wikipedia.org/wiki/Ronan_O%27Gara'))

0.076983