საერთაშორისო

21:00 | 23.04.2018 | ნანახია 1485 - ჯერ

ინგლისს კაპიტანი გამოაკლდა

ინგლისის ნაკრების კაპიტანი, დილან ჰარტლი ტრავმირებულია. გამოცდილი მორაგბის დაზიანება სერიოზულია და ივნისის ტესტების გამოტოვება მოუწევს.

“ნორთჰემპტონის” კვაჭი 6 ერის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ირლანდიასთან წაგებულ მატჩში დაშავდა და მას შემდგომ აღარ უთამაშია. ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე, ახალ ზელანდიაში დაბადებული მოთამაშე ივნისის ტესტებს გამოტოვებს და მოედანზე 2018/2019 წლების პრე-სეზონის პერიოდში დაბრუნდება.

32 წლის მორაგბე “ნორთჰემპტონში” 2006 წლიდან თამაშობს და 217 მატჩში 21 ლელო აქვს გატანილი, ხოლო ინგლისის ნაკრებში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა, მას შემდგომ 93 კეპი მოიხვეჭა და 2 ლელო დადო.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ივნისში სამ საგარეო ტესტ-მატჩს გამართავს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085497